ჰიპოფიზის ადენომა

ჰიპოფიზის ადენომა

ჰიპოფიზის ადენომა – ჯირკვლოვანი ქსოვილის კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ჰიპოფიზის წინა წილშია. >>>>

ჰიპოფიზის განვითარების მიზეზები დღემდე სრულად არ არის დადგენილი. წინამდებარე ფაქტორებია:

·  ინფექციური პროცესები ნერვულ სისტემაში
·  თავის ტვინის და თავის ქალის ტრავმები
·  ორსულობისას ჩანასახზე ზემოქმედი სხვადასხვა ფაქტორი
·  ბოლო დროს მნიშვნელობა ენიჭება ორალური კონტრაცეპტივების ხანგრძლივ მიღებასაც.

ჰიპოფიზის ადენომის პათოგენეზი:

ჰიპოფიზის ადენომის პათოგენეზი სრულად არ არის შესწავლილი. არსებობს ჰიპოთალამუსის  პირველადი დაზიანების კონცეპცია მეორადთან პროცესში ადენოჰიპოფიზის ქსოვილის ჩართვით, თანმიმდევრულად მიმდინარე ადენომის ჰიპერპლაზია-ადენომატოზის სტადიები, ასევე ჰიპოფიზის პირველადი დაზიანების კონცეპცია. ჰიპოფიზის ზოგიერთი ადენომის წარმოქმნა (თირეოტროპული, გონადოტროპული) იწყება ჰიპოფიზის ჰიპოთალამუსური ჰიპერსტიმულაციისას, რომელიც დამტკიცებულია ჰიპოთალამუსით წარმოქმნილი  რილიზინგ-ჰორმონების პროდუქციის გამოკვლევისას, შინაგანი სეკრეციის პერიფერიული ჯირკვლების აქტივობის დაქვეითების ფონზე (მაგ.  პირველადი ჰიპოთირეოზი, ჰიპოგონადიზმი), რაც მიუთითებს ჰიპოფიზის ადენომის ფორმირების სხვადასხვა მექანიზმების არსებობას, ჰიპოფიზის ჰორმონ-არააქტიური ადენომა არ იწვევს ენდოკრინული ცვლის მკვეთრ დარღვევებს. ჰიპოფიზის ჰორმონ-არააქტიური ადენომის დროს თანდათან განვითარებადი ჰიპოპიტუარიზმი აიხსნება ჰიპოფიზის ქსოვილის დაზიანებით მზარდი სიმსივნის მიერ.

ჰიპოფიზის ადენომა შეიძლება იყოს ჰორმონალურად არააქტიური (ინსიდენტალომა), თუ უჯრედები, რომლისგანაც ის შედგება, არ წარმოქმნიან ჰორმონებს, და ჰორმონალურად აქტიური.

ჰიპოფიზის ჰორმონალურად აქტიურ ადენომებს მიეკუთვნება:

·  სომატოტროპინმაპროდუცირებელი ადენომა:
-სომატოტროპული
-სომატოტროპინომა – ზრდის ჰორმონის-სომატოტროპინის მაპროდუცირებელი;

·  პროლაქტინმასეკრეტირებელი ადენომა:
-პროლაქტინური
-პროლაქტინომა – ამ ადენომაში სინთეზირდება ჰორმონი პროლაქტინი;

·  ადრენოკორტიკოტროპინმაპროდუცირებელი
-კორტიკოტროპული
-კორტიკოტროპინომა – ჰიპოფიზის ეს ადენომა ასეკრეტირებს ადრენოკორტიკოტროპულ ჰორმონს, რომელიც ასტიმულირებს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მუშაობას;

·  თიროტროპინმაპროდუცირებელი
-თიროტროპული
-თიროტროპინომა – ეს ადენომა აპროდუცირებს თიროტროპულ ჰორმონს, რომელიც ასტიმულირებს ფარისებრ ჯირკვალს;

·  ფოლტროპინმაპროდუცირებელი ან ლუტროპინმაპროდუცირებელი (გონადოტროპული).  – ეს ჰიპოფიზის ადენომაა, გონადოტროპული ჰორმონის მაპროდუცირებელია, და ეს ჰორმონი ასტიმულირებს სასქესო ჯირკვლების მუშაობას.

ჰიპოფიზის ადენომები ზომის მიხედვით კლასიფიცირდება:

·  მიკროადენომა (დიამეტრით 1მმ-დან 2სმ-მდე);
·  მაკროადენომა – დიამეტრით 2 სმ-ზე მეტი.

ჰიპოფიზის ჰორმონ-აქტიური ადენომების კლინიკური გამოვლენა წარმოდგენილია ენდოკრინული ცვლის სინდრომით, ოფთალმონევროლოგიური და რენტგენოლოგიური სიმტომებით. ენდოკრინული ცვლის სინდრომი გამოავლენს ჰიპოფიზის მიერ ჭარბად სეკრეტირებული ჰორმონის დონეს და სიმსივნესთან მიმდებარე ქსოვილის დაზიანების ხარისხს. ჰიპოფიზის ზოგი ადენომის მაგ.  კორტიკოტროპინომის, ზოგიერთი თირეოტროპინომის დროს, კლინიკური სურათი განპირობებულია არა იმდენად ტროპული ჰორმონის ჭარბი სეკრეციით, რამდენადაც ამასთან დაკავშირებული ორგანოს აქტივაციით, რაც გამოვლინდება ჰიპერკორტიციზმით, თირეოტოქსიკოზით.

ჰიპოფიზის ადენომის არსებობაზე მიმანიშნებელი ოფთალმონევროლოგიური სიმპტომები,  (მხედველობის ნერვის პირველადი ატროფია, მხედველობის არის ცვლილებები ბიტემპორალური ჰემიანოფსიის ტიპით, ჰიპოფსიით და სხვ.), დამოკიდებულია სიმსივნის სუპრასელარულ ზრდაზე, პარალელურად თურქულ კეხზე სიმსივნით ზეწოლისას აღინიშნება თავის ტკივილები, რომელიც შუბლის, საფეთქლის, თვალის მიდამოების უკან ლოკალიზდება, ჩვეულებრივ ყრუა, გულისრევა არ არის თანდაყოლილი, სხეულის მდებარეობაზე არ არის დამოკიდებული და არ მოიხსნება ანალგეტიკური საშუალებებით. სიმსივნის შემდგომი ზემოთ ზრდა, აზიანებს ჰიპოთალამუსურ სტრუქტურებს. ჰიპოფიზის ადენომის ზრდა ლატერალური მიმართულებით იწვევს III, IV, VI   და Vთავის ნერვების ტოტებზე ზეწოლას ოფთალმოპლეგიის და დიპლოპიის განვითარებით. სიმსივნის ქვემოდ ზრდა, თურქული  კეხის მიმართულებით და პროცესის გავრცელება  დაცრეცილი ძვლის მიდამოში, ცხვირის დაცობის შეგრძნებას  და ცხვირიდან ცერებროსპინალური სითხის გამოდენას იწვევს.

ჰიპოფიზის ადენომის მქონე ავადმყოფებში თავის ტკივილის და ოფთალმონევროლოგიური სიმპტომის  უეცარი გაძლიერება ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია სიმსივნის ზრდის დაჩქარებასთან, მაგ, ორსულობის პერიოდში ან სიმსივნეში სისხლჩაქცევასთან. სიმსივნეში სისხლჩაქცევა ითვლება მძიმე, და არა ფეტალურ გართულებად. დადგენილია, რომ ჰიპოფიზის ადემოში სისხლცაქცევა ხშირია და შეიძლება გამოიწვიონ თავის ტკივილის გაძლიერების პარალელურად, მხედველობითი დარღვევები და ჰიპოპიტუარიზმის განვითარება, ჰიპოფიზის ჰორმონო-აქტიური ადენომის სპონტანური განკურნება. უფრო რეალურია პროლაქტინომების სპონტანური განკურნება. ორსულობისას სიმსივნის გადიდება, შეიძლება დაკავშირებულია  ამ პერიოდში ადენოჰიპოფიზის გადიდებასთან; აღნიშნულია  რომ პროლაქტინომებით დაავადებულებში მშობიარობის შემდეგ სიმსივნე ზომაში მცირდება.

ჰიპოფიზის ადენომის სიმპტომები, რომლებიც გამოვლინდებიან რენტგენოლოგიური გამოკვლევისას-თურქული კეხის ფორმის და ზომის ცვლილებები, მისი წარმომქმნელი ძვლოვანი სტრუქტურების შეთხელება და დესტრუქცია და სხვ. კომპიუტერული ტომოგრაფიით შეიძლება თვით სიმსივნის დანახვაც.

ჰიპოფიზის ცალკეული  ჰორმონო-აქტიური ადემებისთვის დამახასიათებელია სპეციფიკური კლინიკური სიმპტომები. ქალებში პროლაქტინომები ვლინდება ამენორეის გალაქტორეის სინდრომით. არც თუ ისე იშვიათად ამ სივსივნეების ძირითად ენდოკრინულ გამოვლენას წარმოადგენს მხოლოდ გალაქტორეა ან მხოლოდ მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ან უშვილობა, მაგრამ ხშირად აღინიშნება ამ სიმპტომების შეთავსება. პროლაქტინომის მქონე ქალების დაახლოებით მესამედში აღინიშნება შეზღუდული გასუქება, არამკვეთრად გამოხატული ჰიპერტრიქოზი, აკნე, თავის თმიანი ნაწილის სებორეა, სქესობრივი ფუნქციის დარღვევა, ლიბიდოს დაქვეითება, ანორგაზმია და სხვ. მამაკაცებში პროლაქტინომის ძირითადი ენდოკრინული გამოვლინებებია სქესობრივი ფუნქციის დარღვევა (ლიბიდოს დაქვეითება, იმპოტენცია), გინეკომასტია და გალაქტორეა შედარებით იშვიათია. პროლაქტინომის მქონე ქალებში სიმსივნის გამოვლენისას ოფთალმონევროლოგიური დარღვევები გვხვდება შემთხვევათა 26%-მდე, ხოლო მამაკაცებში ოფთალმონევროლოგიური სიმპტომატიკა დომინირებს. როგორც ჩანს, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ქალებში პროლაქტინომა ხშირად გამოვლინდება მიკროადენომის სტადიაში, ხოლო მამაკაცებში ასეთი არასპეციფიკური სიმპტომების მომატების გამო, როგორიცაა სქესობრივი სისუსტე და სხვა, ჩვეულებრივ გამოვლინდება დიდი ზომის სიმსივნეები.

სომატოტროპინომა კლინიკურად ვლინდება ბავშვებში აკრომეგალიით ან გიგანტიზმით. აკრომეგალიის დროს ამ დაავადებისთვის დამახასიათებელი ჩონჩხის და რბილი ქსოვილების ტიპიური ცვლილებების გარდა  შეიძლება მოიმატოს და განვითარდეს გასუქება და შაქრიანი დიაბეტის სიმპტომები;ხშირად აღინიშნება ფარისებრი ჯირკვლის გადიდება (ხშირად ფუნქციის დარღვევის გარეშე). ხშირად აღინიშნება ჰირსუტიზმი, პაპილომის, ნევუსის  გაჩენა, კანის მკვეთრი გაცხიმიანება, მომატებული ოფლიანობა; ავადმყოფების შრომისუნარიანობა დაქვეითებულია. სომატოტროპინომის ოფთალმონევროლოგიური სიმპტომატიკა განვითარდება სიმსივნის ექსტრასელალური ზრდის გარკვეულ სტადიაზე. ზემოაღნიშნული სიმპტომების გარდა აღინიშნება პარესთეზიით, კიდურების დისტალური ნაწილების მგრძნობელობის დაქვეითებით, კიდურების ტკივილებით გამოვლენილი პერიფერიული პოლინევროპათია.

კორტიკოტროპინომები მიეკუთვნება ჰიპოფიზის ადენომის იშვიათ ფორმებს. დღევანდელი მონაცემებით, იცენკო-კუშინგის დაავადების დროს კორტიკოტროპინომა აღინიშნება შემთხვევათ 100%-ში. იცენკო-კუშინგის დაავადების დროს ჩატარებული ორმხრივი ადრენალექტომიის შემდეგ კორტიკოტროპინომის პროგრესირებულ გადიდებას ნელსომის სინდრომი ეწოდა. კორტიკოტროპინომას, ჰიპოფიზის სხვა ადენომებზე ხშირად შეუძლიათ მალიგნიზირება და მეტასტაზირება. კორტიკოტროპინომების დროს ენდოკრინული ცვლის სინდრომი განპირობებულია როგორც ჰიპერკორტიციზმით იცენკო-კუშინგისთვის დამახასიათებელი გამოვლინებებით, ასევე აკტჰ-ის და მისი მონათესავე ჰიპოფიზის b-ლიპოტროპული ფაქტორის, კანის ჰიპერპიგმენტაციით თანდაყოლილი მელანოციტმასტიმულირებელი ჰორმპონის ჰიპერპროდუქციით. ოფთალმონევროლოგიური სიმპტომატიკა კორტიკოტროპინომის დროს ჩვეულებრივ არ გამოვლინდება, რადგან მძიმე ენდოკრინული დარღვევების გამომწვევი სიმსივნეები დიაგნოსტირდება ადრე. კორტიკოტროპინომებისთვის დამახასიათებელია ფსიქიკური მოშლა.

გონადოტროპინომა და თირეოტროპინომა ჰიპოფიზის ადენომის ასევე იშვიათი ფორმაა. მათი ენდოკრინული ცვლის გამოვლენა დამოკიდებულია პირველადია თუ არა სიმსივნე, თუ განვითარდა ჯირკვლის  ხანგრძლივად არსებული დაზიანების შედეგად (მაგ. ჰიპოგონადიზმის ან ჰიპოთიროიზმის დროს). პირველადი თირეოტროპინომა იწვევს თირეოტოქსიკოზის განვითარებას, მეორადი კი აღინიშნება ჰიპოთირეოზის ფონზე. გონადოტროპინომის დროს აღინიშნება ჰილოგონადიზმი, იშვიათად გალაქტორეა სიმსივნესთან მდებარე ადენოჰიპოფიზის ქსოვილის მიერ პროლაქტინის ჰიპერსეკრეციის შედეგად. გონადოტროპინომა ჩვეულებრივ დიაგნოსტირდება ოფთალმონევროლოგიური სიმპტომების საფუძველზე, რადგან ამ სიმსივნეებისთვის ენდოკრინული გამოვლენა არასპეციფიკურია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

სიმსივნური დაავადებები

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..