ლოქიები

ლოქიები

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”
♦ გადასვლა >> ინტერნეტ-მაღაზიები

ლოქიები – (ბერძ. Lochia მშობიარობისეული) მშობიარობის შემდგომი გამონადენი საშვილოსნოს დაზიანებული ლორწოვანი გარსიდან. წარმოადგენს სისხლის კოლტების, დაზიანებული ლორწოვანის, ლიმფისა და შრატის ნარევს.
ლოქიებიპირველ დღეებში ლოქიები სისხლიანია, შემდეგ სისხლიან-ლორწოვანი შესახედაობა აქვთ, დაახლოებით ორი კვირის შემდეგ მხოლოდ ლორწოსაგან შედგება და ნათელი შეფრილობისაა. დროთა განმავლობაში, საშვილოსნოს შეხორცებისთან ერთად, მცირდება ლოქიების გამოყოფის ინტენსივობაც. რაც უფრო ადრე ხდება საშვილოსნოს შეხორცება, მით მალე შეწყდება გამონადენიც, მისი სრული გაქრობა მიუთითებს საშვილოსნოს სრულ აღდგენაზე.
ჩვეულებრივ საშვილოსნოს აღდგენის პროცესი საშუალოდ გრძელდება 3-6 კვირა და დამოკიდებულია ქალის ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე.
ნორმაში ლოქიებს არ ახასიათებს უსიამოვნო სუნი, რომლის გამოჩენაც მიუთითებს საშვილოსნოს დაზიანებულ ზედაპირზე ინფექციური პროცესის განვითარებას. ამ დროს რა უნდა გადადოთ ექიმთან ვიზიტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას შეიძლება სერიოზული შედეგები მოყვეს. შესაბამისი გამოკვლევების შემდეგ ხდება დიაგნოზის დასმა და სათანადო მკურნალობის დანიშვნა. გადასვლა >> გინეკოლოგია, მეანობა


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

 

.