პილოროსპაზმი

პილოროსპაზმი

პილოროსპაზმი წარმოადგენს კუჭის იმ ნაწილის სპაზმურ გამოვლინებას, რომელიც თორმეტგოჯა ნაწლავში გადადის. პილოროსპაზმის დროს აღინიშნება მიღებული საკვების ნაწლავებში გადაადგილების დარღვევა.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

პილოროსპაზმი გვხვდება ახალშობილებში სიცოცხლის პირველ რამდენიმე კვირას ან თვეს. პილოროსპაზმის განვითარება მცირე ასაკის ბავშვებში დაკავშირებულია  საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯირკვლების ფუნქციის დარღვევასთან და ჰორმონების არასაკმარის სეკრეციასთან, რომელთა გამომუშავება ასევე ხდება საჭმლის მომნელებელი სისტემაში გარდა ამისა პილოროსპზმის განვითარებაზე გავლენას ახდენს  ახალშობილის ცენტრალური ნერვული სისტემის ყველა შესაძლო დარღვევები.

პილოროსპაზმის კლინიკური სურათი და თავისებურებები

პილოროსპაზმის ძირითადი კლინიკური გამოვლინებები მოიცავს კვების შემდეგ ხშირ ამოქაფებებს, ასევე  ღებინებას. კლინიკური გამოვლინებების სიხშირე და რეგულარობა არ ხასიათდება მუდმივობით. ზოგჯერ აღნიშნება „ჯანმრთელი“ პერიოდები, ერთიდან რამდენიმე დღემდე. ამოქაფების დროს ამონაღები მასა შეიძლება იყოს შეუცვლელი რძის სახით ან ხაჭოსებრი კონსისტენციის. ამონაღები მასა ნაკლებია მიღებულ საკვებთან შედარებით.
როგორც წესი პილოროსპაზმის დროს შეინიშნება ხშირი შეკრულობები, ასევე იშვიათად ხდება შარდის ბუშტის დაცლა.
ახალშობილი ხშირად ავლენს მოუსვენრობასა და ძნელად ხდება  გაუმჯობესება.

დიაგნოზი

ზუსტი დიაგნოზის დასმისათვის აუცილებელია დეტალური გამოკვლევა. დიფერენციალური დიაგნოზი უნდა გატარდეს აეროფაგიასთან. როგორც წესი ახალშობილები ხშირად ყლაპავენ ჰაერს ძუძუთი არასწორი კვების დროს, რაც გამოიხატება მოუსვენრობით, მუცლის შებერილობით კვების პროცესში და  მადის დაკარგვით.

პილოროსპაზმი უნდა განვასხვავოთ პილოროსტენოზისაგან, რომელიც ხასიათდება ძლიერი ღებინებით, თვალით შესამჩნევი კუჭის კუნთების შეკუმშვით, ძლიერი და მკვეთრი წონის დაკლებით. გარდა ამისა მნიშვნელოვან როლს თამაშობს საყლაპავის მანკები, თიაქარი, ასევე უნდა აღინიშნოს ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციონირების დარღვევები, მაგალითად ადრენოგენიტალური სინდრომი. თირკმელზედა ჯირკვალის ქერქის დაზიანება). ადრენოგენიტალური სინდრომის დროს გოგონები  გარეგნობით მამაკაცური ტიპის არიან,  ახალშობილის სქესის გარჩევა გაძნელებულია, რადგან კლიტორი ემსგავსება სასქესო ასოს.

პილოროსპაზმის მკურნალობა

პილოროსპაზმის მკურნალობა მოიცავს მკაცრ დაკვირვებას ბავშვის ძუძუთი კვების დროს, ძილისა და ღვიძილის რეჟიმის რეგულირება განაპირობებს პილოროსპაზმის სიმპტომების ალაგებას. გარდა ამისა კვების შემდეგ აუცილებელია  ბავშვის დაკავება ვერტიკალურ პოზიციაში ან მუცელზე მოთავსება. ეს ეწინააღმდეგება ამონაღები მასის ტრაქეაში მოხვედრას, თუ მოხდება ამოქაფება.

ამოქაფების შემდეგ საკვები კიდევ უნდა მივცეთ ბავშვს. პილოროსპაზმის სიმპტომების დროს უმჯობესია შევზღუდოთ ერთ ჯერზე დედის რძის მოცულობა, მაგრამ უნდა გავზარდოთ კვებათა სიხშირე.

იმისათვის, რომ აღმოვფხვრათ ღებინების ეპიზოდები, ბავშვს შეგვიძლია მივცეთ ნახევარი ჩაის კოვზი მანანის ბურღულის ფაფა. თუ მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ექიმის მიერ ხდება ძლიერი ღებინებისსაწინააღმდეგო საშუალებები, ვიტამინების კომპლექსები, რექტალური სანთლები, ნოშპა, ზოგ შემთხვევაში საჭირო ხდება საკვების მიცემა ზონდის საშუალებით.

პილოროსპაზმის დროს პროგნოზი ყოველთვის კეთილსაიმედოა, რადგანაც ოთხი წლის ასაკისათვის ყველა გამოვლინება ქრება. პედიატრიული დაავადებები