პრეეკლამფსია

პრეეკლამფსია, ეტიოლოგია, რისკ-ფაქტორები, სიმპტომები, დიაგნოსტიკა >>>

პრეეკლამფსია წარმოადგენს სწრაფად პროგრესირებად სიცოცხლისათვის საშიშ  მდგომარეობას, რომელიც ხასიათდება არტერიული ჰიპერტენზიით, პროტეინურიიითა და პერიფერიული შეშუპებით. პრეეკლამფსია რჩება როგორც დედის ისე ნაყოფის ავადობისა და სიკვდილიანობის წამყვან მიზეზად, ყველა ორსულობის 3-5 %-ში აღინიშნება.

 პრეეკლამფსია – ეტიოლოგია

პრეეკლამფსიის პათოგენეზი მჭიდროდაა დაკავშირებული პლაცენტის მდგომარეობასთან, ერთერთი ასეთი ადრეული ცვლილებაა გესტაციის უკვე მეათე კვირაზე გამოვლენილი, ციტოტროფობლასტის ინვაზია საშვილოსნოს სპირალურ არტერიაში. აღნიშნულის მიზეზი არაა საკმარისად  ნათელი, წამყვან როლს აკუთვნებენ ადჰეზიის მოლეკულებს, ინტეგრინებს და სისხლძარღვის ზრდის ფაქტორის რეცეპტორლიგანდის ურთიერთკავშირს. შედეგად საშვილოსნოს არტერიები არასაკმარისი დილატაციის უნარით ხასიათდება, ადგილი აქვს პლაცენტის ჰიპოპერფუზიას და ნაყოფის ზრდის შეფერხებას, რაც ასე დამახასიათებელია პრეეკლამფსიისათვის. განსაზღვრული როლი ენიჭება ანტიანგიოგენური ფაქტორების პროდუქციას.

პრეეკლამფსია რისკ ფაქტორები

პრეეკლამფსიის განვითარების რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება; პირველი ორსულობა, დედის ასაკი 40 წელზე ზევით ან 18 წელზე ნაკლები, პრეეკლამფსიის ოჯახური ანამნეზი, მრავალნაყოფიანი ორსულობა ან ნაყოფის წყალმანკი, გაცხიმოვნება, მომატებული ინსულინრეზიტენტობა, ტესტოსტერონის მაღალი დონე, ქრონიკული ჰიპერტენზია, თირკმლების დაავადება, ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი, ჰიპერჰომოცისტეინემია ან სისხლძარღვოვანი დაავადებები

პრეეკლამფსია სიმპტომები

შიშის და განგაშის გრძნობა, სახის კანის ქავილი, თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევა, გამოსახულების გახლეჩვა, ტკივილები ეპიგასტრიუმში, ჰიპერრეფლექსია, პროტეინურიის მომატება.

პრეეკლამფსია დიაგნოსტიკა

დიაგნოზის დასმა ხდება გესტაციის 20 კვირის შემდეგ პირველადად აღმოცენებული არტერიული ჰიპერტენზიის აღმოჩენისას, რასთანაც შერწყმულია პროტეინურია. გენერალიზებული ტონურ-კლონური კრუნჩხვების განვითარება უკვე იწოდება ეკლამფსიად.

აუცილებელია ყველა ორსულის შემთხვევაში გამოირიცხოს პრეეკლამფსია პირველადად გამოვლენილი არტერიული წნევის მომატებისას და თანდართული პროტეინურიის არსებობისას. რაც შეეხება შეშუპებებს, რადგანაც ორსულობის ფიზიოლოგიური მიმდინაეობისას აღინიშნება ქალების უმეტესობაში, თავისთავად არ წარმოაგდენს ეკლამფსიის ნიშანს.

_____________________________

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

გაფრთხილება

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

მეანობა