სიონი

სიონის სასტუმროებს, დასასვენებელ სახლებს, საოჯახო სასტუმროებს  და საკურორტო ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტებს შეუძლიათ თავიანთ შესახებ ინფორმაცია განათავსონ ამ გვერდის ბოლოში, კომენტარების ველში.

სიონი – ადმინისტრაციული მდებარეობა: ყაზბეგის რაიონი. გეოგრაფიული მდებარეობა – მდინარე თერგის ხეობა, დიდი კავკასიონის ქედის ცენტრალური ნაწილი, სტეფანწმინდიდან 4 კმ-ის მანძილზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 1850-1900 მ. რელიეფი მთაგორიანი.
სიონი – კლიმატი – საშუალო მთის (ზედა სარტყელი). ზამთარი ცივი, თოვლის მდგრადი საფარით. იანვრის საშუალო ტემპერატურაა – 5,20C. ზაფხული ზომიერად თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 14,40C. ნალექების წლიური რაოდენობა – 759 მმ. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა – 72%. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში – 2200-2250 საათი
სიონი – ფლორა: უმეტესად წარმოდგენილია წიწვიანი (სოჭი, ნაძვი, ფიჭვი) ტყეებით
სიონი – ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ზედა სარტყლის ჰავა და ნახშირმჟავა, ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული, კალციუმიან-ნატრიუმიანი 88 მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 1,6 – 2 გ/დმ3, რომლებიც შეიცა-ვენ რკინასა და კაჟმჟავას დიდი რაოდენობით
მკურნალობის სახეობები სიონში: პასიური კლიმატოთერაპია, მინერალური წყლის მიღება (დალევა).>> საქართველოს კურორტები

..

..

Share this...Share on Facebook
Facebook