ლისის ტბა

ლისის ტბის სასტუმროებს, დასასვენებელ სახლებს, საოჯახო სასტუმროებს  და საკურორტო ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტებს შეუძლიათ თავიანთ შესახებ ინფორმაცია განათავსონ შესაბამისი  გვერდის ბოლოში, კომენტარების ველში ან ფეის-ჯგუფში “საქართველოს კურორტები” ( აუცილებელია გაწევრიანდეთ მითითებულ ჯგუფში) >>> 

ლისის ტბა – ადმინისტრაციული მდებარეობა – ქ. თბილისი. გეოგრაფიული მდებარეობა – თბილისის სამხრეთ-დასავლეთ განაპირა რაიონი, მდ. დიღმის წყლის და მდ. ვერეს შორის. სიმაღლე ზღვის დონიდან – 724 მ. რელიეფი – ბორცვიანი პლატო. კლიმატი – რბილი, კონტინენტური, ზომიერად მშრალი. ზამთარი რბილი, მცირეთოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 0,60C. ზაფხული ცხელი, მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 24,10C. ნალექების წლიური რაოდენობა – 513 მმ. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა – 66%. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში – 2500 საათი
ლისის ტბა – ფლორა – ველის, წიწვოვანი (ხელოვნურად გაშენებული) ტყეები
ლისის ტბა – ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის ჰავა და ჰიპერთერმული, სუსტად სულფიდური, ქლორიან-კარბონატული, ნატრიუმიანი, კაჟმჟავა მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,3-0,5 გ/დმ3; სამკურნალო სულფიდური ტალახის საბადო (კუმისის ტალახის ტიპის)
მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები, აქტიური კლიმატოთერაპია (ბანაობა ტბაში, ჰაერის და მზის აბაზანები). … >> საქართველოს კურორტები

.

.