სტაფილოდერმია

სტაფილოდერმია

სტაფილოდერმია – ეს არის დერმატოლოგიური დაავადებების ჯგუფი, რომელიც გამოწვეულია სტაფილოკოკური მიკროორგანიზმებით. აუცილებელია სტაფილოდერმია განვასხვავოთ სტრეპტოდერმიისგან. სხვადასხვა სახის სტაფილოდერმიების დროს ზიანდება თმის ბოლქვები, კანის საფარველის ღრმად მდებარე შრეები. სტაფილოდერმია ყველაზე ხშირად აავადებს ბავშვებს და მას გავრცელებული სახე აქვს.

სტაფილოდერმია განსხვავდება ერთეული გამონაყარის არსებობით, რომელსაც ახასიათებს ანთებითი პროცესის მწვავე მიმდინარეობა, რომელიც, როგორც წესი, მეორადია და კეთილთვისებიანი.

სტაფილოდერმიის ფორმებია:

  • ოსტიოფოლიკულიტი
  • ფოლიკულიტი
  • სტაფილოკოკური სიკოზი
  • ახალშობილთა ბუშტუკუ
  • ფურუნკულოზი
  • კარბუნკულოზი
  • სტაფილოკოკური ჰიდრადენიტი

ოსტიოფოლიკულის ახასიათებს თმის ბოლქვების ანთებად ლაკუნებში პუსტულების განვითარება. პუსტულების შიგთავსი ამოვსებულია მოყვითალო ფერის სითხით, რომლის ცენტრშიც მოთავსებულია თმის ღერი. რამოდენიმე დღის შემდეგ წარმონაქმნი შრება და ქრება.

უფრო ღრმად შეღწევისას ოსტიოფოლიკულიტი შესაძლოა გადაიზარდოს ფოლიკულიტში, რომლის დროსაც ვითარდება ინფილტრატის ანთებადი კვანძი თმის ძირის მიდამოში.

სტაფილოკოკური ხასიათის სიკოზი – მრავლობითი, მოლურჯო, გასქელებულ კანზე ჯგუფებად განლაგებული ოსტიოფოლიკულიტი ან ფოლიკულიტია ნიკაპისა და ზედა ტუჩის კანის მიდამოში. ზემოთხსენებული პათოლოგიური გამოვლინებები შესაძლოა შეგვხვდეს განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე. როგორც წესი, სტაფილოდერმიის ასეთი სახესხვაობები მიდრეკილია გახანგრძლივებული მიმდინარეობითა და რეციდივებით.

ეპიდემიური ხასიათის ახალშობილთა ბუშტუკი მწვავე დერმატოლოგიური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება კანის საფარველის გავრცელებული დაზიანებით. სტაფილოდერმიის ეს ფორმა, როგორც წესი აზიანებს ახალშობილ ბავშვებს დაბადების პირველ კვირეებში. ამ დროს კანზე ვითარდება დიდი რაოდენობით სხვადასხვა ზომის ბუშტები თხელი კედლებითა და გამჭვირვალე სითხით. დაავადება აზიანებს მთელ კანს, გარდა ხელისა და ფეხის გულებისა. ბუშტები ან ხმება და ივითარებს გამხმარ ქერქს, ან იზრდება და ერწყმის ერთმანეთს, რის შემდეგაც სკდება და წარმოიქმნება გავრცელებული ეროზია. ერთეულ შემთხვევებში ეროზიამ შესაძლოა მოიცვას მთელი ზედაპირი. მძიმე მიმდინარეობისას ბუშტები ფარავს ბავშვის ლორწოვან გარსებსაც.

კარბუნკულოზი – დერმატოლოგიური დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია სტაფილოკოკებით. დავადების დროს ვითარდება მუქი-წითელი ფერის გამსხვილებები მკვეთრი შეშუპებების მიდამოებში. შეშუპება ჩნდება დერმისა და ქვეშმდებარე ცხიმოვანი შრის ჩირქოვან-ნეკროზული პროცესის გამო. კანზე გაჩენილი გახსნილი წერტილიდან გამოდის ჩირქოვანი გამონადენი, რომელიც უხშირესად სქელი კონსისტენციისაა და შეიცავს სისხლსაც. კანის მკვდარი ქსოვილების მოცილების შედეგად რჩება ძლიერი წყლული, რომელიც შეხორცების შემდეგ ტოვებს უხეშ ნაწიბურს. დაავადების განვითარების დროს ერთ კერაში შესაძლოა მოხდეს ექვსამდე ფოლიკულის შერწყმა. ასეთ დროს პაციენტი განიცდის ძლიერ ტკივილს. ზოგადი სიმპტომატიკაა – გუნებაგანწყობის მკვეთრი გაფუჭება, ტემპერატურის მომატება, თავის ტკივილი. ხშირად კარბუნკულოზი ემართებათ სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებს, ვითარდება გამონაყარი კისრის უკანა ზედაპირზე, ზურგსა და წელის მიდამოში. კარბუნკულის განვითარების ყველაზე საშიში ადგილია სახის მიდამო. აღნიშნული დაავადების დროს პაციენტის მკურნალობისას აუცილებელია ავადმყოფის ჰოსპიტალიზირება. კარბუნკულების გახსნა ხდება ქირურგიული წესით, რომელსაც შემდგომში ედება მადეზინფიცირებელი სახვევი.

სტაფილოკოკური ჰიდრადენიტი – საოფლე ჯირკვლების ჩირქოვანი ხასიათის ანთებითი დაავადებაა. როგორც წესი, კანის საფარველზე ვითარდება მწვავე ანთების კერები, რომელთა გასკდომის შედეგადაც გამოედინება ჩირქოვანი შიგთავსი. ამის შემდეგ დაზიანებული კანი ნაწიბურდება. სტაფილოკოკური ჰიდრადენიტი უხშირესად აავადებს ქალებს, რომელთაც აქვთ ჭარბწონიანობა და ოფლის გაძლიერებული გამოყოფა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..