ბუნებრივი კვება (ძუძუთი კვება)

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧ ,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

დედის რძის გამოსაწველი აპარატები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონზე” >>> 
დედის რძის შესანახი მოწყობილობები
დოქტორ ბრაუნის ორიგინალური ბოთლების კომპლექტი ახალშობილის კვებისათვის
ბალიშები მეძუძური დედებისათვის
ბავშვის ჭურჭელი
ბალიშები მეძუძური დედებისათვის 

გახსოვდეთ: ძუძუთი კვება საუკეთესოა თქვენი შვილისათვის!

რა უპირატესობა აქვს ძუძუთი კვებას:

  1. დედის რძე სპეციფიურია, ე.ი. ისეთი, რომელიც შეესაბამება მზარდი ორგანიზმის თავისებურებებს, იგი ხელს უწყობს ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას;
  2. ქალის რძეს ბავშვი ადვილად ითვისებს, ვინაიდან მასში შემავალი ნივთიერებების გადამუშავებისათვის საკმარისია იმ ფერმენტების რაოდენობა, რომელიც ჩვილის კუჭ-ნაწლავში გამოიყოფა; უფრო მეტიც, თვით რძე შეიცავს ისეთ ფერმენტებს, რომლებიც ეხმარება ბავშვს საკვების მონელებაში.
  3. დედის რძე შეიცავს ინფექციის საწინააღმდეგო ფაქტორებს, რაც ბავშვს ინფექციებისაგან იცავს და ასევე, ეხმარება ახალშობილს საკუთარი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებაში;
  4. ძუძუთი კვების დროს მცირდება ალერგიის განვითარების შესაძლებლობა;
  5. ძუძუთი კვება ხელს უწყობს ენისა და სახის კუნთოვანი აპარატის ჩამოყალიბებას, რაც განსაზღვრავს შემდგომში ბავშვის სწორ მეტყველებას;
  6. ძუძუთი კვებისას ბავშვსა და დედას შორის არის მჭიდრო კონტაქტი, ბავშვი ბუნებრივად იღებს დედის სიყვარულსა და სითბოს, რაც თავის მხრივ განსაზღვრავს მომავალში ბავშვის ემოციურ სფეროს.
  7. ძუძუთი კვება დედის ჯანმრთელობის საწინდარია. იგი ხელს უწყობს მშობიარობის შემდგომ სისხლდენის სწრაფ შეწყვეტას
  8. ძუძუთი კვება უსაფრთხო და მოსახერხებელია, არ მოითხოვს რძის ადუღებასა და შეთბობას
  9. ძუძუთი კვება ეკონომიურია ოჯახის ბიუჯეტისათვის.

დედის სურვილი

დედის სურვილი – საკუთარი ძუძუთი კვებოს ბავშვი – უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ნორმალური ლაქტაციისათვის (რძის წარმოქმნისათვის), ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს მეძუძური ქალისათვის დადებით ემოციებს, მეუღლეებს შორის დამოკიდებულებას, რაც განსაზღვრავს რძის გამოყოფის თავისებურებებს და რძის შემადგენლობასაც კი.
ნორმალური ლაქტაციისა და ბავშვის ფიზიოლოგიური განვითარების აუცილებელი პირობები მეძუძური ქალისათვის ცხოვრების სწორი რეჟიმის დაცვა და საკვები პროდუქტების სწორი შერჩევაა: შეეცადეთ დაისვენოთ იმ დროს, როცა თქვენს პატარას სძინავს; უნდა გეძინოთ დღე-ღამეში სულ ცოტა 6-8 საათი; მიიღეთ საკვები დღეში 3-4-ჯერ და სითხე იმ რაოდენობით, რომ წყურვილის შეგრძნებამ არ შეგაწუხოთ.
მეძუძურმა დედამ უნდა მიიღოს 500 კილოკალორიით (შეესაბამება დაახლოებით ორ ჭიქა მაწონს ან რძეს) მეტი საკვები. ჭარბი კვება და დიდი რაოდენობით სითხის მიღება რძის წარმოქმნის გაძლიერებას არ განაპირობებს. ბავშვის დაბადებისთანავე, პირველივე წუთებში, მკერდში რძე არის ხსენის სახით.

გახსოვდეთ!

მაღალი კალორიულობა, ადვილად შეწოვის უნარი, ქიმიური შემადგენლობით მისი მსგავსება ბავშვის ქსოვილებთან, მაღალი იმუნური თვისებები _ ყოველივე ამის გამო ხსენი შეუცვლელი საკვებია ბავშვის დაბადების პირველ დღეებში.
ძუძუთი კვების დაწყება მიზანშეწონილია ბავშვის დაბადებიდან 0,5-1 საათის განმავლობაში. ამ პერიოდში ბავშვი იღებს პირველ რძეს – ხსენს – რომელიც ორჯერ უფრო კალორიულია, ვიდრე ჩამოყალიბებული შემადგენლობის რძე.

ხსენი

ხსენი მოყვითალო ფერისაა, ის ორი კვირის განმავლობაში თანდათან ღიავდება და მოთეთრო ან, ხშირად, მოცისფო ფერს იღებს. გამოწველილი რძე გაყინვისას ყვითელი ფერის ხდება.
გახსოვდეთ! ქალის რძის ფერი არ არის მისი ცხიმიანობისა და კვებითი ღირებულების მაჩვენებელი.
ყველა ქალის რძის შედგენილობა მუდმივად იცვლება ბავშვის მოთხოვნილების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, რძის შემადგენლობის შემოწმება აზრს კარგავს, რადგან თქვენ გაქვთ სწორედ ის რძე, რომელიც თქვენს პატარას სჭირდება.
ძუძუს წოვისას რძის პირველ ნაკადში წყლის შემცველობა უფრო მეტია, თუმცა მასში ბავშვის ინფექციისგან დამცავი ნივთიერებებიც დიდი რაოდენობებითაა.
ბოლო ნაკადი უფრო მდიდარია ცხიმით. ბავშვისათვის აუცილებელია ძუძუში დაგროვებული რძის მიღება სრული მოცულობით.
თუ მას უჭირს ძუძუს დაცლა, ბოლომდე გამოიწველეთ რძე და ისე მიეცით, რომ ბავშვი არ დარჩეს რძის ცხიმის გარეშე.
გამოწველილი რძე შეგიძლიათ შეინახოთ თავდახურულ გასტერილებულ ჭურჭელში.
იგი ვარგისია ოთახის ტემპერატურაზე 3-4 საათის განმავლობაში, მაცივარში – 24 საათი. გამოყენების წინ საჭიროა რძის შეთბობა და არა ადუღება.

გამოწველილი რძე ბავშვს უნდა მიეცეს კოვზით ან ჭიქით და არა საწოვარიანი ბოთლით, რადგან საწოვარათი წოვა ადვილია და შეიძლება ბავშვი ძუძუს წოვას გადაეჩვიოს, “გაზარმაცდეს”.
ახალშობილი თავდაპირველად მოთხოვნილების მიხედვით იკვებება _ 10-12-ჯერ დღე-ღამეში, დაახლოებით 2-2,5 საათიანი ინტერვალით.
შემდგომში ის თავად აყალიბებს კვების რეჟიმს.
თუ ბავშვს დიდხანს სძინავს, დღის განმავლობაში ის კვებისთვის ყოველ 3 საათში ერთხელ უნდა გააღვიძოთ.
თუ ბავშვი ერთი ძუძუს დაცლის შემდეგ ითხოვს კვების გაგრძელებას, აუცილებლად გადაიყვანეთ ის მეორე ძუძუზე.
შემდგომი კვება დაიწყეთ იმ ძუძუთი, რომლითაც დაამთავრეთ წინა კვება.
თუ ახალშობილი ერთ თვემდე ძუძუს წოვს და თქვენი რძის გარდა სხვა სითხეებს არ იღებს, დარწმუნდებით, რომ მას რძე ყოფნის, თუ:

  • შარდავს დღე-ღამეში 6-8-ჯერ;
  • აქვს ნაწლავთა მოქმედება დღე-ღამეში 1-2-ჯერ ან ყოველი კვების შემდეგ;
  • კვების შემდეგ ამჩნევთ, რომ დაკმაყოფილებულია;
  • წონის ნამატი კვირაში შეადგენს საშუალოდ 125-150 გრამს.

ძუძუთი კვების პოზიციები

  • აკვნის პოზიცია
  • “ფეხბურთელის” პოზიცია
  • გვერდზე წოლის პოზიცია
  • ზურგზე წოლის პოზიცია (როცა დედა ზურგზე წევს და ჩვილი მუცლით აწევს ზემოდან). ეს პოზიცია გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა დედას რძე აქვს დიდი რაოდენობით.

ძუძუთი კვებისას თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ის პოზიცია, რომელიც უფრო კომფორტულია თქვენთვის.

თუმცა, როგორ პოციზიაშიც არ უნდა აჭმევდეს დედა, თუ ბავშვი ძუძუს არასწორად მოეჭიდა, ის საჭირო რაოდენობის რძეს ვერ გამოსწოვს, დედას კი შეიძლება შეექმნას პრობლემები კერტის (ძუძუსთავის) დაზიანების, ნახეთქის, სარძევე ჯირკვლის გამკვრივების, მასტიტის (სარძევე ჯირკვლის ანთება) სახით და სხვა. ამიტომ აუცილებელია სწორი და არასწორი პოზიციის ნიშნების ცოდნა.

მეძუძური დედის პრობლემები

ძუძუთი კვებისას ზოგჯერ დედას უჩნდება პრობლემები: სარძევე ჯირკვლის გამკვრივება, დახეთქილი, მტკივნეული ძუძუსთავები, მასტიტი.
ყველა ამ შემთხვევაში ძუძუთი კვების გაგრძელება არათუ უსაფრთხოა, არამედ შველის კიდეც გაჩენილ პრობლემას: ყოველი კვების შემდეგ 1-2 წვეთი ძუძუს რძე წაისვით მტკივნეულ ძუძუსთავებზე და გაიშრეთ ჰაერზე.
თუ კერტების დაზიანება ღრმაა და კვებებს შორის სამკურნალო მალამოს ხმარებაა აუცილებელი, საჭიროა წამლის ნარჩენის ჩამობანა ყოველი კვების წინ.


ბუნებრივი კვებალალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🤱 გახსოვდეთ: ძუძუთი კვება საუკეთესოა თქვენი შვილისათვის!
🤔 რა უპირატესობა აქვს ძუძუთი კვებას?
დედის რძე სპეციფიურია, ე.ი. ისეთი, რომელიც შეესაბამება მზარდი ორგანიზმის თავისებურებებს, იგი ხელს უწყობს ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას;
ქალის რძეს ბავშვი ადვილად ითვისებს, ვინაიდან მასში შემავალი ნივთიერებების გადამუშავებისათვის საკმარისია იმ ფერმენტების რაოდენობა, რომელიც ჩვილის კუჭ-ნაწლავში გამოიყოფა;
დედის რძე შეიცავს ინფექციის საწინააღმდეგო ფაქტორებს, რაც ბავშვს ინფექციებისაგან იცავს და ასევე, ეხმარება ახალშობილს საკუთარი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებაში;
ძუძუთი კვების დროს მცირდება ალერგიის განვითარების შესაძლებლობა;
ძუძუთი კვება ხელს უწყობს ენისა და სახის კუნთოვანი აპარატის ჩამოყალიბებას, რაც განსაზღვრავს შემდგომში ბავშვის სწორ მეტყველებას;
📅 თუ ახალშობილი ერთ თვემდე ძუძუს წოვს და თქვენი რძის გარდა სხვა სითხეებს არ იღებს, დარწმუნდებით, რომ მას რძე ყოფნის, თუ:
➡️ შარდავს დღე-ღამეში 6-8-ჯერ;
➡️ აქვს ნაწლავთა მოქმედება დღე-ღამეში 1-2-ჯერ ან ყოველი კვების შემდეგ;
➡️ კვების შემდეგ ამჩნევთ, რომ დაკმაყოფილებულია;
➡️ წონის ნამატი კვირაში შეადგენს საშუალოდ 125-150 გრამს.
👉 შეიტყვეთ მეტი ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/40broNV
#ძუძუთიკვება #ბუნებრივიკვება #ხელოვნურიკვება #ძუძუთიკვებისუპირატესობები #დედისრძე #ბავშვისკვება #ახალშობილი #იმუნიტეტისგაძლიერება #ოქსიტოცინი #დედისრძისგამოწველა #ხსენი #ძუძუთიკვებისპოზიციები #მეძუძურიდედა #მეძუძურიდედისპრობლემები #ლაქტაცია #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

>>>  ბავშვი

აღებულია  http://www.genesis.org.ge/brochure32/brochure32.htm

ბროშურა მომზადებულია ასოციაცია “გენეზისი”-ს მიერ «NOVIB» – «ნიდერლანდების ორგანიზაცია საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისათვის» დაფინანსებით.


♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ ნივთები ბავშვებისათვის


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.