მედიკამენტოზური აბორტი

მედიკამენტოზური აბორტი

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

 უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” 
 ქალის კონტრაცეპტივები
 მამაკაცის კონტრაცეპტივები
 პრეზერვატივები 
 ლუბრიკანტები 
 სპერმიციდები

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”
♦ ინტერნეტ-მაღაზიები

მედიკამენტოზური აბორტის ქვეშ მოიაზრება არასასურველი ორსულობის  შეწყვეტა სპეციალური ჰორმონული პრეპარატების გამოყენებით. აბორტის ეს სახე ითვლება უფრო იოლ, დამზოგველ და თანამედროვე მეთოდად. ორსულობის  შეწყვეტის სხვა სახეებთან შედარებით გააჩნია მთელი რიგი უპირატესობები.
პირველ რიგში უკვე ის ფაქტი, რომ არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას, იძლევა ისეთი სერიოზული გართულებების თავიდან აცილების გარანტიას, როგორიცაა ინფექციური დაავადებები,  შეხორცებითი პროცესები, ენდომეტრიტი, მეორადი უნაყოფობა, საშვილოსნოსმიერი სისხლდენა, საშვილოსნოს კედლის დაზიანება, მეზობლად მდებარე ორგანოების ტრავმა და ა.შ.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, მედიკამენტოზური აბორტის უპირატესობაა, მისი ორსულობის   ძალიან ადრეულ პერიოდში ჩატარება. აღნიშნული მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია ორსულობის  ოთხ კვირამდე, რადგანაც ემბრიონი ჯერ კიდევ არაა მყარად მიმაგრებული საშვილოსნოს კედელზე, ორგანიზმში ჰორმონული ცვლილებები კი მინიმალურია.
მედიკამენტოზური აბორტი განსაკუთრებით გამოსადეგია არანამშობიარები ქალებისათვის, რადგან მცირეა უნაყოფობის განვითარების რისკი. ჩვეულებრივ მედიკამენტოზური აბორტი მენსტრუაციის მსგავსად მიმდინარეობს, მხოლოდ უფრო ინტესიური სისხლდენით, რის გამოც ქალების მიერ უფრო ადვილად აღიქმება და არ ტოვებს შიშსა და ცუდ მოგონებებს. კიდევ ერთი ფაქტორი, რაც მედიკამენტოზურ მკურნალობას ანიჭებს უპირატესობას, არის ის ფაქტი, რომ არ საჭიროებს პაციენტის კლინიკაში მოთავსებას – პრეპარატის მიღების შემდეგ ორსულს გინეკოლოგის მიერ ენიშნება შემდგომი ვიზიტების გრაფიკი შემოწმების მიზნით და  მიდის სახლში.

მედიკამენტოზური აბორტის შესრულების სქემა

მედიკამენტოზური აბორტიმედიკამენტოზური აბორტის შესრულების სქემა მარტივია. გამოკვლევის შემდეგ ექიმი განსაზღრავს ორსულობის  ვადას, ადგენს უკუჩვენებებს და მათი არარსებობის შემთხვევაში აძლევს ორსულს შესაბამის პრეპარატს.
ამის შემდეგ პაციენტი 1-2 საათის განამავლობაში იმყოფება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და თუ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შემდეგ  მიდის სახლში. პრეპარატი მოქმედებას იწყებს 1-2 დღის შემდეგ – გამოჩნდება სისხლდენა , მენსტრუაციის მსგავსი.
დანიშნულ დღეს პაციენტი მიდის კონსულტაციაზე, გაივლის დათვალიერებას და  იღებს ამჯერად პრეპარატს, რომელიც საშვილოსნოს შეკუმშვას განაპირობებს. 2-3 საათიანი მეთვალყურეობის შემდეგ მიდის სახლში. აღნიშნული პრეპარატის მოქმედება ვლინდება საშვილოსნოს რიტმულ შეკუმშვაში, რასაც თან სდევს ემბრიონის გამოძევება საშვილოსნოდან.
უკვე მესამე ვიზიტის დროს პაციენტი გადის გულმოდგინე დათვალიერებას და ექოსკოპიურ გამოკვლევას – ეს აუცილებელია, რადგან დავრწმუნდეთ, ხომ არ მოხდა საშვილოსნოში ემბრიონის ნაწილების ჩარჩენა.

მედიკამენტოზური აბორტის შემდეგ აუცილებელია ყურადღება მიექცეს ქალის თვითშეგრძნებას, ქალმა უნდა მისდიოს ექიმის რეკომენადციებს, ორი კვირის განმავლობაში კატეგორიულად უკუნაჩვენებია ფიზიკური დატვირთვა, ცხოვრების აქტიური წესი, გადაცივება და გადახურება, აბაზანის მიღება, ღია აუზებში ცურვა. გამოჯანმრთელების თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს პირადი ჰიგიენის დაცვას, შარდის ბუშტისა და ნაწლავების დროულ დაცლას, სქესობრივი კონტაქტისაგან თავის შეკავებას და სხეულის ტემპერატურის ყოველდღიურ კონტროლს.
თვითშეგრძნების მცირედი გაუარესებაც კი განგაშის საფუძველს წარმოადგენს და დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ქალმა მკურნალ ექიმს.
გადასვლა >> გინეკოლოგია, მეანობა


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით..