მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია

მუცლის ღრუსა და რეტროპერიტონეალური სივრცის კომპიუტერული ტომოგრაფია წარმოადგენს შეუცვლელ და ინფორმატიულ მეთოდს თერაპიულ და ქირურგიულ პრაქტიკაში, ჩვეულებრივ ინიშნება რენტგენოლოგიური ან ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარების შემდეგ დიაგნოზის დაზუსტების მიზნით. მოიცავს მუცლის ღრუს ორგანოების – პანკრეასის, ელენთის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის და რეტროპერიტონეალური ორგანოების – თირკმლების, თირკმელზედა ჯირკვლების, მუცლის ღრუს მსხვილი სისხლძარღვების, ლიმფოიდური ქსოვილის გამოკვლევას.


საქართველოდან ბევრი მიმართავს უცხოურ კლინიკებს, დიაგნოზის გადასამოწმებლად, კონსულტირებისა და თუ აუცილებელია – სამკურნალოდაც. განსაკუთრებით ხშირია დიაგნოზის გადამოწმება. უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


მუცლის ღრუსა და რეტროპერიტონეალური სივრცის კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარების ჩვენებები:

  • პირველადი და მეორადი მოცულობითი წარმონაქმნები (სიმსივნეები, კისტები და სხვა)
  • მუცლის ღრუსა და რეტრპერიტონეალური სივრცის აბსცესზე ეჭვი
  • ლიმფური კვანძების დაზიანება ჰემობლასტოზების დროს
  • მეტასტაზები ლიმფური კვანძებში
  • მექანიკური სიყვითლის გაძნელებული დიფერენციალური დიაგნოსტიკა
  • მუცლის ღრუსა და რეტროპერიტონეალური სივრცის ახალწარმონაქმნების ოპერაბელურობის საკითხის გადაწყვეტა
  • ეჭვი ანევრიზმის არსებობაზე (მუცლის აორტის ქრონიკული და განშრევებადი ანევრიზმა )
  • მუცლის ღრუსა და რეტროპერიტონეალური სივრცის ორგანოების  ტრავმები (მცირე რაოდენობით აირისა და თავისუფალი სითხის გამოვლენა, შერწყმული თორაკოაბდომინალური დაზიანების დიაგნოსტიკა, უცხო სხეულების ლოკალიზაციის დადგენა)

მუცლის ღრუს  კომპიუტერული ტომოგრაფია  შესაძლებელია ჩატარდეს კონტრასტის გამოყენების გარეშე, თუმცა უფრო ხშირად ტარდება კონტრასტით და დამიზნებით რომელიმე ორგანოს გამოკვლევა, მაგალითად ღვიძლის ან ჰეპატოპანკრეატოდუოდენალური ზონის კომპიუტერული ტომოგრაფია.

მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია წარმოდგენას გვაძლევს პარენქიმული ორგანოების სტრუქტურის თავისებურებებზე, მათში ანთებითი პროცესის, ნეკროზის, პერიფოკალური ანთების არსებობაზე, ზომებზე, მდებარეობასა და ფორმაზე. ასე მაგალითად ღვიძლის კომპიუტერული ტომოგრაფია საშუალებას იძლევა გამოვლინდეს პირველადი და მეორადი, კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნებისათვის (ჰემანგიომა, ჰეპატოცელულური კარცინომა) დამახასიათებელი ცვლილებები, ღვიძლის ქსოვილის სტრუქტურული ცვლილებები მისი სტეატოზის (ცხიმოვანი ჰეპატოზი) დროს, ჰემოქრომატოზისათვის  დამახასიათებელი სტრუქტურის გამკვრივება.

უფრო დეტალურ ინფორმაციას იძლევა პარენქიმული ორგანოების შესახებ მუცლის ღრუს  კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტირებით, თუმცა გააჩნია გარკვეული უკუჩვენებები: ალერგია იოდის პრეპარატებზე და ზღვის პროდუქტებზე, ღვიძლის, თირკმლების, გულ – სისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაავადებები.

განსაკუთრებით ინფორმატიულია კომპიუტერული ტომოგრაფია სისხლძარღვთა დაავადებების დიაგნოსტიკის მხრივ, კერძოდ კი (მუცლის აორტის ქრონიკული და განშრევებადი ანევრიზმის, მუცლის ღრუს სისხლძარღვების თრომბოზული დაზიანებისას (პორტული და მეზენტერიალური თრომბოზი). სისხლძარღვოვანი სისტემის გამოკვლევისას მიმართავენ კომპიუტერული ტომოგრაფიას ინტრავენური კონტრასტირებით.  ანალიზები, დიაგნოსტიკა >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

..