[print_thumbnail_slider]

მკურნალობა უცხოეთში


შეფერხებული სქესობრივი მომწიფება (სხვა სახელწოდება- პუბერტატული განვითარების შეფერხება და დისჰარმონია, სქესობრივი მომწიფების შეფერხება) შესაძლებელია აღინიშნებოდეს მრავალი ენდოკრინული დარღვევებისას, კერძოდ ჰიპოფიზისა და სასქესო ჯირკვლების დაქვეითებული ფუნქციისას.

ასეთ ავადმყოფებში ენდოკრინულ (ჰორმონალურ) უკმარისობასთან ერთად აღინიშნება ზრდის შეფერხება, ან პირიქით გაძლიერებული ზრდა, შეიძლება იყოს შინაგანი ორგანოების დარღვევებიც. ყველაფერი ეს ენაცვლება ფსიქიკური განვითარების შეფერხებას და ემოციური და თავისუფლების სფეროს დაქვეითებას.

შეფერხებული სქესობრივი მომწიფება

ხასიათდება პარალელურად ფიზიკური, ფსიქიკური და სქესობრივი განვითარების შეფერხებით ან ინდივიდუალური მომწიფების ამ სამი მიმართულების ტემპების ცვლილებით.

თავდაპირველად ეს ბავშვები სიმაღლეში ჩამორჩებიან თანატოლებს, მაგრამ თანდათან ასწრებენ, ზოგჯერ კი გადააჭარბებენ სიმაღლეში. არცთუისე იშვიათად მათი სიმაღლე გამოხატულია ძალიან გრძელი ხელებით და ფეხებით და შედარებით  მოკლე ტანით – ე.წ ევნუქოიდური დისპროპორცია.

სიმაღლის ცვლილება შემთხვევათა უმრავლესობაში ენაცვლება მკერდზე, ზურგზე და მუცელზე ცხიმის ჭარბი დაგროვებით. მოგვიანებით, ჩონჩხის ფორმირების დასრულებისას ეს შეიძლება გამოსწორდეს. შეიძლება იყოს ისეთი სიმპტომებიც როგორიცაა კუნთოვანი ტონუსის ცვლილება და სახსრების დასუსტება, ბრტყელტერფიანობა.

ასეთ ბავშვებში და მოზარდებში დაქვეითებულია ადაპტაციური შესაძლებლობები, დასუსტებულია მავნე ზემოქმედების ატანა. აღინიშნება ინტელექტუალური უკმარისობა, მეხსიერების შესუსტება, გონების შესუსტება, ყურადღების დაქვეითება, ინიციატივის არ არსებობა, პასიური დამორჩილება, აპათეა, მაგრამ შეიძლება იყოს კარგი მექანიკური მეხსიერება. ზოგიერთს შეიძლება ქონდეს რამის იზოლირებული უნარი, მაგალითად უცხოენების შესწავლა ან მუსიკის.

ხასიათით უმრავლესობა მოსიყვარულეა, დამჯერია და კონტაქტური, რაც თითქოს აკომპენსირებს მათ არასაკმარის ინტელექტს და ეხმარება გარემოსთან მოახდინოს ადაპტაცია.

მათ ემოციურ სფეროში ჭარბობს ინფანტილობის (ბავშვობის) ხასიათი – მომატებული თვითდაჯერება, ნდობა, დედისადმი გადამატებული დამოკიდებულება, მომატებული მორიდებულობა, გულუბრყვილობა.

მოუქნელობის და მომატების გამო თანატოლები ხშირად დასცინიან და ზედმეტსახელებს უგონებენ, ასეთი ბავშვები  ხშირად მშიშრები არიან და უფროსებს ეუბნებიან როცა მათ აჯავრებენ, ამიტომ თანატოლებს ისინი არ უყვართ. მათ უმეტესობას უვითარდება არასრულფასოვნების კომპლექსი, ამიტომ მათი მორიდებულობა შეიძლება იყოს მოსაზღვრული თანატოლებთან კონტაქტის დროს. ზოგიერთი თავის არასრულფასოვნებას აკომპენსირებს გაძლიერებული ფანტაზიით ან ტრაბახით.

სქესობრივ განვითარებაში ჩამორჩენა

თავდაპირველად შეიძლება შეუმჩნეველი იყოს მშობლებისთვის, რადგან ისინი ამაზე არც კი დაფიქრდებიან. მხოლოდ იმ ასაკში როდესაც თანატოლთა უმრავლესობა იწყებს სქესობრივ ცხოვრებას, გამოვლინდება სხვადასხვა სქესობრივი დარღვევები.

ზოგიერთ მათგანში ლიბიდო (სექსუალური ლტოლვა) სრულად არ აღიძვრება, პლატონურ ან ეროტიულ სტადიაზე შეჩერებისას, მაგრამ არ აღწევს სექსუალურ სტადიას. სხვა შემთხვევებში ლიბიდოს ფორმირება მნიშვნელოვნად იგვიანებს 4-5 წლით და აღიძვრება მხოლოდ 17-18 წლის ასაკში.

ზოგი ასეთი ქალი საერთოდ ვერ იწყებს სქესობრივ ცხოვრებას, ზოგჯერ სქესობრივი ცხოვრება იწყება დაქორწინების შემდეგ.

დაქორწინება გამოწვეულია ხშირად შინაგანი ზეწოლით,  მშობლების ზეწოლით, რომლებიც ღელავენ რომ მათი შვილი ვერ თხოვდება, ოჯახისა და შვილების ყოლის სურვილით და სხვა სოციალურ-ფსიქოლოგიური ფაქტორებით.

შეფერხებული სქესობრივი მომწიფების პაციენტების უფრო ხშირი ჩივილებია სექსოპათოლოგებთან მიმართვისას სექსუალური ლტოლვის დაქვეითება და ორგაზმის უქონლობა.

ფიზიკური, ფსიქიკური და სქესობრივი განვითარების შეფერხებას გარდაუვალად მიჰყავს სექსუალური დარღვევებისკენ. როგორი გარდამავალიც არ უნდა იყოს განვითარების დაწყებითი შეფერხება, შემდგომი შინაგანი გათანაბრება და გამოსწორება არასდროს არ არის სრული და ყოველთვის ტოვებს შინაგან დეფიციტს.

სქესობრივი მოთხოვნილება დაქვეითებულია ყველა ასაკობრივ ეტაპზე, განვითარების დაწყებით ეტაპზე ვლინდება სექსუალობის ნიშნების არარსებობით. უმეტესობა საოცარი სიმარტივით სუბლიმირდება სრულად სამსახურში (ან რომანტიკულ ოცნებაში), უფრო ხშირად კი – პატიოსნების შინაგან აქსესუარებში. ისინი საოცრად სწრაფად და ადვილად ეწყობიან სქესობრივ შეკავებას.

შეფერხებული სქესობრივი მომწიფების ადამიანებისთვის დამახასიათებელია ბიოლოგიური მოტივაციების დასუსტება ენერგეტიკული პოტენციალის და ,,გამძლეობის მარაგის“ დაქვეითება რაც ენაცვლება მოუმწიფებლობას.

ჰორმონების უკმარისობა

ჰორმონების უკმარისობისას ქალებში აღინიშნება პირველადი ამენორეა – მენსტრუაციის არ არსებობა, რომელსაც თან სდევს საკვერცხეებისა და საშვილოსნოს განუვითარებლობა; შეიძლება იყოს ფსიქიკური და ფიზიკური ინფანტილიზმი, რომელიც არ ეთანხმება ადამიანის განვითარების ასაკს.

შეიძლება აღინიშნებოდეს მეორადი ამენორეაც, როდესაც მენსტრუაცია იწყება თავის დროზე,  მაგრამ შემდეგ წყდება ამის მიზეზი შეიძლება იყოს ენდოკრინული სისტემის დაავადებები, ფსიქიკური ტრავმები, სხვადასხვა მძიმე ან დამასუსტებელი დაავადებები, არასწორი დიეტა, შიმშილობა, დისტროფია ასევე კლიმატის ცვლილება.

ენდოკრინული სისტემა ბევრ რამეში დამოკიდებულია ცენტრალური ნერვული სისტემის მდგომარეობაზე და სხვადასხვა მავნე ზემოქმედებებმა –  ფსიქიკური ტრავმებმა, დეპრესიამ და სხვა ფსიქიკური დარღვევებმა შეიძლება იმოქმედონ ჰორმონების გამომუშავებაზე.

___________________________________________

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

გადასვლა >>>> გინეკოლოგიური დაავადებები

..

 

Comments are closed.

vaka