წითელას ვაქცინაცია ჯანდაცვის მუშაკებში

რატომ სჭირდებათ  ჯანდაცვის მუშაკებს წითელა ვაქცინაცია?
ის პირები, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობენ, დაავადებასთან კონტაქტის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან ზოგად პოპულაციასთან შედარებით. თუ ჯანდაცვის მუშაკები იმუნურები იქნებიან დაავადების მიმართ, ეს იცავს მათაც და იმ პაციენტებსაც, ვისთანაც მათ ექნებათ კონტაქტი. სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე ყველა ადამიანი, მათ შორის, მუდმივი თუ დროებითი თანამშრომელი, სამედიცინო თუ არასამედიცინო პერსონალი, მოხალისე, სტუდენტი, უნდა იყოს ვაქცინირებული ან იმუნური წითელას მიმართ.

ხშირად დასმული კითხვები წითელას შესახებ.  აღებულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საიტიდან http://www.ncdc.ge/index.php?do=fullmod&mid=497

ბმები: 1. წითელა 2. წითურა  3. ყბაყურა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..