მუცლის ღრუს მიმოხილვითი რენტგენოგრაფია

მუცლის ღრუს მიმოხილვითი რენტგენოგრაფია  მიეკუთვნება სტანდარტულ რენტგენოლოგიურ კვლევას. მუცლის ღრუს გამოკველევისათვის მიმოხილვითი რენტგენოგრაფია  ნაკლებ ინფორმატიული მეთოდია, რადგანაც რბილი ქსოვილები უმეტეს შემთხვევაში რენტგენონეგატიურია, ანუ რენტგენოლოგიური გამოკვლევისას ხილვადი არაა.  რენტგენოლოგიური გამოკვლევისას შესაძლებელია მხოლოდ მსჯელობა მუცლის ღრუში და საჭმლის მომნელებელ ტრაქტში აირის, სითხის, ქვების ან  უცხო სხეულის არსებობაზე. მუცლის ღრუს რენტგენოგრაფია  ეფექტურია მუცლის ღრუს ღრუ ორგანოების  გახეთქვისა და პერფორაციის დიაგნოსტიკისათვის. ასეთ შემთხვევაში რენტგენოგრამაზე  ჩანს თავისუფალი აირი მუცლის ღრუში, რომელიც ნორმაში არ უნდა იყოს.


საქართველოდან ბევრი მიმართავს უცხოურ კლინიკებს, დიაგნოზის გადასამოწმებლად, კონსულტირებისა და თუ აუცილებელია – სამკურნალოდაც. განსაკუთრებით ხშირია დიაგნოზის გადამოწმება. უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


მუცლის ღრუს მიმოხილვითი რენტგენოგრაფია  წარმოადგენს   ნაწლავთა გაუვალობის ძირითად სადიაგნოსტიკო მეთოდს. ამ შემთხვევაში რენტგენოგრამაზე კარგად ჩანს გადაბერილი ნაწლავის მარყუჟები სითხისა და აირის დონეებით, ე.წ. კლოიბერის ფიალები, რომელთა არსებობისა და მდებარეობის მიხედვით შესაძლებელია ვიმსჯელოთ გაუვალობის ლოკალიზაციაზე.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, მუცლის ღრუს მიმოხილვითი რენტგენოგრაფიით შესაძლებელია მოხდეს შემდეგი პათოლოგიების დიაგნოსტირება: შარდკენჭოვანი და ნაღვლკენჭოვანი დაავადებები, რომელთა დროსაც ვლინდება რენტგენოკონტრასტული ქვები თირკმლებში, შარდსაწვეთში, შარდის ბუშტში, ნაღვლის ბუშტში; ნაწლავის სანათურის სიმსივნით დახშობა; აბსცესი, რომლის დროსაც ვლინდება რენტგენონეგატიური უბნები; დივერტიკულიტი  მუცლის ღრუში სისხლისა და ასციტური სითხის არსებობა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს უფრო ინფორმატიული და თანამედროვე მეთოდები მსგავსი მდგომარეობის გამოსავლენად, რენტგენოგრაფია  ამ შემთხვევაში გამოიყენება იშვიათად.    ანალიზები, დიაგნოსტიკა >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.