ორსულობის გვიანი შეწყვეტა

ორსულობის გვიანი შეწყვეტა

 ორსულობის გვიანი შეწყვეტა ეწოდება  ორსულობის შეწყვეტას 13-22 კვირის ვადებში.  ამის მიზეზი შეიძლება იყოს დედის სხვადასხვა დაავადებები გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ცენტრალური ნერვული სისტემის, თირკმლების მხრივ,  შაქრიანი დიაბეტინაყოფის მხრივ განვითარების მანკები და  ქრომოსომული ანომალიები. ასევე ნაყოფის სიკვდილი, პლაცენტური  უკმარისობით გამოწვეული. >>>>>

მოცემულ შემთხვევაში  ორსულობის შეწყვეტა გამოფხეკის მეთოდით უკვე შეუძლებელია, ამიტომაც  ორსულობის გვიანი შეწყვეტა ხდება ან სამშობიარო მოქმედების სტიმულაციით ან საკეისრო კვეთით. სამშობიარო მოქმედების სტიმულაციისათვის იყენებენ ნატრიუმის ქლორიდის ხსნარს, რომელიც შეყავთ სანაყოფო წყლების ახლოს, შედეგად ნაყოფი კვდება და გამოიდევნება საშვილსნოდან. ამავე მიზნიტ გამოიყენება სპეციალური პრეპარატები, რომელიც შეყავთ საშვილოსნოს ყელის არხში, თუ ამის შემდეგ არ მოხდა ნაყოფის გამოდევნა, მიმართავენ პრეპარატის ინტრავენურ ინექციას. ინექციიდან ნახევარი საათის შემდეგ იწყება საშვილოსნოს კუმშვითი აქტივობა, ხდება საშვილოსნოს ყელისა და შემდეგ სანაყოფე ბუშტის გახსნა.

აღნიშნული მეთოდით  ორსულობის გვიან შეწყვეტას თან ახლავს მთელი რიგი გართულებები, მათ შორის სისხლდენა და სხვადასხვა ანთებითი პროცესები.

სამშობიარო მოქმედების უკუჩვენების არსებობისას მიმართავენ საკეისრო კვეთას. უკუჩვენებებს მიეკუთვნება გულ-სისხლძრღვთა სისტემისა და  თირკმლების დაავადებები, საშვილოსნოს ნაწიბური და პლაცენტის წინმდებარეობა.

 ორსულობის გვიანი შეწყვეტა სამედიცინო ჩვენების გარეშე ითვლება კრიმინალურ აბორტად, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც მიმართავენ ზოგიერთ კლინიკაში. ქალის ჯანმრთელობისათვის შედარებით ოპტიმალურია აბორტის ჩატარება  ორსულობის ადრეულ ვადებზე, კერძოდ კი ვაკუუმ – ექსტრაქცია და მედიკამენტოზური აბორტი. აბორტის აღნიშნული მეთოდები უსაფრთხოა  კლასიკურ გამოფხეკასთან შედარებით. მედიკამენტოზური აბორტი საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ ქირურგიული ჩარევა, გარდა ამისა. მოითხოვს მცირე დროს და  უფრო იოლად გადაიტანება პაციენტის მიერ.  ორსულობის შეწყვეტის ოპტიმალური მეთოდის შერჩევა ექიმის მიერ უნდა მოხდეს.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

მეანობა