ლაქტაციური ამენორეის მეთოდი

ლაქტაციური ამენორეა არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების ბუნებრივი მეთოდია, რომელსაც მეძუძური ქალის ორგანიზმის ფიზიოლოგიური თავისებურებები უდევს საფუძვლად. ძუძუთი კვების (ლაქტაციის) პერიოდში ქალი კარგავს ნაყოფიერების უნარს, რაც მენსტრუაციის დროებითი შეჩერებით (ამენორეით) ვლინდება.

ძუძუთი კვებისას, მშობიარობიდან პირველი 6 თვის განმავლობაში, ქალის ორგანიზმში წყდება კვერცხუჯრედის მომწიფების გამომწვევი ჰორმონების გამომუშავება.


♥♥ უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” 
ქალის კონტრაცეპტივები
პრეზერვატივები 
ლუბრიკანტები 
სპერმიციდები


როგორ მუშაობს ლაქტაციური ამენორეის მეთოდი?

ლაქტაციური ამენორეამეძუძური დედა ბუნებრივად არის დაცული ორსულობისაგან მხოლოდ მაშინ, თუ:

  1. ბავშვი იმყოფება მხოლოდ ძუძუთი კვებაზე (ანუ არ იღებს სხვა დამატებით საკვებს) და კვებათა შორის საჭირო ინტერვალები დაცულია (3-4 საათი დღისით და 6 საათი ღამით);
  2. ბავშვი 6 თვეზე ნაკლები ასაკისაა;
  3. ქალს მშობიარობის შემდეგ მენსტრუალური ციკლი არ აქვს აღდგენილი.
  4. თუ სამივე პირობა დაცულია, მეთოდი ეფექტურად მუშაობს. თუ ერთ-ერთი პირობა მაინც დაირღვა, დაორსულების შანსი იზრდება და საჭიროა კონტრაცეპციის დამატებითი მეთოდის გამოყენება, ისეთის, რომელიც ხელს არ შეუშლის რძის გამომუშავებას.

ლაქტაციური ამენორეის მეთოდის  მეთოდის უპირატესობანი:

  1.  მეთოდის ეფექტურობა 98%-ა;
  2. ხელს უწყობს ბავშვის ძუძუთი კვებას;
  3. სასარგებლოა როგორც დედის, ასევე ბავშვისათვის;
  4. არ მოითხოვს მატერიალურ დანახარჯს;
  5. არ არის დაკავშირებული სქესობრივ აქტთან

აღებულია: http://www.genesis.org.ge/brochure29/brochure29.htm; გადასვლა >> ოჯახის დაგემვა, კონტრაცეფცია


♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”
♦ ინტერნეტ-მაღაზიები

.