პენდრედის სინდრომი

პენდრედის სინდრომი

რა არის პენდრედის სინდრომი?

პენდრედის სინდრომი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ვლინდება სმენის დაკარგვითა და ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებით. პენდრედის სინდრომი ატარებს მეცნიერის სახელს, რომელმაც პირველად აღწერა აღნიშნული სინდრომი.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

კლინიკური ნიშნები

პენდრედის სინდრომით დაავადებული ბავშვები, ადრეულ ასაკში, დაახლოებით სამ წლამდე  კარგავენ სმენას. სმენის დაკარგვა პროგრესულ ხასიათს ატარებს და საბოლოო ჯამში, სრული სიყრუე ვითარდება.
სმენის დაკარგვა ხშირად უეცრად ვითარდება და იყოფა სტადიებად. ზოგჯერ ადამიანი უეცრად კარგავს სმენას და შემდგომ უბრუნდება წინა სტადიას. თითქმის ყველა პენდრედის სინდრომით დააავადებულ ბავშვის შემთხვევაში ხდება სმენის ბილატერალური დაკარგვა, გვხვდება ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ერთ ყურში მეტადაა გამოხატული სმენის დაკარგვა.
ინდუსტრიული და ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად საზოგადოებამ მიაღწია განვითარების მაღალ დონეს. ამავდროულად  პროგრესმა სამყარო უფრო ხმაურიანი გახადა მანქანების, სხვადასხვა დანადგარებისა და ხელსაწყოების წყალობით, ქალაქგარეთ  გასვლაც კი არ იძლევა სიმშვიდის გარანტიას.
უფრო მეტიც პოტენციურად საშიში ხმაური სულაც არაა აუცილებელი უსიამოვნო იყოს, მაგალითად  ქუჩებში ხმამაღალი მუსიკის მოსმენა ასევე  მავნებელია სმენის ორგანოსათვის.
ამის მიზეზი ის არის, რომ ბგერების წყაროს მიუხედავად მაღალი ინტენსივობისა და სიმაღლის ბგერები საზიანოა ჯანმრთელობისათვის. მაგალითისთვის შეიძლება ავიღოთ როკ-კონცერტი, რომლის დროსაც  სწორედ ასეთი ინტენსიური  ხმაურის ზემოქმედების გავლენის ქვეშ იმყოფება ადამიანი.  თუ თქვენ დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებით მაღალი ინტენსივობის ბგერების ზემოქმედების ქვეშ, შესაძლოა განვითარდეს შიგნითა ყურის აკუსტიკური ტრავმა, რაც თავის მხრივ ხდება სმენის დაკარგვის, ყურებში ხმაურის, გულისცემის  გახშირების, წნევის მომატების მიზეზი. ამგვარი ზემოქმედება შეიძლება გახდეს  სმენის შეუქცევადი ან დროებითი  დაკარგვის მიზეზი. ასეთი სიტუაციის შემდეგ, როდესაც სიმპტომები გრძელდება, ტარდება მკურნალობა კორტიკოსტეროიდებით. თუ ადამიანი მუდმივი ხმაურის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება, შესაძლებელია განვითარდეს სმენის შეუქცევადი დკარგვა, რომლის მკურნალობაც შეუძლებელია.
თუ სმენის დაკარგვა  ვითარდება უეცარი და ძალიან ძლიერი ხმაურის გამო, ეწოდება მწვავე აკუსტიკური ტრავმა. თუ ბგერები  საკმარისად მაღალია შეიძლება ყურის აპკის გასკდომა და სმენის სრული დაკარგვა გამოიწვიოს. თუ სმენის უეცარ დაკარგვას მოსდევს თავბრუსხევაც, ზოგ შემთხვევაში საჭირო ხდება ქირურგიული ოპერაცია. პედიატრიული დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

.