თიმუსის ჰიპერპლაზია

თიმუსის ჰიპერპლაზია

თიმუსის ჰიპერპლაზიას თან ახლავს  ან უჯრედების რაოდენობის ზრდა როგორც ქერქოვან, ისე ტვინოვან ნივთიერებაში, ან მისი შენების დარღვევა და დამატებითი სტრუქტურების გაჩენა ( მაგ. გერმინაციული ცენტრები)

ბირიხის მონაცემებით ნამდვილი თიმუსის ჰიპერპლაზია ხდება ნორმალური სომატური განვითარების ჩვილების  ერთ მესამედში სიცოცხლის პირველივე წლის განმავლობაში, რადგანაც ამ დროს თიმუსი   ფუნქციურად ყველაზე დატვირთულია.

ეტიოლოგია და პათოგენეზი.  თიმუსის ჰიპერპლაზია შეიძლება დაკავშირებული იყოს ნორმალური სტრუქტურის დარღვევასთან, რომელიც  ვითარდება აუტოიმუნური დაავადებები დროს: ავთვისებიანი მიასთენია, სისტემური წითელი მგლურა, აუტოიმუნური ჰემოლიზურიანემია, რევმატოიდული ართრიტი.  ავთვისებიანი მიასთენიიის 70-80 % შემთხვევებში ვლინდება ტვინოვანი შრის ზრდა  ქერქოვანი შრის ატროფიის ხარჯზე, ვითარდება გერმინაციულიცენტრები, რომლებიც დამახასიათებელია ლიმფური ჯირკვლებისათვის. გერმინაციულ ცენტრებში სისხლძარღვების ირგვლივ თავმოყრილია პლაზმური უჯრედები.   თიმუსის ჰიპერპლაზიის დროს გამომუშავდება აკრძალული იმუნოკომპლემენტური უჯრედები, რომლებიც რეაგირებენ საკუთარი ორგანიზმის ანტიგენებზე და პასუხობენ  აუტოანტისხეულების გამომუშავებით.

მიუხედავად დამატებითი სტრუქტურების გაჩენისა თიმუსმა შეიძლება არ მოიმატოს ზომებში. ნამდვილი  თიმუსის ჰიპერპლაზიისაგან უნდა განვასხვავოთ თიმომეგალია, რომელიც ვითარდება ზოგიერთი ენდოკრინული დაავადებების: თირეოტოქსიკოზი, აკრომეგალია, ადისონის დაავადება, ბრონქიალური ასთმის ზოგიერთ შემთხევების დროს.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
..