სპერმიციდები

სპერმიციდები – ეს არის ნივთიერებები, რომლებიც, საშოში მოთავსებისას, სპერმატოზოიდების დაშლას იწვევენ მანამ, სანამ ისინი საშვილოსნოში შეაღწევენ.

სპერმიციდები იყიდება სანთლების, აბების, საცხების, ქაფების სახით. ყველა ამ საშუალების შეყვანა საშოში უშუალოდ სქესობრივი აქტის წინ ხდება. გამოყენების წინ აუცილებლად გულდასმით წაიკითხეთ ამა თუ იმ საშუალების ინსტრუქცია!


♥♥ უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” 
ქალის კონტრაცეპტივები
პრეზერვატივები 
ლუბრიკანტები 
სპერმიციდები


თავის დაცვის მეთოდი ხშირად რეკომენდებულია მეძუძური დედებისათვის, რადგან ამ ტიპის კონტრაცეფცია არ მოქმედებს ძუძუთი კვებაზე და არ ხვდება რძეში.

სპერმიციდების უპირატესობანი

  1. გამოყენებისთანავე ეფექტურია (ქაფები და კრემები);
  2. გავლენას არ ახდენს ძუძუთი კვებაზე;სპერმიციდები
  3. შეიძლება მისი, როგორც დამატებითი მეთოდის გამოყენება;
  4. უსაფრთხოა;
  5. ხელმისაწვდომია და გამოსაყენებლად ადვილია.

სპერმიციდები წარმოადგენენ ანტისეპტიკებს, ანუ, ნივთიერებას, რომლებიც კლავენ ნორმალურ მიკროფლორას საშოში. ქალთა ჯანმრთელობის თვალსაზრისით – ეს არის არახელსაყრელი ფაქტორი, ვინაიდან სასარგებლო მიკროფლორა, რომელიც ჩვეულებრივ, საშოში ბინადრობს, ყველა სხვა რამის გარდა ასევე ასრულებს დამცავ ფუნქციასაც. თუ ლაქტობაქტერიები განადგურდება, მაშინ ინფექციური დაავადებების გამომწვევების შეღწევადობის რისკი მნიშვნელოვნად გაიზრდება. და ეს იმის გათვალისწინებით, რომ ორსულობის დროს ისედაც ვითარდება საშვილოსნოს დისბაქტერიოზის განვითარების ალბათობა. ამ ფონზე სპერმიციდების გამოყენება – ნიშნავს საშვილოსნოდან ლაქტობაქტერიების საბოლოო ამოწყვეტას. გასაკვირი არ არის, რომ სპერმიციდების მიღების გვერდით ეფექტს წარმოადგენს ქავილი, გამონადენის საშვილოსნოდან და სხვა არასასიამოვნო ეფექტები.

სპერმიციდების ნაკლოვანებები:

  1. აქვს საშუალო დონის საიმედოობა;
  2. საჭიროა საშოში სქესობრივ კავშირამდე 10-15 წუთით ადრე მოთავსება;
  3. ერთი გამოყენება ეფექტურია მხოლოდ 1-2 საათის განმავლობაში;
  4. ზოგჯერ შესაძლებელია ადგილობრივი გაღიზიანება ან ალერგიული რეაქცია

http://www.genesis.org.ge/brochure29/brochure29.htm; ოჯახის დაგემვა, კონტრაცეფცია


♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”
♦ ინტერნეტ-მაღაზიები

.