გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების ულტრაბგერითი გამოკვლევა

ულტრაბგერითი გამოკვლევა საშუალებას იძლევა შესწავლილ იქნას თვით გულის სტრუქტურა და გამოვლინდეს სითხე პერიკარდიუმის ღრუში, ღრუსშიდა თრომბები, შეფასდეს გულის ფუნქციური მდგომარეობა, განისაზღვროს გულის კამერების ზომა, სისხლის ნაკადი მაგისტრალურ სისხლძარღვებში.


საქართველოდან ბევრი მიმართავს უცხოურ კლინიკებს, დიაგნოზის გადასამოწმებლად, კონსულტირებისა და თუ აუცილებელია – სამკურნალოდაც. განსაკუთრებით ხშირია დიაგნოზის გადამოწმება. უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების ულტრაბგერითი გამოკვლევა (ექოკარდიოგრაფია),  წარმოადგენს გულ – სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკის მაღალინფორმატიულ, უმტკივნეულო და უსაფრთხო მეთოდს. ულტრაბგერითი გამოკვლევა საშუალებას იძლევა შესწავლილ იქნას თვით გულის სტრუქტურა და ასევე გამოვლინდეს სითხე პერიკარდიუმის ღრუში, ღრუსშიდა თრომბები, შეფასდეს გულის ფუნქციური მდგომარეობა, განისაზღვროს გულის კამერების ზომა, სისხლის ნაკადი მაგისტრალურ სისხლძარღვებში. გამოკვლევის ინფორმატიულობას რამდენამდე  ზრდის დოპლეროგრაფია, განსაკუთრებით კი პაციენტებში გულის იშემიური დაავადებით, მათ შორის სხვადასხვა ლოკალიზაცის მიოკარდიუმისინფარქტის, კარდიომიოპათიების, მიოკარდიტების და სხვა პათოლოგიების  დროს.

გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების ულტრაბგერითი გამოკვლევის მიზანი

გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების ულტრაბგერითი გამოკვლევას უპირველეს ყოვლისა მიმართავენ გულის მანკებზე ეჭვის მიტანისას, ასევე გამოიყენება გულის იშემიური დაავადების – სტენოკარდიის, მიოკარდიუმის ინფარქტის დიაგნოსტიკისათვის, გადატანილი ინფარქტის შემდგომი მდგომარეობის შესაფასებლად; გულის გარეთა გარსების დაავადებების დროს – კარდიომიოპათია, პერიკარდიტები; პერიფერიული არტერიების დაავადებები – თავის ტვინის, ქვემო კიდურების, მუცლის ღრუს, თირკმლების. ფართოდ გამოიყენება პროფილაქტიკური გამოკვლევების დროს, რამდენადაც შესაძლებლობას იძლევა დროულად გამოვლინდეს გულის ფუნქციის დარღვევა.

გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩვენებები:

  • გულის თანდაყოლილ ან შეძენილ მანკებზე ეჭვის მიტანა
  • გულის აუსკულტაციური მონაცემების ცვლილებები
  • ელექტროკარდიოგრაფიული ცვლილებები
  • გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი
  • მაღალი არტერიული წნევა
  • რეგულარული სპორტული ვარჯიშები
  • გულის სიმსივნეზე ეჭვის მიტანა
  • აორტის გულმკერდის ნაწილის ანევრიზმზე ეჭვის მიტანა

განასხვავებენ ექოკარდიოგრაფიის რამდენიმე სახეს:

  • ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფია
  • ტრანსეზოფაგული ექოკარდიოგრაფია
  • სტრეს – ექოკარდიოგრაფია
  • სამგანზომილებიანი ექოკარდიოგრაფია
  • ექოკარდიოგრაფია კონტრასტით

ანალიზები, დიაგნოსტიკა >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.