თირეოტოქსიკოზი

 თირეოტოქსიკოზი

თირეოტოქსიკოზი არის კლინიკური სინდრომი რომელიც გამოწვეულია  თირეოიდული ჰორმონების ხანგრძლივი მომატებული კონცენტრაციით სისხლსა და ქსოვილებში.

თირეოიდული ჰორმონების მუდმივი  და ჭარბი გამომუშავება არღვევს ქსოვილოვან სუნთქვას და  ჟანგვით ფოსფოლირებას, რაც იწვევს ენერგეტიკული ცვლის  დარღვევას – ხდება სითბოს ჭარბი გამომუშავება, ენერგეტიკული მარაგების შემცირება ატფ სახით. თირეოტოქსიკოზის დროს ენერგიის დეფიციტი კომპენსირდება ყველა მეტაბოლური პროცესების დაჩქარებით, რაც საბოოლო ჯამში განაპირობებს თირეოტოქსიკოზის კლინიკურ სურათს.  თირეოტოქსიკოზი 60-80% შემთხვევებში გამოწვეულია დიფუზური ტოქსიკური ჩიყვით,  ასევე თირეოტოქსიკოზი ვითარდება თირეოიდული ჰორმონების და პრეპარატების, რომლებიც შეიცავენ იოდს(იოდ-ბაზედოვი), ორგანიზმში ჭარბი შეყვანის შემდეგ, ტოქსიკური ადენომის( პლამერის დაავადება), აუტოიმუნური თირეოიდიტის, თირეოიდული ჰორმონებისადმი  ქსოვილების მომატებული მგრძნობელობის დროს, ჰიპოფიზის თირეოტროპინმაპროდუცირებელი ადენომის, ახალშობილებს რომლეთა დედებსაც აღენიშნებათ ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია.

თირეოტოქსიკოზის კლინიკური სურათი, განპირობებული ენდოგენური  თირეოიდული ჰორმონების სიჭარბით ანდა თირეოიდული ჰორმონების არაადეკვატური დოზის მიღებით, თითქმის ერთიდაიგივეა. თირეოტოქსიკოზის დროს უფრო გამოხატულია ცხიმოვანი ცვლის დარღვევა, გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელი სისტემების, შინაგანი სეკრეციის  ჯირკველების ცვლილებები.

თირეოტოქსიკოზის მიმდინარეობა განსხვავებულია სქესისა და ასაკის მიხედვით. კაცებში ხშირია თირეოტოქსიკოზი ოფთალმოპათიასთან ერთად ხოლო ფარისებრი ჯირკვლის ზომები იშვიათად აღწევს III ხარისხს. ასაკოვან პირებს ხშირად ერღვევათ გულის რიტმი, პირველ ადგილზე არცთუ იშვიათად გამოდის ფსიქიკის დარღვევები. თირეოტოქსიკოზით დააავდებულ ბავშვებში წამყვანია ნევროლოგიური სიმპტომატიკა, აღინიშნება სხეული მასის პროგრესირებადი კარგვა გაძლიერებული მადის ფონზე, მუდმივი ტაქიკარდია, ოფლიანობა, ემოციური ლაბილობა, კანის გამუქება თირკმელზედა ჯირკვლის თირეოგენური უკმარისობის გამო და ა.შ. გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად თირეოტოქსიკოზის დროს ყოველთვის არ აღინიშნება სხეულის სუბფებრილური ტემპერატურა, მატულობს სითბოს გაცემა. დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი60% შემთხვევაში  განვითარებული თირეოტოქსიკოზს თან ახლავს ენდოკრინული ოფთალმოპათია.

გამოყოფენ  თირეოტოქსიკოზის მიმდინარების  მსუბუქ, საშუალო და მძიმე ფორმებს.  მსუბუქი ფორმის დროს წონის დაკლება გამოხატულია მცირედ, ტაქიკარდია არ აღემატება 100 დარტყმას წუთში, გულის რიტმი  შემცირებულია და არ იცვლება, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების დარღვევის ნიშნები არ ვლინდება( ფარისებრი ჯირკვლის გარდა).

საშუალო ფორმის თირეოტოქსიკოზის დროს წონის კლება მნიშვნელოვნადაა გამოხატული, აღინიშნება ტაქიკარდია 100-120 წუთში(  განსაკუთრებით ტაქიკარდია ითვლება მის სტაბილურ ნიშნად რომელიც დამოკიდებული არ არის სხეულის მდებარეობაზე, ძილზე ანდა ხანგრძლივ მოსვენებულ მდგომარეობაზე), დამახასიათებელია ასევე  გულის რიტმის ხანმოკლე ცვლილება, ნახშირწყლების ცვლის დარღვევა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები( ხშირია თხიერი განავალი), ქოლესტერინიას რაოდენობის დაქვეითება სისხლში,  თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის  მუდმივი მზარდი ნიშნები.

თირეოტოქსიკოზის მძიმე ფორმა( ვისცეროპათიური ფორმა) ვითარდება  თირეოტოქსიკოზის არანამკურნალევ ანდა ცუდადნამკურნალევ პირებში.  ამ ფორმის დროს აღინიშნება ცალკეული ორგანოების და სისტემების ფუნქციების მძიმე დარღვევები.წონის კარგვა იმდენად დიდია რომ მას  ხშირად შეცდომიით მიიჩნევენ როგორც კიბოსმიერი ან პანჰიპოპიტიუტარიზმით(დიენცეფალურ – ჰიპოფიზური კახექსია) გამოწვეული კახექსიად.  ამ დროს ენერგიით უზრუნველყოფა მიდის უკვე ენდოგენური ცილების მეტაბოზმის ხარჯზე. ვითარდება მიასთენია და მიოპათია.

ირღვევა გულის რიტმი  ექსტრასისტოლიის ანდამოციმციმე არითმია სახით. დიასტოლის შემოკლება ტაქიკარდიის  დროს იწვევს არტერიული წნევის ცვლილებებს რაც გამოიხატება სისტოლური წნევის მაღალ და დიასტოლური წნევის დაბალ ციფრებში( ეგრეთ წოდებული მაღალი პულსური წნევა), რისი საშუალებითაც ატარებენ დიფდიაგნოსტიკას თირეოტოქსიკოზსა და ჰიპერტონულ დაავადებას შორის. დიასტოლის შემცირება აძლიერებს I ტონს გულის მწვერვალზე და V  წერტილში. იგი  დამახასიათებელია თირეოტოქსიკური ტაქიკარდიისათვის  და განმასხვავებლი ნიშანია  მიოკარდისა და მიტრალური სარქველების უკმარისობის დროს(თირეოტოქსიკოზის დროს აჩქარებული სისხლის დინების გამო შეიძლება მოისმინოს სისტოლური შუილი გულის მწვერვალზე), რადგან მათთვის დამახასიათებელია I ტონის მოყრუება. ამ სიმპტომების ერთობლიობას ეწოდა ’ თირეოტოქსიკური გული”                          (   ზოგიერთი კლინიცისტი  ამ უკანასკნელს მიიჩნევს  მხოლოდ მოციმციმე არითმიისა და სისხლისმიმოქცევის დარღვევსთან ერთად). გულის საზღვრების  გადიდება გამოწვეულია მხოლოდ პარკუჭების დილატაციით.  თირეოტოქსიკოზის დროს გულ-სისხლძარღვთა უკმარისობის განვითარებას ახასიათებს გარკვეული თავისებურებები :  ის ვითარდება ძირითადად მარცხენა პარკუჭოვანი ტიპით, ამიტომაც ქოშინი ვითარდება უფრო ადრე, სისხლის დინება აჩქრებულია , იმატებს  გულის ინდექსი, შედარებით იშვიათად ვითარდება მიოკარდიუმის ინფარქტი. მძიმე თირეოტოქსიკოზის დროს ჰორმონების გაძლიერებული კატაბოლიზმი( მათ შორის გლუკოკორტიკოსტეროიდები) იწვევს ქრონიკული ჰიპოკორტიციზმი განვითარებას.

სხვადასხვა ეტიოლოგიის თირეოტოქსიკოზს გააჩნია ცალკეული დამახასიათებელი ნიშნები. მაგალითად კვანძოვანი და შერეული ტიპის ტოქსიური ჩიყვის დროს განვითარებული თირეოტოქსიკოზისთვის დამახასიათებელია ტრიიოდთიროდინის ჭარბი გამომუშავება (T3) ეგრეთ წოდებული ტრიოდთიროიდული თირეოტიქსიკოზი. მისთვის ტიპიურია გულის რიტმის დარღვევის  ხშირი შეტევები ანდა პაროქსიზმული ტაქიკარდია

 თირეოტოქსიკოზს თირეოტოქსიკური ადენომის დროს თითქმის არასდროს არ ახლავს ენდოკრინული ოფთალმოპათია, იშვიათად გვხვდება სიგამხდრის შემთხვევები.  ეგრეთ წოდებული იოდ-ბაზედოვის დაავადების დროს განვითარებული თირეოტოქსიკოზისთვის დამახასიათებელია ფარისებრი ჯირკვლის მორფოლოგიური ცვლილებები, რომელიც ჰგავს თირეოიდიტის დროს განვითარებულ ცვლილებებს და ცუდად ემორჩილება ანტითიროიდულ მკურნალობას. თირეოტოქსიკოზი აუტოიმუნური თირეოიდიტის და დე კერნევის თირეოიდიტის დროს მიმდინარეობს ხშრად იოლი ანდა როგორც საშუალო ფორმის თირეოტოქსიკოზი.  ახასიათებს ხანმოკლე მიმდინარეობა, რადგან თირეოსტატიკების დანიშვნისთანავე გადადის ჰიპოთირეოიდიზმში, იშვიათად ახლავს თან ენდოკრინული ოფთალმოპათია და სისხლის პლაზმაში როგორც ყოველთვის არ გვხვდება თირეომასტიმულირებელი იმუნოგლობულინები. განსაკუთრებით დამახასიათებელია მედიკამენტური თირეოტოქსიკოზი, რომლის დროსაც პრასტიკულად არასდროს გვხვდება ენდოკრინული ოფთალმოპათია, სისხლში აღინიშნება თირეოიდული ჰორმონების მაღალი კონცენტრაცია,  ფარისებრი ჯირკვლის უჯრედები არ ირთავენ რადიონუკლიდურ იოდს და ყველა სიმპტომი ქრება  თირეოიდული ჰორმონული პრეპარატების შეწყვეტის   ან მათი  თიროქსინომანიით ჩანაცვლების შემდეგ..

ახალშობილთა თირეოტოქსიკოზისთვის დამახასიათებელია სხეულის მასის დაქვეითება ფიზიოლოგიურზე მეტად, ტაქიკარდია, აგზნებადობა. ის ვითარდება დედის ორგანიზმში ჭარბი თირეოიდული ჰორმონების გავლენით, ისინი იშლებიან პლაცენტარული პროცეაზებით და ასევე  თირეომასტიმულირებელი იმუნოგლობულინებით რომლებიც თავისუფლად გადიან პლაცენტარულ ბარიერს.  დაბადებიდან 11/2 -2 თვის შემდეგ( დრო როდესაც თირეომასტიმულირებელი იმუნოგლობულინები ქრებიან ბავშვის სისხლიდან) თირეოტოქსიკოზის სიმპტომები ქრება.

თირეოტოქსიკოზის ყველაზე მძიმე გართულებაა თირეოტოქსიკური კრიზი                                             ( ჰიპერთიროიდული კომა, ბაზედევის კომა), რომელიც შეიძლება განვითარდეს თირეოტოქსიკოზის საშუალო ფორმის დროსაც.  თირეოტოქსიკური კრიზის მაპროვოცირებელი ფაქტორებია:  ხანგრძლივი დროის განმავლობაში თირეოტოქსიკოზის არასაკმარისი კომპენსაცია, ფარისებურ ჯირკვალზე ოპერაციული ჩარევა, რომელიმე სომატური დაავადების თანდართვა. თირეოტოქსიკური კრიზის დასაწყისი ხასიათდება სხეულის ტემპერატურის მომატებით, აგზნებადობით, რომელიც იცვლება ადინამიით, გაუწყლოვების სიმპტომებით,  გამოწვეული ღებინებითა და დიარეის შედეგად., ხშირად ქვეითდება ართერიული წნევა ცნობიერების დაკარგვამდე.

დიაგნოზს სვავენ  კლინიკური სურათის გათვალისწინებით,  ბიოქიმიური რადიობიოლოგიური და იმუნოლოგიური გამოკვლევებით. დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი დროს რადიონუკლიდური იოდის ან ტექნიციუმის ფარისებრი ჯირკვლის მიერ სხვადასხვანაირად ჩართვა( სკანოგრამაზე განსხვავებული უბნების აღმოჩენა ეგრეთ წოდებული „ცხელი კვანძები“, რომლებიც მომატებულად ირთავენ რადიონუკლიდებს დიფუზურ-ტოქსიური ან კვანძოვან ტოქსიური ჩიყვის დროს), ჯირკვლის გადიდება- ჩიყვი, რომელიც ჩანს ვიზუალურად ან ულტრაბგერით კვლევებზე, სისხლში თირეოიდული ჰორმონების ან თირეოგლობულინის მაღალი კონცენტრაცია და თირეოტროპული ჰორმონის დაბალი შემცველობა, სისხლში თირეომასტიმულირებელი იმუნოგლობულინები,   ანტისხეულები თირეოგლობულინების მიმართ, თირეოციტების მიკროსომული ფრაქციები და  ენდოკრინული ოფთალმოპათია უდავოდ ადასტურებენ თირეოტოქსიკოზის არსებობას.

თირეოტოქსიკური ადენომის დროს თირეოტოქსიკოზის დიაგნოზის ადასტურებენ სკანოგრამაზე ფარისებრი ჯირკვლის ერთი მოფუნქციონირე წილის აღმოჩენის შემთხვევაში.  თირეომასტიმულირებელი იმუნოგლობულინები და კლასიკური ანტითირეოიდული ანტისხეულები სისხლში არ არის, ხშირად მომატებულია ტრიოდთირონინის( ტრიოდ თირონინინული თირეოტოქსიკოზი)  დონე,  ძლიერი გამხდარი ავადმყოფები გვხვდება იშვიათად.იოდ-ბაზედოვის დაავადების დროს ფარისებრი ჯირკვლში  იოდის დაგროვება იწვევს თირეოიდის მსგავს ცვლილებებს: ფოლიკულების გასკდომა, სისხლძარღვების განვლადობის მომატება. სისხლში ნახულობენ თირეოგლობულინისა და თირეოიდული ჰორმონების მაღალ კონცენტრაციას, რომლებიც ძნელად ექვემდებარებიან ანტითირეოიდულ მკურნალობას,

აუტოიმუნური თირეოიდიტის თირეოტოქსიკური ფაზის დროს თირეომასტიმულირებელი იმუნოგლობულინები სისხლის შრატში არ გვხვდება. ახალშობილთა თირეოტოქსიკოზი დასტურდება დედის ანამნეზში დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი ანდა პირველადი ჰიპერთირეოზის არსებობით. ამ დროს ბავშვის სხეულის მასა კლებულობს მიუხედავად საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სრულყოფისა და დედის საკმარისი  რაოდენობის რძისა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
..
Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..