ნეკროფილია

ნეკროფილია (სინონიმები – ნეკრომანია, ნეკროსადიზმი) მიცვალებულების მიმართ  დაუძლეველი სქესობრივი ლტოლვა. გვხვდება ძალზედ იშვიათად და მხოლოდ მამაკაცებში.

საშინელი ზღაპრები სიკვდილის, მიცვალებულების, საფლავებისა და ვამპირების შესახებ ყველა ბავშვს მოუსმენია და რა თქმა უნდა იწვევს სავსებით გასაგებ შიშისა და განგაშის რეაქციას, თუმცა ასეთი ძლიერი ემოციური დატვირთვა ზოგიერთი მათგანისათვის სასურველი და მიმზიდველი ხდება. ბავშვის ზრდასთან ერთად  კი მსგავსმა მდგომარეობებმა თავის ტვინის განსაზღვრული ნერვული სტრუქტურების აგზნების ზღურბლის დაქვეითებისას შესაძლებელია გამოიწვიოს ეაკულაცია და ორგაზმიც კი, მოხდეს ცნობიერებაში ფიქსაცია. >>>>

ყველაზე ხშირად მსგავსი რამ ფსიქიურად არასრულფასოვან და ავადმყოფ ადამიანებში ხდება. ჩვეულებრივ  ნეკროფილიის  ფორმირებაში თანაარსებობს სადისტური (სადიზმი და ვამპირიზმი)  და მაზოხისტური (მაზოხიზმი) მიდრეკილებები. მკვეთრად გამოხატული ნეკროფილიის  დროს ნეკროფილი განსაკუთრებულ სიამოვნებას იღებს მიცვალებულის დანაწევრებით (ბერტრანიზმი) უფრო ხშირად მდედრობითი სქესის პირების, მათი სხეულის ნაწილების საკუთარ სხეულზე მიდებით, რასაც თან ახლავს მასტურბაცია, ზოგჯერ სქესობრივი აქტი. რიგ შემთხვევებში გვამის ცალკეული ნაწილები მიაქვთ თან შემდგომი მსგავსი ქმედებისათვის. ჩვეულებრივ ნეკროფილები იყენებენ მხოლოდ მკვდარ სხეულებს და იშვიათად მიდიან მკვლელობაზე. როგორც ჩანს თვითონ მკვლელობა არ წარმოადგენს ნეკროფილის სქესობრივი გრძნობების სტიმულს, არამედ მათი ფანტაზიები უშუალოდ დაკავშირებულია გვამთან.  ნეკროფილიას შეიძლება მივაკუთვნოთ ისეთი შემთხვევები, როდესაც მამაკაცის სექსუალური სტიმულაციისათვის პარტნიორმა უნდა განასახიეროს მიცვალებული: შემოსილია შესაბამისი ტანსაცმლით, არ რეაგირებს პარტნიორის ქმედებებზე. ზოგიერთი სპეციალისტი თვლის, რომ ნეკროფილიის  ელემენტებს მოიცავს ის შემთხვევებიც, როდესაც მამაკაცი უპირატესობას ანიჭებს  სქესობრივ აქტს მძინარე ქალთან. სასურველ ობიექტთან კონტაქტის გაიოლების მიზნით ნეკროფილები ხშირად ეწყობიან სამუშაოდ მორგებში, სასაფლაოებსა და სხვა მსგავს ადგილებზე.

სქესობრივი დარღვევები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.