სტრეს ექოკარდიოგრაფია დობუტამინით

სტრეს – ექოკარდიოგრაფია  დობუტამინით – ჩვენებები

  • მიოკარდიუმის იშემიის დიაგნოსტიკა ფიზიკური დატვირთვის ტესტის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში
  • მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდეგ სიცოცხლისუნარიანი მიოკარდიუმის გამოვლენის მიზნით, ოპერაციული მკურნალობის ჩვენების განსაზღვრისათვის
  • აორტალური სარქვლის შევიწროების სიმძიმის შეფასება პაციენტებში გულის დაბალი კუმშვადობის უნარით

საქართველოდან ბევრი მიმართავს უცხოურ კლინიკებს, დიაგნოზის გადასამოწმებლად, კონსულტირებისა და თუ აუცილებელია – სამკურნალოდაც. განსაკუთრებით ხშირია დიაგნოზის გადამოწმება. უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


სტრეს – ექოკარდიოგრაფია  დობუტამინით – უკუჩვენებები

  • მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე ფაზა
  • მწვავე მიოკარდიტი და პერიკარდიტი
  • გამოხატული რითმის დარღვევები
  • მძიმე აორტის სტენოზი
  • მძიმე ანემია, მწვავე ინფექცია
  • აორტის მწვავე განშრევება
  • ჰიპერთირეოზი

სტრეს-ექოკარდიოგრაფია  დობუტამინით – პროცედურა

სტრეს – ექოკარდიოგრაფიის პროცედურის დროს სპეციალური დოზატორის მეშვეობით ხდება ვენაში დობუტამინის შეყვანა 15 წუთის განმავლობაში, პარალელურად მიმდინარეობს  არტერიული წნევის მონიტორინგი, ელექტროკარდიოგრაფიული და ულტრაბგერითი  კონტროლი. ტესტი წყდება, როდესაც გულის შეკუმშვები სამიზნე სიხშირეს მიაღწევს   ან გამოვლინდება არასასურველი ნიშნები, როგორიცაა  გულის კუმშვადობის ცვლილებები ულტრაბგერითი კვლევაზე, დაღლილობა, ტკივილი გულმკერდის არეში, ქოშინი, არტერიული წნევისა და ელექტროკარდიოგრაფიული ცვლილებები.   ხდება მიღებული კვლევის შედეგების დაფიქსირება და დინამიკაში შემდგომი ტესტის შედეგებთან შედარება.

ძალზედ მნიშვნელოვანია სტრეს – ექოკარდიოგრაფია  რევასკულარიზაციის ღონისძიებების პროგნოზის განსაზღვრისათვის, რაც დამოკიდებულია სწორედ სიცოცხლისუნარიანი მიოკარდიუმის  მდგომარეობაზე, მარცხენა პარკუჭის სარეზერვო კუმშვით შესაძლებლობაზე. ასევე აუცილებელია სტრეს – ექოკარდიოგრაფიის გამოყენება გულის სარქვლოვანი აპარატის დაზიანების სიმძიმისა და ქირურგიული მკურნალობის ჩვენების განსაზღვრისათვის.  ანალიზები, დიაგნოსტიკა >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.