ნაყოფის ჰიპოქსია , ორსულთა ჰიპოქსია და მისი კონტროლი

ნაყოფის ჰიპოქსია მუდმივად უნდა კონტროლდებოდეს. გთავაზობთ კონტროლის საოჯახო , ინდივიდიალურ , სამ ინდექსიან მიკრო-აპარატს დემოკრატიულ ფასებში. 555 255 380 , 577 272 741

წინამდებარე  პოსტიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ ქალის ჯანმრთელობისა და მოვლის საშუალებები, ვიტამინები ორსულთათვის ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”. ასევე იხილეთ   ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები

ნაყოფის ჰიპოქსია (hypoxia fetus) – ნაყოფის პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც ვითარდება ქსოვილებისა და ორგანოების  ჟანგბადით არასაკმარისი მომარაგების, ან მათ მიერ არაადეკვატური უტილიზაციის შედეგად. ჰიპოქსიის  მრავალრიცხოვანი ეტიოლოგიური  ფაქტორები სამ ჯგუფად იყოფა.

  • ორსულთა დაავადებები, რომლებიც მის ორგანიზმში იწვევს ჟანგბადის უკმარისობას ან ნახშირორჟანგის სიჭარბეს (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, განსაკუთრებით გულის დეკომპენსირებული გულის მანკები,  გაზთა ცვლის დარღვევით მიმდინარე ფილტვის მძიმე დაავადებები, გამოხატული ანემია, სისხლდენა, შოკი, მძიმე ინტოქსიკაცია.
  • სისხლის მიმოქცევის  დარღვევა ჭიპლარის სისხლძარღვში ან საშვილოსნო  – პლაცენტური სისხლის მიმოქცევის დარღვევა: ჭიპლარის ჭეშმარიტი კვანძი, ჭიპლარის შემოხვევა, ჭიპლარის მიჭყლეტა ნაყოფის თავით და სამშობიარო გზების კედლით მშობიარობისას მენჯით წინამდებარეობისას, ჭიპლარის არტერიის გაგლეჯა მისი გარსებით მიმაგრებისას, პლაცენტის ნაადრევი აშრევება; ორსულთა გვიანი ტოქსიკოზის მძიმე ფორმები, ვადაგადაცილებული ორსულობა, სანაყოფო წყლების უდროოდ დაღვრა, რაც იწვევს სამშობიარო  მოქმედების სისუსტეს, სწრაფ მშობიარობისა და საშვილოსნოს შეკუმშვის დისკოორდინაციას.
  • ნაყოფის პათოლოგია: ჰემოლიზური დაავადება, ინფიცირება, ქალასშიდა ტრავმები, განვითარების მანკები

ჰიპოქსიისას ნაყოფის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები დამოკიდებულია ჰიპოქსიის  ხანგრძლივობაზე და ჟანგბადის უკმარისობის ინტენსივობაზე. ჟანგბადის მძიმე უკმარისობისას აღინიშნება სისხლის მიმოქცევის მნიშვნელოვანი დარღვევები, სისხლის რეოლოგიური თვისებების შეცვლა, სისხლძარღვების დაზიანება, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს იშემიას, ნაყოფის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების დაზინებას, რაც თავის მხრივ იწვევს ნაყოფის დაღუპვას, ახალშობილის ასფიქსიას ან ქალასშიდა სამშობიარო ტრავმას.


♥ ქალის ჯანმრთელობის ,,ამაზონის” განყოფილება >>
♥ ოჯახის დაგეგმვის ტესტები
♥ ვიტამინები ორსულებისთვის
♥ ვიტამინები პრენატალური (მშობიარობის წინა) პერიოდისათვის


ჰიპოქსიის სახეებ

განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ ჰიპოქსიას. მწვავე ჰიპოქსია ვითარდება მშობიარობის დროს სამშობიარო მოქმედების ანომალიის გამო, ჭიპლარის გამოვარდნის ან მაზე ზეწოლის გამო, მცირე მენჯში ნაყოფის თავის ხანგრძლივი ჩადგმის დროს, იშვიათია   ორსულობის დროს, მაგალითად საშვილოსნოს გახევის ან პლაცენტის ნაადრევი აშრევების დროს. მწვავე ჰიპოქსიის  დროს სწრაფად ვითარდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების გამოხატული დარღვევები. მწვავე ჰიპოქსიაზე მიუთითებს ნაყოფის გულის მოქმედების დარღვევა და ნაყოფის მოძრაობითი აქტივობის გამოხატული შენელება ან გაძლიერება, მშობიარობისას თავით წინამდებარეობისას მეკონიუმის გამოჩენა დაღვრილ სანაყოფო წყლებში.

მშობიარობისას აღმოცენებული მწვავე ჰიპოქსიას დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს გამომწვევი მიზეზის მოცილება და სამკურნალო საშუალებების გამოყენება, თუ ჩატარებული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა, დგება ოპერაციული ჩარევის საკითხი (სამეანო მაშები, ვაკუუმ – ექსტრაქცია, საკეისრო კვეთა)

პულსოქსიმეტრიქრონიკული ჰიპოქსია

ქრონიკული ჰიპოქსია აღინიშნება ექსტრაგენიტალური   დაავადებების და ორსულთა ტოქსიკოზის, ვადაგადაცილებული  ორსულობის დროს, ორსულისა და ნაყოფის სისხლის შეუთავსებლობის დროს, ნაყოფის ინფიცირებისას.
ქრონიკული ჰიპოქსია თანდათანობით ვითარდება, ამიტომაც ნაყოფის ადაპტაცია ხდება და ჟანგბადის ზომიერი დეფიციტი აღინიშნება.
ქრონიკული ჰიპოქსიისას არცთუ იშვიათად ვლინდება ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ჰიპოტროფია.
ჰიპოქსიის  გახანგრძლივებისას, კომპენსატორული რეაქციების ამოწურვის შემდეგ, ნაყოფის მხრივ ვითარდება იგივე ცვლილებები, რაც ნაყოფის მწვავე ჰიპოქსიისას.
ქრონიკული ჰიპოქსიის  გამოვლენა სპეციალური მეთოდების გამოყენებითაა შესაძლებელი: ნაყოფისა და პლაცენტის ულტრაბგერითი ბიომეტრია, ელექტროკარდიოგრაფია  და ფონოკარდიოგრაფია, არასტრესული ტესტი და სხვა.. ქრონიკული ჰიპოქსიის  ნიშნებია გახანგრძლივებული ტაქიკარდია ან ბრადიკარდია, ასევე ცვლილებები ცენტრალური და პერიფერიული ჰემოდინამიკის  მხრივ, რაც ნაყოფის ექოკარდიოგრაფიითა და დოპლერომეტრიით ვლინდება. ქრონიკული ჰიპოქსიის  დროს აღინიშნება ნაყოფის მოძრაობითი აქტივობის დარღვევები, თუმცა ნაკლები ინტენსივობით, ვიდრე მწვავე ჰიპოქსიის  დროს. დიაგნოზის  საბოლოო დადასტურება ხდება ამნიოსკოპიისას ან მშობიარობისას დაღვრილი სანაყოფო წყლებში მეკონიუმის გამოვლენით. სანაყოფო წყლების გამოკვლევისას აღმოჩენილი ბიოქიმიური მაჩვენებლების ცვლილებები ნაკლებადაა გამოხატული მწვავე ჰიპოქსიასთან  შედარებით.

ქრონიკულ ჰიპოქსიაზე ეჭვის მიტანისას

ქრონიკულ ჰიპოქსიაზე ეჭვის მიტანისას (მაგალითად ორსულთა ტოქსიკოზის, ექსტრაგენიტალური  დაავადებების დროს), აუცილებლად უნდა მოხდეს ორსულის ჰოსპიტალიზაცია და ნაყოფის მდგომარეობის გამოკვლევა ჰიპოქსიის  მიზეზის დასადგენად. ნაყოფის ოქსიგენაციისა და საშვილოსნო – პლაცენტური სისხლის მიმოქცევის  გაუმჯობესებისაკენ მიმართული ღონისძიებები  მოიცავს ულტრაიისფერი სხივებით დასხივებას, თირკმლების მიდამოს ინდუქტომეტრიას ან დიამეტრიას, ინტრავენურად გლუკოზა, კოკარბოქსილაზასა და ასკორბინის მჟავას შეყვანას, ოქსიგენოთერაპიას, ტრენტალის, ბეტა ადრენომიმეტური საშუალებების გამოყენებას.

ქრონიკული ჰიპოქსიის   დროული მკურნალობისას,  ორსულობისა და მშობიარობის  რაციონალური წარმართვისას პროგნოზი კეთილსაიმედოა.

ნაყოფის ჰიპოქსიის  პროფილაქტიკა

ნაყოფის ჰიპოქსიის  პროფილაქტიკა   მოიცავს  ორსულის ექსტრაგენიტალური  დაავადებების დროულ გამოვლენას,   ორსულობისა და მშობიარობის გართულებების პროფილაქტიკასა და გამოვლენას, ნაყოფის მდგომარეობაზე კონტროლს.

გადასვლა >> გინეკოლოგია, მეანობა


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.