შეგუებითი რეაქციების მოშლილობა

შეგუებითი რეაქციების მოშლილობა

 შეგუებითი რეაქციების მოშლილობა წარმოადგენს  სუბიექტური დისტრესის და ემოციური დარღვევის მდგომარეობას, რომელიც   წესი ხელს უშლის სოციალურ ფუნქციონირებას და პროდუქტიულობას და ვითარდება ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებისადმი ან ცხოვრებისეული სტრესული სიტუაციისადმი  (მათ შრის სერიოზული ფიზიკური დარღვევის ან დაავდების არსებობის ან შესაძლო არსებობის დროს) ადაპტაციის პერიოდში. სტრესულმა ფაქტორმა შესაძლებელია დააზიანოს ავადმყოფის ინტეგრაცია სოციუმში (ახლობლების დაკარგვა, განშორების განცდა), სოციალური მხარდაჭერის და სოციალური ღირებულებების უფრო ფართე სისტემა. სტრესორი (სტრესს-ფაქტორი) შესაძლებელია ეხებოდეს ინდივიდუმს ან მის მიკროსოციალურ გარემოს.

რა აპროვოცირებს შეგუებითი რეაქციების მოშლილობას:

უფრო მნიშვნელოვანი როლს ვიდრე სტრესი, თამაშობს ინდივიდუალური წინასწარგანწყობა ან სისუსტე და  დაუცველობა, მაგრამ ამის მიუხედავად ითვლება, რომ ეს მდგომარეობა ვერ განვითარდება სტრესული ფაქტორის ზემოქმედების გარეშე.

პათოგენზი ( რა ხდება?) შეგუებითი რეაქციების მოშლილობის დროს:

იწყება როგორც წესი სტრესული ამბავის ან ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებების 1 თვის თავზე , ხოლო სიმპტომატიკის ხანგრძლივობა არ აღემატება 6 თვეს (ადაპტაციის დარღვევით გამოწვეული პროლონგირებული დეპრესიული რეაქციის გარდა).

სიმპტომატიკა შეგუებითი რეაქციების მოშლილობის დროს

გამოხატულება მრავალფეროვანია და მოიცავს დეპრესიულ გუნებაგანწყობას, შფოთვას, შიშს; დაგეგმარების ან რეალურ სიტუაციაში დარჩენის   შეუძლებლობის შეგრძნება; ასევე პროდუქტიულობის შემცირება ყოველდღიურ საქმიანობაში.

ინდივიდუუმი შეიძლება გრძნობდეს მიდრეკილებას დრამატული ქცევებისადმი და აგრესიისისადმი, მაგრამ ეს იშვიათია. ამის მიუხედავად, დამატებით, განსაკუთრებით მოზარდებში, შესაძლებელია აღინიშნებოდეს ქცევითი დარღვევები ( მაგალითად, აგრესიული ან დისსოციალური ქცევა).

არც ერთი სიმპტომი არ დომინირებს, იმისათვის რომ ვისაუბროთ უფრო სპეციფიკურ დიაგნოზზე.

ისეთი რეგრესიული ფენომენები ბავშვებში, როგორიც არის ენურეზი, საბავშვო მეტყველება ან თითის წოვა ხშირ სიმპტომებს წარმოადგენენ.

შეგუებითი რეაქციების მოშლილობის დიაგნოსტიკა.

დამოკიდებულია შემდეგი გამოვლინებების თანაფარდობის ყურადღებით შეფასებაზე:

–         სიმპტომების ფორმასა, შინაარსსა და სიმძლავრეს შორის;

–         ანამნეზურ და პიროვნულ მონაცემებს შორის;

–         სტრესულ სიტუაციასა და ცხოვრებისეულ კრიზისს შორის.

მესამე ფაქტორის არსებობა  დაზუსტებით უნდა იყოს განსაზღვრული და უნდა არსებობდეს საფუძვლიანი ან, შესაძლოა, სავარაუდო მტკიცებულებები მაინც, რომ დარღვევა ვერ განვითარდებოდა მის გარეშე. თუ სტრესორი შედარებით მცირეა და თუ დროის კავშირი (3 თვეზე ნაკლები) ვერ დგინდება, დარღვევა უნდა იყოს კლასიფიცირებული სხვაგვარად – არსებული ნიშნების თანახმად.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..