ვენური სისტემის დაავადებების მკურნალობა

ვენური სისტემის დაავადებების მკურნალობა

ვენური სისტემის დაავადებების მკურნალობა კომპლექსური ღონისძიებებია, რომლებიც მოიცავს კონსერვატიულ და ქირურგიულ მეთოდებს. ვენური სისტემის დაავადებებს მიეკუთვნება ქვემო კიდურების ქრონიკული ვენური უკმარისობა, ვენების ვარიკოზული გაგანიერება,  ღრმა ვენების თრომბოზი, რომელიც შეიძლება გართულდეს ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიით.

ვენური სისტემის დაავადებების მკურნალობა დამოკიდებულია პათოლოგიური პროცესის ლოკალიზაციაზე, დაავადების სიმძიმეზე. ვენური სისტემის დაავადებების მკურნალობის არაოპერაციულ მეთოდებს მიეკუთვნება კომპრესიული და მედიკამენტოზური მკურნალობა, სკლეროთერაპია, ქირურგიული მეთოდები კი მოიცავს: თრომბექტომიას, ფლებექტომიას, კავა ფილტრის იმპლანტაციას.

ვენური სისტემის დაავადებების კონსერვატიული მკურნალობა
ვენური სისტემის დაავადებების ქირურგიული მკურნალობა

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები.


  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

..