გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების ულტრაბგერითი გამოკვლევა

გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების ულტრაბგერითი გამოკვლევა

ულტრაბგერითი გამოკვლევა საშუალებას იძლევა შესწავლილ იქნას თვით გულის სტრუქტურა და გამოვლინდეს სითხე პერიკარდიუმის ღრუში, ღრუსშიდა თრომბები, შეფასდეს გულის ფუნქციური მდგომარეობა, განისაზღვროს გულის კამერების ზომა, სისხლის ნაკადი მაგისტრალურ სისხლძარღვებში >>>

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია

გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების ულტრაბგერითი გამოკვლევა (ექოკარდიოგრაფია),  წარმოადგენს გულ – სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკის მაღალინფორმატიულ, უმტკივნეულო და უსაფრთხო მეთოდს. ულტრაბგერითი გამოკვლევა საშუალებას იძლევა შესწავლილ იქნას თვით გულის სტრუქტურა და ასევე გამოვლინდეს სითხე პერიკარდიუმის ღრუში, ღრუსშიდა თრომბები, შეფასდეს გულის ფუნქციური მდგომარეობა, განისაზღვროს გულის კამერების ზომა, სისხლის ნაკადი მაგისტრალურ სისხლძარღვებში. გამოკვლევის ინფორმატიულობას რამდენამდე  ზრდის დოპლეროგრაფია, განსაკუთრებით კი პაციენტებში გულის იშემიური დაავადებით, მათ შორის სხვადასხვა ლოკალიზაცის მიოკარდიუმისინფარქტის, კარდიომიოპათიების, მიოკარდიტების და სხვა პათოლოგიების  დროს.

გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების ულტრაბგერითი გამოკვლევის მიზანი

გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების ულტრაბგერითი გამოკვლევას უპირველეს ყოვლისა მიმართავენ გულის მანკებზე ეჭვის მიტანისას, ასევე გამოიყენება გულის იშემიური დაავადებისსტენოკარდიის, მიოკარდიუმის ინფარქტის დიაგნოსტიკისათვის, გადატანილი ინფარქტის შემდგომი მდგომარეობის შესაფასებლად; გულის გარეთა გარსების დაავადებების დროს – კარდიომიოპათია, პერიკარდიტები; პერიფერიული არტერიების დაავადებები – თავის ტვინის, ქვემო კიდურების, მუცლის ღრუს, თირკმლების. ფართოდ გამოიყენება პროფილაქტიკური გამოკვლევების დროს, რამდენადაც შესაძლებლობას იძლევა დროულად გამოვლინდეს გულის ფუნქციის დარღვევა.

გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩვენებები:

განასხვავებენ ექოკარდიოგრაფიის რამდენიმე სახეს:

________________________________________________

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
..