სტრეს ექოკარდიოგრაფია დობუტამინით

სტრეს ექოკარდიოგრაფია დობუტამინით

სტრეს – ექოკარდიოგრაფია  – ჩვენებები, უკუჩვენებები, პროცედურის მსვლელობა >>>>

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია

გულის იშემიური დაავადებისა და სარქვლოვანი აპარატის პათოლოგიების დიაგნოსტიკაში მნიშვნელოვანია გულის ულტრაბგერითი გამოკვლევა დატვირთვის ტესტებთან კომბინაციაში – სტრეს – ექოკარდიოგრაფია.  სტრეს – ექოკარდიოგრაფია  შესაძლებელია ჩატარდეს როგორც ფიზიკური დატვირთვით, ისე მედიკამენტოზური საშუალებებით (დობუტამინი, დიპირიდამოლი, ადენოზინი). იმ პაციენტების შემთხვევაში, რომელთაც არ შეუძლიათ ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა (მაგ. ასაკოვანი პირები ძვალ-სახსროვანი პათოლოგიებით), უპირატესობა ენიჭება ფარმაკოლოგიურ საშუალებებს. ყველაზე ხშირად გამოიყენება დობუტამინი, რომელიც ზრდის გულის კუმშვის სიხშირეს, მოთხოვნილებას ჟანგბადზე, ისევე როგორც ეს ხდება ფიზიკური დატვირთვისას.

სტრეს – ექოკარდიოგრაფია  დობუტამინით – ჩვენებები

სტრეს – ექოკარდიოგრაფია  დობუტამინით – უკუჩვენებები

სტრეს-ექოკარდიოგრაფია  დობუტამინით – პროცედურა

სტრეს – ექოკარდიოგრაფიის პროცედურის დროს სპეციალური დოზატორის მეშვეობით ხდება ვენაში დობუტამინის შეყვანა 15 წუთის განმავლობაში, პარალელურად მიმდინარეობს  არტერიული წნევის მონიტორინგი, ელექტროკარდიოგრაფიული და ულტრაბგერითი  კონტროლი. ტესტი წყდება, როდესაც გულის შეკუმშვები სამიზნე სიხშირეს მიაღწევს   ან გამოვლინდება არასასურველი ნიშნები, როგორიცაა  გულის კუმშვადობის ცვლილებები ულტრაბგერითი კვლევაზე, დაღლილობა, ტკივილი გულმკერდის არეში, ქოშინი, არტერიული წნევისა და ელექტროკარდიოგრაფიული ცვლილებები.   ხდება მიღებული კვლევის შედეგების დაფიქსირება და დინამიკაში შემდგომი ტესტის შედეგებთან შედარება.

ძალზედ მნიშვნელოვანია სტრეს – ექოკარდიოგრაფია  რევასკულარიზაციის ღონისძიებების პროგნოზის განსაზღვრისათვის, რაც დამოკიდებულია სწორედ სიცოცხლისუნარიანი მიოკარდიუმის  მდგომარეობაზე, მარცხენა პარკუჭის სარეზერვო კუმშვით შესაძლებლობაზე. ასევე აუცილებელია სტრეს – ექოკარდიოგრაფიის გამოყენება გულის სარქვლოვანი აპარატის დაზიანების სიმძიმისა და ქირურგიული მკურნალობის ჩვენების განსაზღვრისათვის.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988