მშობიარობის შემდგომი მენსტრუაცია

მშობიარობის შემდგომი მენსტრუაცია

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”
♦ გადასვლა >> ინტერნეტ-მაღაზიები

მშობიარობის შემდგომ მენსტრუალური ციკლის აღდგენა

ქალის ორგანიზმი იმგვარადაა მოწყობილი, რომ მშობიარობის შემდგომ ლაქტაციის პერიოდში მენსტრუაცია არ იწყება. უნდა აღინიშნოს, რომ რძის შემცვლელები და დამატებითი საკვები საშუალებები არცთუ ისე დიდი ხანია შეიქმნა, რის გამოც ბავშვის ძუძუთი კვება გრძელდებოდა მანამ, სანამ დედას ექნებოდა საკმარისი რძე. ბუნება ბრძენია და იმგავრად მოაწყო, რომ შემდგომი ორსულობა მხოლოდ მას შემდეგ დგება, რაც პირველი პირმშო საკმარისად ძლიერი ხდება და დამოუკიდებელი კვება შეეძლება.
აქედან გამომდინარე ნორმად ითვლებოდა მშობიარობის შემდგომ, ლაქტაციის პერიოდში მენსტრუაციის არქონა, თუმცა დღეს, როდესაც მრავალი საკვები ფორმულა შეიქმნა, მნიშვნელოვანი ძვრები განიცადა მშობიარობის  შემდგომმა ნორმებმა.
ორსულობის პერიოდში ქალის ორგანიზმში მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციები  მიმდინარეობს.
მას შემდეგ, რაც ახალშობილი  მოევლინება ქვეყანას, დაახლოებით 8-9 თვე სჭირდება ქალის ორგანიზმს აღდგენისათვის, თუმცა ჰორმონული ფონი ნორმის ფარგლებში დასაბრუნებლად კიდევ უფრო მეტ ხანს საჭიროებს, ასევე სარძევე ჯირკვალი, რომლის საწყის მდგომარეობაში დაბრუნება დამოკიდებულია ძუძუთი კვებაზე. ძუძუთი კვების დროს ორგანიზმში გამოიყოფა ჰორმონი  პროლაქტინი, რომელიც პასუხისმგებელია რძის გამოყოფაზე და ამასთან ხელ უშლის საკვერცხეებში  ჰორმონების  გამოყოფას, შედეგად არ ხდება ოვულაცია და მენსტრუაციაც არ იწყება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მენსტრუალური ციკლის ნორმალიზაცია ბავშვის დაბადების შემდეგ დამოკიდებულია ლაქტაციის პროცესზე და ჰორმონების სეკრეციაზე.
ძუძუთი კვების დროს მენსტრუაცია იწყება მშობიარობიდან  დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, თუმცა არის შემთხვევები, რომ მენსტრუალური ციკლი არ აღდგება მთელი ლაქტაციის განმავლობაში.
ხელოვნური ნარევების გამოყენებისას ეს პერიოდი უფრო ხანმოკლეა და მენსტრუაცია აღდგება უკვე  3-4 თვის შემდეგ, ხოლო ძუძუთი კვების სრულად შეწყვეტისას – სამი თვის შემდეგ.
არსებობს მცდარი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მენსტრუაცია კავშირშია მშობიარობის  სახესთან, მაგრამ უნდა აღინიშნოს,  რომ არც საკეისრო კვეთა და არც ფიზიოლოგიური მშობიარობა  გავლენას არ ახდენს მენსტრუაციის დადგომაზე.

სისხლიანი გამონადენი მშობიარობის  შემდეგ 

მშობიარობის  შემდეგ ხშირია სისხლიანი გამონადენი, რასაც ქალები არასწორად მიიჩნევენ მენსტრუაციის დაწყებად. აღნიშნული გამონადენი წარმოადგენს ლოქიებს, რომლებიც წარმოიქმნება საშვილოსნოს კედლიდან პლაცენტის აშრევების გამო. ლოქიები გაივლის 5-6 კვირის შემდეგ და არაა დაკავშირებული ბავშვის ძუძუთი კვებასთან.
მშობიარობის შემდეგ პირველი მენსტრუაციის დადგომა მიუთითებს მენსტრუალური ციკლის დაწყებაზე, თუმცა ციკლის  აღდგენა ყოველთვის არ ხდება მაშინვე. თუ მენსტრუალური ციკლის აღდგენის პროცესი გახანგრძლივდა, საჭიროა მივმართოთ სპეციალისტს, რადგანაც მიზეზი შესაძლოა იყოს ანთებითი პროცესი ან ახალწარმონაქმნის გაჩენა.
ხშირ შემთხვევაში ბავშვის გაჩენა გავლენას ახდენს მენსტრუაციის ხასიათზე, კერძოდ კი, თუ მშობიარობამდე  აღინიშნებოდა დიდი რაოდენობით გამონადენის არსებობა და ტკივილები, შესაძლოა მშობიარობის შემდეგ აღნიშნული პროცესი უფრო იოლად გადასატანი გახდეს. ეს ხშირად დაკავშირებულია საშვილოსნოს ნაკეცის არსებობასთან,  რაც სწორდება მშობიარობის  შემდეგ და შესაბამისად გაივლის ტკივილებიც.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

 

.