თირკმლების პარაზიტარული დაავადებები

თირკმლების პარაზიტარული დაავადებები

თირკმლების პარაზიტარული დაავადებები, თირკმლის ექინოკოკოზი, თირკმლის ექინოკოკოზის დიაგნოსტიკა, თირკმლის შისტომატოზი >>>

თირკმლების პარაზიტარული დაავადებები –  ექინოკოკოზი

თირკმლების ექინოკოკოზი  – ექინოკოკოზის შედარებით იშვიათი ფორმაა. პროცესი როგორც წესი ცალმხრივია. პირველი კლინიკური ნიშნები ვლინდება ექინოკოკოზური კისტის დიდი ზომების მიღწევისას ან მისი შიგთავსის საშარდე გზებში გახსნისას.

თირკმლების ექინოკოკოზის დროს აღინიშნება ყრუ ტკივილები წელის არეში. შესაძლებელია პალპაციით გაისინჯოს გადიდებული თირკმელი. კისტის გასკდომისას მოსალოდნელია  ხანმოკლე ჰემატურია, პიურია, თირკმლის კოლიკა. ღვიძლის ექინოკოკოზისაგან განსხვავებით სისხლში ეოზინოფილია შედარებით იშვიათად აღინიშნება.

თირკმლების პარაზიტარული დაავადებები –   ექინოკოკოზის დიაგნოსტიკა

თირკმლის ექინოკოკოზის დიაგნოსტიკა დაფუძნებულია ეპიდემიოლოგიურ ანამნეზზე, რასაც თან ერთვის ჰეპატორენული სინდრომი, ალერგიული რეაქციები, იმუნოლოგიური გამოკვლევების შედეგები.

თირკმლის ექინოკოკოზის  მკურნალობა მხოლოდ ოპერაციულია.

თირკმლების პარაზიტარული დაავადებები –  შისტომატოზი

თირკმლის შისტომატოზი იშვიათად გვხდება, ხანგრძლივი დროის განმავლობაში შესაძლებელია მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ. კლინიკურად ძირითადად აღინიშნება ტკივილი წელის მიდამოში. დიაგნოზი ისმება  შარდში პარაზიტის აღმოჩენით.

თირკმლის შისტომატოზის მკურნალობა ოპერაციულია, ასევე გამოიყენება შისტომოაციდური საშუალებები

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

შარდის გამომყოფი სისტემის დაავადებები