პლაცენტის პათოლოგია

პლაცენტის  ანომალიებს წარმოადგენს: ფორმის ცვლილება, მაგალითად ნამგლისებრი პლაცენტა, ორმაგი პლაცენტა, დამატებითი პლაცენტა ან მისი დამატებითი წილი.

მშობიარობის შემდეგ აუცილებელია მოხდეს დათვალიერება, რათა დავრწმუნდეთ, რომ საშვილოსნოში არაა დარჩენილი პლაცენტის  წილი, ამაზე შეიძლება მიუთითებდეს გაწყვეტილი სისხლძარღვი.

პლაცენტის  პათოლოგიას ასევე მიეკუთვნება:

  1. წინმდებარეობა და ქვემო მდებარეობა
  2. ნორმალურად განალგებული პლაცენტის ნაადრევი აშრევება
  3. პათოლოგიურად მჭიდრო მიმაგრება
  4. მობრუნება, ნაადრევი მომწიფება
  5. კიროვანი ცვლილებები
  6. პლაცენტის  ინფარქტი.

პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.