ორსულობა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები

ორსულობა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”
♦ გადასვლა >> ინტერნეტ-მაღაზიები


ნორმალურად მიმდინარე ორსულობის  დროსაც მნიშვნელოვანი  ცვლილებები მიმდინარეობს სისხლის მიმოქცევის სისტემის მხრივ: იზრდება მოცირკულირე სისხლის მოცულობა, ხშირდება გულისცემა, შეინიშნება ტენდენცია ჰიპოტონიისადმი პირველ ტრიმესტრში და პირიქით ჰიპერტონიისადმი ბოლო ტრიმესტრში, ასევე აღინიშნება ვენური შეგუბება სხეულის ქვემო ნაწილსა და კიდურებში.
თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული ცვლილებები გულ – სისხლძარღვთა სისტემის მხრივ შესაძლოა ორსულობამდეც მიმდინარეობდა ქალის ორგანიზმში, თუმცა კომპენსირებული იყო, ორსულობის  დროს კი დამატებითი დატვირთვის შედეგად  დეკომპენსირებულ მდგომარეობაში გადავიდა.

რა დროს არის ორსულობა უკუნაჩვენები

გულ – სისხლძარღვთა სისტემის მთელი რიგი დარღვევების დროს ორსულობა უკუნაჩვენებია.
ასეთი მდგომარეობებია: ჰიპერტონიული დაავადება, II და III სტადიის დროს, გულის დეკომპენსირებული და სუბკომპენსირებული მანკები, რევმატიზმი აქტიურ ფაზაში, სისხლის მიმოქცევის უკმარისობა.
ორსულობა განსაკუთრებით საშიშია გულის სარქვლოვანი მანკებისა და  სისხლის შედედების მხრივ დარღვევებისას.
პირველ ტრიმესტრში სიმპტომები შედარებით სუსტადაა გამოხატული, რის გამოც ორსულთა უმეტესობა არ აღიქვამს მდგომარეობას ადეკვატურად და უარს ამბობს ჰოსპიტალიზაციასა და მკურნალობაზე, საჭიროების შემთხვევაში ორსულობის  შეწყვეტაზე.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ  პათოლოგიაზე ეჭვის მიტანა შეიძლება შემდეგი სიმპტომების არსებობისას: გულის შეკუმშევების რიტმისა და სიხშირის დარღვევა, ქოშინი, შეშუპება, ციანოზი, ტკივილი გულის არეში, ჰიპერტენზია. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია სპეციალისტის, კარდიოლოგის, რევმატოლოგის კონსულტაცია, უნდა ჩატარდეს ეკგ, ბიოქიმიური კვლევები.
უმჯობესია მოხდეს ორსულის ჰოსპიტალიზაცია, განსაკუთებით კი II და III ტრიმესტრში, როდესაც იზრდება გართულებების რისკი, როგორიცაა მუცლის მოშლა, გვიანი გესტოზი, ნორმალურად მდებარე პლაცენტის ნაადრევი აშრევება, ნაყოფის ჰიპოტროფია და ჰიპოქსია.
გართულებები მოსალოდნელია მშობიარობის დროსაც და მშობიარობის შემდგომ პერიოდშიც, ამიტომაც მეანისა და კარდიოლოგების ერთობლივი გადაწყვეტილებით ხშირად მიმართავენ მშობიარობის ოპერაციულ მეთოდს ან ფიზიოლოგიური მშობიარობისას გაუტკივარებას.

მშობიარობის შემდგომი პერიოდი

მშობიარობის შემდგომ პერიოდში კი უნდა მოხდეს დაკვირვება  ჰემოდინამიკაზე, შესაძლო მკვეთრი ცვლილებების განვითარების გამო. მძიმე პათოლოგიის  დროს  უკუნაჩვენებია ლაქტაცია, რადგან არსებობს ისეთი გართულებების მაღალი რისკი, როგორიცაა გულის უკმარისობა, თრომბოემბოლია.
გართულებების შემცირების მიზნით, უმჯობესია თუ ორსულობა მოხდება დაგეგმილად სპეციალიტებთან კონსულტაციისა და სათანადო მომზადების შემდეგ.

რიგ შემთხვევაში, მძიმე პათოლოგიების დროს, ორსულობა უკუნაჩვენებია და უნდა შეირჩეს კონტრაცეფციის შესაფერისი მეთოდი, გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ გულ – სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების დროს დაუშვებელია ორალური კონტრაცეპტივების გამოყენება.
მძიმე პათოლოგიების დროს რეკომენდებულია სტერილიზაცია.
აუცილებელია მოსალოდნელი გართულებების თაობაზე  ქალის სწორი ინფორმირება და  დარწმუნება ორსულობის  შეწყვეტის საჭიროებაში. გადასვლა >> გინეკოლოგია, მეანობა


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.