კაროტიდული (საძილე არტერიის) ენდარტერექტომია

კაროტიდული (საძილე არტერიის) ენდარტერექტომია

კაროტიდული   (საძილე არტერიის) ენდარტერექტომია –  ჩვენებები, საჭირო კვლევები,  გართულებები, რისკები >>>

კაროტიდული   (საძილე არტერიის) ენდარტერექტომია ოპერაციული ჩარევაა  საძილე არტერიაზე, რომელიც მიმართულია  ათეროსკლეროზული ბალთით დაზიანებული სისხლძარღვის შიგნითა გარსის მოცილებისაკენ, რაც წარმოადგენს ინსულტის პრევენციას.

ასაკის მატებასთან ერთად ათეროსკლეროზული პროცესის პროგრესირების გამო სისხლძარღვებში, მათ შორის საძილე არტერიაში წარმოიქმნება ათეროსკლეროზული ბალთები, რაც იწვევს  შევიწროებასა და შესაბამისი უბნის სისხლმომარაგების დარღვევას. საძილე არტერიის სტენოზი   განაპირობებს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლას. გარდა ამისა საძილე არტერიის კედლიდან მოწყვეტილი თრომბული მასები შესაძლოა გახდეს თავის ტვინის სისხლძარღვების ემბოლიისა და იშემიური ინსულტის განვითარების მიზეზი, წვრილი არტერიების დაზიანების შედეგად აღინიშნება ტრანზიტორული იშემიური შეტევა  (მიკროინსულტი). ასეთ შემთხვევაში მკურნალობის ერთერთ მეთოდს წარმოადგენს კაროტიდული    (საძილე არტერიის) ენდარტერექტომია, რაც შედარებით უსაფრთხოა და ხანგრძლივი ეფექტი გააჩნია.

კაროტიდული   (საძილე არტერიის) ენდარტერექტომიის ჩვენებებია:

კაროტიდული  (საძილე არტერიის) ენდარტერექტომიის ჩატარებამდე ტარდება შემდეგი კვლევები:

 გამოკვლევის აღნიშნული მეთოდები შესაძლებლობას იძლევა განისაზღვროს სისხლის მიმოქცევის დარღვევის დონე, ათეროსკლეროზული ბალთების ლოკალიზაცია.

კაროტიდული  (საძილე არტერიის) ენდარტერექტომიის გართულებები

ისევე, როგორც სხვა ქირურგიული ჩარევების დროს კაროტიდული  ენდარტერექტომიის შემდეგაც მოსალოდნელია გართულებები, რომელთა შორისაც ყველაზე სერიოზული გართულებაა ინსულტი. ინსულტის გარდა შესაძლებელია განვითარდეს საძილე არტერიის განმეორებითი დახშობა -რესტენოზი, განსაკუთრებით თუ ოპერაციის შემდეგ პაციენტი არ იცავს ექიმის რეკომენდაციებს. სხვა გართულებებია: ნერვების დაზიანება, რაც იწვევს ხმის ჩახლეჩვას, ყლაპვის გაძნელებას, სახის დაბუჟებას, ჩვეულებრივ ეს გართულებები არ საჭიროებს სპეციალურ მკურნალობას და თავისით გაივლის ერთი თვის შემდეგ.

კაროტიდული  (საძილე არტერიის) ენდარტერექტომიის გართულებები რისკი იმატებს შემდეგი მდგომარეობების დროს:

კაროტიდული  (საძილე არტერიის) ენდარტერექტომიის შემდეგ რეკომენდირებულია ანტიკოაგულაციური საშუალებების მიღება, რათა თავიდან იქნეს აცილებული საძილე არტერიაში თრომბების წარმოქმნა და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის განმეორებითი მოშლა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988