წინუბანი – ადმინისტრაციული მდებარეობა – ბორჯომის რაიონი. გეოგრაფიული მდებარეობა – მდ. გუჯარეთის წყლის ხეობა, წაღვერიდან 15 კმ-ის მანძილზე. სიმაღლე ზღვის დონიდან – 1520-1550 მ. რელიეფი – გაშლილი
წინუბანი – კლიმატი – საშუალო მთის (ზედა სარტყელი). ზამთარი ცივი, მდგრადი თოვლის საფარით. იანვრის საშუალო ტემპერატურაა – 40C. ზაფხული გრილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 160C. ნალექების წლიური რაოდენობა – 800 მმ. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში – 2200 საათი
წინუბანი – ფლორა – სამხრეთ კალთებზე წიწვოვანი (ფიჭვი, ნაძვი) ტყეები, ჩრდილოეთით – იალაღები
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ზედა სარტყლის ჰავა და ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატული, კალციუმიან-ნატრიუმიან-მაგნიუმიანი (,,ნარზანი»-ს ტიპის) მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 3,2 გ/დმ3 და ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატულ-ქლორიდული, ნატრიუმიანი (,,ესენტუკი»-ს ტიპის) მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 10,9 გ/დმ3
წინუბანი – მკურნალობის სახეობები: პასიური კლიმატოთერაპია, მინერალური წყლის მიღება (დალევა). >> საქართველოს კურორტები
.
.