ფეტიშიზმი

✧დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან
✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით.

სამკაულები, ფეტიში
ფეტიშის კომპლექტები  
ტანსაცმელი ფეტიშ-სექსისათვის
უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” 
პრეზერვატივები

ქალის კონტრაცეპტივები
ლუბრიკანტები
სპერმიციდები
ლიბიდოს მოსამატებელი საშუალებები ,,ამაზონზე”

ფეტიშიზმი (ფრანგ. fetiche – კერპი, თილისმა, სინონიმები – კერპთაყვანისმცემლობა, სქესობრივი სიმბოლიზმი, სქესობრივი პარციალიზმი) სექსუალური დევიაციაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სქესობრივი ლტოლვა სულიერი თუ უსულო საგნებისადმი, სხეულის ნაწილებისა და ტანსაცმლისადმი.
ფეტიშმა შესაძლებლია სრულად ჩაანაცვლოს სქესობრივად მომწიფებული ადამიანის, დევიანტის ბუნებრივი მოთხოვნილება.
ფეტიში შეიძლება უსულო საგანი იყოს, ასეთ შემთხვევაში სულიერი მხარის შევსება მისი ფანტაზიით ხდება. რაც ყველაზე მიმზიდველია დევიანტისათვის, ესაა სრული თავისუფლება ფეტიშთან, რაც არ საჭიროებს ყველაზე რთულს – ფსიქიკური და ფიზიკური ენერგიის ხარჯვას პარტნიორის აღგზნებაზე, იგი  სრულად ეძლევა სექსუალურ ფანტაზიებსა და ილუზიებს. ამიტომაც ფეტიშის მოყვარულისათვის პარტნიორის პიროვნება აბსოლუტურად არანაირ როლს არ ასრულებს.
ამავდროულად ბევრი  მამაკაცისათვის შესაძლოა ქალის სხეულის რომელიმე ნაწილი  ან მისი ტუალეტის რაიმე ნივთი ასრულებდეს სქესობრივი სტიმულატორის როლს.
მათ შესახებ მოგონებები კი თანხლებულია ონანიზმით და ორგაზმით. თუმცა ამ შემთხვევაში ონანიზმს ჩანაცვლებითი ხასიათი გააჩნია, მტკიცედაა დაკავშირებული ქალის პიროვნებასთან, მის ქცევასთან და არ აღიქმება მასთან განშორებად.
ფეტიშიზმის დროს საგანი უსულოა, არ ყავს კონკრეტული მფლობელი, არამედ თითქოსდა თავისთავად არსებობს, დამოუკიდებლად. ამიტომაც სხვადასხვა სექსუალური ქმედება, მსთ შორის სქესობრივი აქტი, შესაძლებელია ნებისმიერ ქალთან, მისი პიროვნული თვისებების, ასაკის, გარეგნობისა და ტემპერამენტის გაუთვალისწინებლად.
ფეტიში ჩვეულებრივ სიმბოლოა  და ანაცვლებს ან კონკრეტულ სიყვარულის ობიექტს, ან სასურველი ობიექტების კრებით ხატს პრინციპით „ნაწილი მთელის ნაცვლად“. ფეტიში ფანტაზიებისა და ოცნებების გაძლიერებას უწყობს ხელს, საგნობრივსა და ხელშესახებს ხდის მას, იწვევს მაქსიმალურ სქესობრივ აღგზნებას. ფეტიშიზმის ელემენტები აღინიშნება  როგორც პათოლოგიური ისე ნორმალური სექსუალობისას.
ფეტიშის მოპოვებისას სიძნელეების გადალახვა უკვე განსაზღვრულ სიამოვნებას ანიჭებს დევიანტს. სქესობრივი დაკმაყოფილება მიიღწევა არამხოლოდ სასურველი საგნის მიღებით, არამედ მისი შეხებით, დაყნოსვით, სასქესო ორგანოებზე მიდებით, საწოლში მოთავსებით მასტურბაციასთან ერთად. განასხვავებენ თეთრეულის ფეტიშიზმს, როდესაც დევიანტი საპირისპირო სქესის თეთრეულს ირგებს,  რაც ტრანსვესტიზმის არსს შეადგენს (ფეტიშიზმის ერთერთი სახე).
ფეტიშისტები ხშირად იპარავენ  თეთრეულს თოკებიდან, პლიაჟებსა, თუ სხვა ადგილებიდან, იშვიათად კი შეიძინენ კიდეც. ტანსაცმლიდან ფეტიშის როლს შეიძლება ასრულებდეს ნებისმიერი ნივთი, დაწყებული ქალის საცურაო კოსტიუმიდან და კოლგოტიდან, დამთავრებული ხელთათმანებით.
თითოეულ ფეტიშისტს საკუთარი უპირატესობები აქვს, ფეტიშზიმის ვარიანტები უჩვეულოდ მრავალფეროვანია, არსებობს ცხვირის, ხელების, მკერდის, თმების ფეტიშიზმი.
ქალებში ფეტიშიზმი ვლინდება ყველაზე ხშირად როგორც მიზიდულობა ტატუირებისადმი, ნაიარევის, წვერების, ულვაშების, ტანსაცმლის ფორმის, მაგალითად მუნდირისადმი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ფეტიში შეიძლება იყოს მამაკაცის ხმის ტემბრი, განსაკუთებით კი ტენორი.
 სქესობრივი დარღვევები


webფეტიშიზმი
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
ინტიმური საქონლის მაღაზია

FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“

გაფრთხილება!