სისხლის ჯგუფობრიობა

..

სისხლის ჯგუფობრიობა – სისხლის ჯგუფობრიობა სისხლის იმუნოლოგიურ ნიშან-თვისებათა ერთობლიობაა, რომლის მიხედვითაც ხდება სხვადასხვა ადამიანის სისხლის ერთ რომელიმე ჯგუფში გაერთიანება ანტიგენების მსგავსების მიხედვით. ამა თუ იმ ჯგუფისადმი სისხლის მიკუთვნება და ნორმალური ან იზოიმუნური ანტისხეულების არსებობა განსაზღვრავს სხვადასხვა პირების სისხლის ბიოლოგიურად სასურველ ან პირიქით არასასურველ თანხვდომას.განასხვავებენ სისხლის ოთხ ჯგუფს – 0(I), A(I I), B(I I I), AB(IV). ეს ოთხი ჯგუფი ერთმანეთისაგან განსახვავდება ერითროციტების ზედაპირზე არსებული  A და B ანტიგენებით და პლაზმაში არსებული ანტი-A და ანტი-B ანტისხეულებით. პირველი ჯგუფის სისხლის შემთხვევაში ერითროციტების ზედაპირზე არცერთი ანტიგენი არ არის, თუმცა პლაზმაში ორივე ტიპის ანტისხეულებია, მეორე ჯგუფის სისხლში მხოლოდ A ანტიგენია, პლაზმაში კი ანტი-B ანტისხეულები, შესაბამისად მესამე ჯგუფის სისხლში B ანტიგენი და პლაზმაში ანტი-A ანტისხეულებია. არც შეეხება მეოთხე ჯგუფის სისხლს, ერითროციტებზე ორივე ჯგუფის ანტიგენია და არცერთი ტიპის ანტისხეული არ არის. ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით სისხლის გადასხმისას  იმგავრად უნდა შეირჩეს დონორი, რომ არ მოხდეს თანხვედრა თანამოსახელე ანტიგენისა და ანტისხეულის, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე რეაქციები.

..

გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>

..