მონილეტრიქსი

მონილეტრიქსი

მონილეტრიქსი (monilethrix; ლათ. monile მძივი + ბერძ. thrix თმა; სინონიმები: თმების მკვეთრადგამოხატული აპლაზია, თითისტარისებური თმები, მონოლიფორმული თმები) – თანდაყოლოლი კერატოზებია, რომელიც გამოვლინდება კანისა და თმების დაზიანებით. გადაეცემა აუტოსომურ–დომინანტური ტიპით. პათოგენეზში დიდ მნიშვნელობა ენიჭება ენდოკრინული და ნერვული სისტემების მხრივ დარღვევებს, რომელიც იღებს მონაწილეობას თმების კვებასა და ზრდაზე.

მონილეტრიქსი  – კლინიკური სურათი ხასიათდება თავის თმიან ნაწილზე წვრილი კვანძების გაჩენით წვერებში გარქოვანებული ბოლქვებით სიცოცხლის პირველ წელს. თანდათანობით თავის კანი ხდება მშრალი, აქერცვლადი. დისტროფიული ცვლილებების გამო თმები ხდება მშრალი, მსხვრევადი, კარგავს ბრწყინვალებას, მათი სიგრძე ვერ აღწევს 2–3 სმ–ს, იწყება ინტენსიური ცვენა და ჩნდება გამელოტებული კერები. ზოგჯერ შესაძლებელია მონილეტრიქსის თანაარსებობა კატარაქტასთან ერთად (საბუროს სინდრომი), ასევე ჰიპოფიზარულ უკმარისობასა და მხედველობის ველის შევიწროვებასთან (რაცა–ტურის სინდრომი). დაავადების მიმდინარეობა ქრონიკულია, შესაძლებელია პროცესის დროებითი გაუმჯობესება სქესობრივი მომწიფების პერიოდში.

თმის სტრუქტურის მიკროსკოპიული გამოკვლევისას თმა მოგვაგონებს მძივს, მასზე მუქი და ღია ფერის მონაკვეთების მონაცვლეობის გამო. ღია ფერის ნაწილები გათხელებულია მათში ტვინოვანი ნივთიერების არარსებობის გამო, ხოლო მუქი ნაწილები (ნორმალური სტრუქტურულად) გასქელებულია.

მონილეტრიქსი  მკურნალობა ტარდება ამბულატორიულად დერმატოლოგთან; ინიშნება А, Е, Вჯგუფის ვიტამინები, ნაჩვენებია ულტრაიისფერი დასხივება, მასაჟი თხევადი აზოტით, მშრალი თოვლით, 2%–იანი გოგირდ–სალიცილისა და 5% გოგირდ–დიქტიორის მაზით დამუშავება.

პროგნოზულად სიცოცხლისათვის კეთილსაიმედოა. პროფილაქტიკა შემუშავებული არაა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..