კბილის ნადები

..

კბილის ნადები – (სტომატ.) წარმოიქმნება კბილის ზედაპირზე პირის ღრუს მიკროორგანიზმებით. კბილის ნადების მიკროფლორის ცხოველქმედების პროდუქტებია სხვადასხვა კარიესოგენური ფაქტორები: ორგანული მჟავები, ამინომჟავები, ფერმენტები. მათი წარმოქმნა მნიშვნელოვნად სტიმულირდება საკვებში ადვილად ათვისებადი ნახშირწყლების არსებობით. კბილის ნადებში შეიძლება მოხდეს მიკროორგანიზმების შემადგენლობის ცვლილებები, მჟავას პროდუქციის დაქვეითება და pH გაზრდა, კალციუმის დაგროვება და მისი ჩალაგება ფოსფორმჟავა მარილების სახით ანუ კბილის ნადები კბილის ქვად გადაიქცევა. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>

Share this...Share on Facebook
Facebook