მეტყველების განვითარების შეფერხება

მეტყველების განვითარების შეფერხება

მეტყველება ადამიანის საკომუნიკაციო საშუალებას წარმოადგენს და ფორმირდება სიცოცლის საწყის ეტაპებზე. მეტყველების ჩამოყალიბება ინდივიდუალური პროცესია და მრავალ ფაქტორთან არის დაკავშირებული, მათ შორის გარემომცველი გარემო, სქესი, (ითვლება, რომ ბიჭები უფორ გვიან ასაკში იწყებენ ლაპარაკს),  მშობლების ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, ბავშვის ფიზიოლოგიური განვითარება, ტვინის განვითარება და ა.შ.
მცირე ასაკიდანვე მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ   ბავშვის მეტყველების განვითარებას, ხელი უნდა შეუწყონ ბგერებისა და მარცვლების წარმოთქმას. უფროსებთან ურთიერთობა ძირითადი ფაქტორია ბავშვის მეტყველებითი აქტიურობის გასავითარებლად.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

ექიმების მოსაზრება

მეტყველების განვითარების შეფერხებისას ბავშვები სხვების ანალოგიურად სწავლობენ მეტყველებას, თუმცა დროის საზღვრები გადანაცვლებულია.
ექიმები თვლიან, რომ მეტყველების განითარების შეფერხება შეიძლება უარყოფითად აისახოს ბავშვის ფსიქოლოგიურ განვითარებაზე, გარდა  ამისა ზეგავლენას ახდენს გარემსამყაროს აღქმაზე, აზროვნებასა და მეხსიერებაზე, ყურადღების კონცენტრირებასა და წარმოსახვით უნარებზე.

 რატომ ვითარდება  მეტყველების განვითარების შეფერხება?

  • როდესაც არ დგას ბავშვის წინ მეტყველების საჭიროება, ბავშვს ცოტას ესაუბრებიან ან საერთოდ არ ელაპარაკებიან. ან პირიქით, ახშობენ მის სურვილს გამოთქვას საკუთარი აზრი სიტყვებით;
  • შენელებულია ნერვული უჯრედების მომწიფებას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მეტყველების განვითარებაზე, ჩვეულებრივ ეს გენეტიკური წინასწარგანწყობით აიხსნება;
  • არსებობს რაიმე დაავადება ან თავის ტვინის მუშაობის შემაფერხებელი გადახრა, მეტყველების განვითარების შეფერხება შესაძლოა იყოს თავის დაზიანების ან ინფექციური დაავადებების შედეგი;
  • სმენის ორგანოს დარღვევები. მეტყველებით აქტივობას საფუძვლად უდევს უფროსების საუბრის მოსმენა. სმენის დარღვევის შემთხვევაში ბავშვს არ გააჩნია სიტყვების აღქმის, შემდეგ კი მათი წარმოთქმისა და დამოუკიდებლად საუბრის უნარი.

როდის უნდა მივიტანოთ ეჭვი მეტყველების განვითარების შეფერხებაზე?

ექვსი თვის  ასაკიდან მოყოლებული ბავშვი იწყებს ცალკეული ბგერების წარმოთქმას, „ა“ და „ე“. თუ ამ ასაკში არ წარმოთქვამს არცერთ ბგერას უკვე უნდა მივმართოთ ბავშვთა ნევროპათოლოგს.
ერთი წლის ასაკისათვის ბავშვს უნდა ესმოდეს, როცა მას მიმართავენ, წინააღმდდეგ შემთხვევაში სპეციალისტის დახმარებაა საჭირო.
ნევროპათოლოგთან ვიზიტი საჭიროა იმ შემთხვევაშიც, თუ წლინახევრის ასაკისათვის არ რეაგირებს შემდეგი ტიპის კითხვებზე:  „სად არის დედა?“
ორი წლის ასაკში ბავშვს უნდა ესმოდეს ელემენტარული სიტყვიერი ბრძანებები.
სამი წლის ასაკში ბავშვს ნორმალური განვითარებისას შეუძლია 3-4 სიტყვიანი ფრაზების წარმოთქმა.

როგორ ვმართოთ მეტყველების განვითარების შეფერხება

 თუ მეტყველების განვითარების დარღვევას ფსიქოლოგიური ხასიათი აქვს, არ ექცევა ბავშვს სათანადო ყურადღება ან არ აძლევენ საშუალებას დამოუკიდებლად ილაპარაკოს, ამ შემთხვევაში ყველაზე ეფექტური მეთოდი მეტყველებითი აქტივობის პროვოკაციაა.
გარდა ამისა  ასეთ სიტუაციებში მიმართავენ  პრო­ფესიონალ ლოგოპედს.
თუ მეტყველების განვითარების შეფერხება ნერვულ ხასიათს ატარებს, მაგალითად მეტყველებითი აქტივობა არ ვითარდება რაიმე დაავადების ან ტვინის მუშაობის დარღვევის გამო, მკურნალობა ტარდება ნევროპათოლოგის მიერ.


მეტყველების განვითარების შეფერხებალალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

📌 მეტყველება ადამიანის საკომუნიკაციო საშუალებას წარმოადგენს და ფორმირდება სიცოცხლის საწყის ეტაპებზე
👨‍👩‍👦 მცირე ასაკიდანვე მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ბავშვის მეტყველების განვითარებას, ხელი უნდა შეუწყონ ბგერებისა და მარცვლების წარმოთქმას
🤔 როდის უნდა მივიტანოთ ეჭვი მეტყველების განვითარების შეფერხებაზე?
📎 ექვსი თვის ასაკიდან მოყოლებული ბავშვი იწყებს ცალკეული ბგერების წარმოთქმას, „ა“ და „ე“. თუ ამ ასაკში არ წარმოთქვამს არცერთ ბგერას უკვე უნდა მივმართოთ ბავშვთა ნევროპათოლოგს;
📎 ერთი წლის ასაკისათვის ბავშვს უნდა ესმოდეს, როცა მას მიმართავენ, წინააღმდდეგ შემთხვევაში სპეციალისტის დახმარებაა საჭირო;
📎 ნევროპათოლოგთან ვიზიტი საჭიროა იმ შემთხვევაშიც, თუ წლინახევრის ასაკისათვის არ რეაგირებს შემდეგი ტიპის კითხვებზე: „სად არის დედა?”;
📎 ორი წლის ასაკში ბავშვს უნდა ესმოდეს ელემენტარული სიტყვიერი ბრძანებები;
📎 სამი წლის ასაკში ბავშვს ნორმალური განვითარებისას შეუძლია 3-4 სიტყვიანი ფრაზების წარმოთქმა
👉 გაიგეთ მეტი მეტყველების განვითარების შეფერხებაზე ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3BFd1st
#მეტყველება #მეტყველებისდარღვევა #მეტყველებისშეფერხება #მეტყველებისგანვითარებისშეფერხება #მეტყველებისგანვითარებისდარღვევა #მეტყველებისდაქვეითება #მეტყველებისგანვითარება #რაიწვევსმეტყველებისგანვითარებისშეფერხებას #ლოგოპედი #ნევროპათოლოგი #მეტყველებისგანვითარებისსქემა #ლოგოპედისმოვალეობა #ბავშვისმეტყველება #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

იხ. ასევე მეტყველების შეფერხება ბავშვებში


  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

პედიატრიული დაავადებები