სეპტიური შოკი

სეპტიური შოკი

სეპტიური შოკი ვითარდება სეფსისის შედეგად, ხშირია ახალშობილებში, 50 წელს გადაცილებულ პირებში და პირებში დაქვეითებული იმუნიტეტით (ონკოლოგიური პაციენტები,  შაქრიანი დიაბეტითა და  ღვიძლის ციროზით დაავადებულები) >>>

სეპტიური შოკი – სიმპტომები

სეპტიური შოკის პირველი სიმპტომების ძლიერი შემცივნება, ტემპერატურის მატება, კანის სიწითლე, პულსის გახშირება. სეპტიური შოკის დროს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის შედეგად აღინიშნება ცნობიერების არევა. ასევე ხდება სისხლძარღვების გაფართოება, რაც განაპირობებს არტერიული წნევის დაქვეითებას. ხშირდება სუნთქვა, აღინიშნება ფილტვების ჰიპერვენტილაცია, აღინიშნება ღვიძლის, ფილტვების, გულის უკმარისობა, არითმია, თრომბების წარმოქმნა სისხლძარღვებში.

სეპტიური შოკი – მკურნალობა

სეპტიური შოკის  მკურნალობა ტარდება ინტენსიური თერაპიის  განყოფილებაში, სადაც ხდება ინტრავენურად  დიდი რაოდენობით სითხეების, დოფამინისა და ნორეპინეფრინის  შეყვანა, ასევე საჭიროების შემთხვევაში მიმართავენ ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციას. სეპტიური შოკის დროს ლეტალური გამოსავალი 25%-ს აღემატება.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ინფექციური დაავადებები