გულმკერდის ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფია

გულმკერდის ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფია (რენტგენოტომოგრაფია) წარმოადგენს გულმკერდის კედლის სტრუქტურებისა და გულმკერდის ღრუს ორგანოების შრეობრივ რენტგენოლოგიურ გამოსახულებას. გამოკლვევა საშუალებას იძლევა მოხდეს ფილტვების, გულის, საყლაპავის, სისხლძარღვების და ასევე შუასაყრის რბილი ქსოვილებისა და ორგანოების დაავადებების დიაგნოსტირება.


საქართველოდან ბევრი მიმართავს უცხოურ კლინიკებს, დიაგნოზის გადასამოწმებლად, კონსულტირებისა და თუ აუცილებელია – სამკურნალოდაც. განსაკუთრებით ხშირია დიაგნოზის გადამოწმება. უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია ხშირად ტარდება დიაგნოზის დადასტურებისა და დაზუსტების მიზნით, განსაკუთრებით  მძიმე და სადაო შემთხვევებში, ტრავმული დაზიანების ხასიათისა და მოცულობის განსაზღვრის მიზნით, მკურნალობის პროცესში დინამიკაში დაკვირვებისათვის, მკურნალობის ტაქტიკის შერჩევისათვის. გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია საშუალებას იძლევა დიდი სიზუსტით მოხდეს გულმკერდის ძვლოვანი, ხრტილოვანი, პარენქიმული და შემაერთებელქსოვილოვანი წარმონაქმნების ვიზუალიზაცია, დათვალიერდეს ღრუები და მათი ავსება, სისხლძარღვები, ლიმფური სისტემა, სარძევე ჯირკვლები. კომპიუტერული ტომოგრაფია  ინიშნება მიმოხილვითი რენტგენოგრაფიის   ჩატარების შემდეგ და ყველაზე ხშირად ტარდება შემდეგი დაავადებების დიაგნოსტიკის მიზნით:

  • ინფექციური დაავადებები (პნევმონია, ფილტვის აბსცესი, მედიასტინიტი, პლევრიტი, ტუბერკულოზი);
  • პლევრის ღრუში გამონადენის არსებობა (სისხლი, ტრანსუდატი) და პნევმოთორაქსი  (ჰაერის არსებობა პლევრის ღრუში)
  • ფილტვების, შუასაყრის და სარძევე ჯირკვლის კიბო, მეტასტაზების, კისტების  არსებობა
  • სისტემური დაავადებები (ლიმფოგრანულომატოზი)
  • ბრონქოექტაზიური დაავადებები  და ფილტვების ემფიზემა
  • აორტის ანევრიზმა და მსხვილი სისხლძარღვების პათოლოგიები
  • ფილტვის არტერიების თრომბოემბოლია და ფილტვის ინფარქტი
  • ფილტვების ინტერსტიციალური დაავადებები და დისემინირებული პროცესები
  • ფილტვის კარისა და შუასაყრის ლიმფური კვანძების გადიდება
  • ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც კლინიკური სურათი არ შეესაბამება რენტგენოლოგიური კვლევის მონაცემებს.

შუასაყრის ორგანოების კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ ფაქტიურად ჩაანაცვლა მედიასტინოსკოპია, რომელიც წარმოადგენდა ინვაზიურ მეთოდს, შუასაყრის დათვალიერება ხდებოდა გულმკერდის კედლის გახვრეტით. შუასაყრის პათოლოგიის დიაგნოსტირება კომპიუტერული ტომოგრაფიით 100%-ით სიზუსტით გამოირჩევა.

გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია რთულ შემთხვევებში შესაძლებლობას იძლევა დიფერენეცირდეს  ერთმანეთისაგან კალციფიცირებული მსხვილი ტუბერკულოზური კერები სიმსივნისაგან, ბრონქოპლევრალური ფისტულა ან ემფიზემა აბსცესისაგან. დიდი სიზუსტით ადგენს კომპიუტერული ტომოგრაფია  სიმსივნის, მდებარეობას, ირგვლივ მდებარე ქსოვილებში ჩაზრდას, ავლენს აორტის განშრევებასა და გასკდომას, შესაძლებელია შეფასდეს შუასაყრის ლიმფური კვანძების მდგომარეობა, ასევე უცხო სხეულების არსებობა, ტრავმული დაზიანება.

გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია შესაძლებელია ჩატარდეს კონტრასტით, რაც საშუალებას იძლევა უფრო დეტალურად მოხდეს სისხლძარღვოვანი სისტემისა და რბილი ქსოვილების შესწავლა.

გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფიის  უკუჩვენებები  კონტრასტის გამოყენების შემთხვევაში:

  • ალერგიული რეაქცია იოდზე და ზღვის პროდუქტებზე
  • ბრონქული ასთმა
  • ფარისებრი ჯირკვლის  დაავადებები, რომლებიც მუდმივად საჭიროებენ  ჰორმონალური პრეპარატების გამოყენებას. ასეთ შემთხვევაში კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტით უნდა ჩატარდეს მხოლოდ ენდოკრინოლოგის ნებართვით    ანალიზები, დიაგნოსტიკა >>

პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

..