ჰიმენოპლასტიკა

ჰიმენოპლასტიკა – საქალწულე აპკის  აღდგენის ოპერაციაა და ტარდება პაციენტის სურვილით.

ჰიმენოპლასტიკის მეთოდიკა

საქალწულე აპკის  აღდგენის ორი სახე არსებობს: მოკლევადიანი და გრძელვადიანი. მოკლევადიანი ჰიმენოპლასტიკა გამოიყენება იმ დროს, როდესაც შედეგი საჭიროა უახლოესი 7-10 დღის განმავლობაში.

რამდენჯერ გაქვთ გაკეთებული ჰიმენოპლასტიკა?

შედეგები

Loading ... Loading ...

ასეთ შემთხვევაში ხდება საქალწულე აპკის  ნაწილების ერთმანეთზე მიკერება. ჰიმენოპლასტიკა ტარდება როგორც ადგილობრივი, ასევე ზოგადი ანესთეზიით. სრულყოფილი შეხორცება როგორც წესი არ ხდება, ამიტომაც შედეგი ხანმოკლეა.  გრძელვადიანი ჰიმენოპლასტიკის დროს საქალწულე აპკის  აღდგენა  ხორციელდება საშოს  შესასვლელის ქსოვილების ხარჯზე. გრძელვადიანი ჰიმენოპლასტიკა შედარებით რთულად შესასრულებლია, თუმცა საქალწულე აპკის  განუსაზღვრელი ვადით აღდგენის გარანტიას იძლევა. ჩვეულებრივ ტარდება ზოგადი გაუტკივარებით, ატრავმატიზაციის მიზნით გამოიყენება გამწოვი საკერავი მასალა (პოლისორბი, ვიკრილი PDS II)

ჰიმენოპლასტიკის ჩვენებები და უკუჩვენებები

ჰიმენოპლასტიკის ერთადერთი ჩვენებაა თვითონ პაციენტის სურვილი. რაც შეეხება უკუჩვენებებს, განსაკუთრებით ზოგადი ანესთეზიის დროს, შეიძლება იყოს სხვადასხვა ორგანოების სერიოზული დაავადებები, სისხლის შედედების პრობლემები, ფსიქიკური დარღვევები. გადასვლა >> გინეკოლოგიური დაავადებები


♥♥ უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” >>
პრეზერვატივები >>
ქალის კონტრაცეპტივები>>
ლუბრიკანტები >>
სპერმიციდები >>

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ–მაღაზია ,,ამაზონიდან” >>
♦ სექსოლოგია >> 


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..