რა არის სლინგი

ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ სლინგი ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”.  იხილეთ ქვემოთ, ამავე ფერის ტექსტები. 

სლინგი — სხვადასხვა კონსტრუქციის  ნაჭრის მოწყობილობაა ბავშვის სატარებლად, სიცოცხლის პირველივე თვეებიდან 2 – 3 წლამდე. სლინგში ბავშვი მჭიდროდ არის შეხვეული, ან შეკრული დედაზე. ევროპაში, აშშ-ში და რუსეთში სლინგების გამოყენებამ ამჟამად მიაღწია ნამდვილ ბუმს. სლინგი — ეს არის ბუნებრივი და ლამაზი და კიდევ ძალიან სასარგებლო ნივთი:

  • დედა ხდება მობილური და შეუძლია იცხოვროს აქტიური ცხოვრების წესით. ბავშვით სლინგში ძალიან მოსახერხებელია გადაადგილება ქალაქში, მოგზაურობა, ესტუმრო ყველანაირ ღონისძიებებს და ადგილებს, სადაც ძნელია მოხვედრა საბავშვო ეტლით.
  • სლინგი შეეფერება ბავშვებს სხვადასხვა ასაკის, არც ერთი ბავშვი არ აღმოჩნდება პატარა ასეთი ტიპის სატარებლისთვის. ყველაზე დიდი, რაც შეიძლება მოხდეს — თქვენი შვილი გახდება ძალიან მძიმე, მაგრამ ამ დროისთვის ის ალბათ უკვე დაიწყებს სიარულს. ჩვეულებრივ სლინგში ბავშვებს ატარებენ 2-3 წლამდე, ზოგჯერ უფრო დიდ ხანს.
  • სლინგში დედას შეუძლია ადვილად და სრულიად შეუმჩნევლად აჭამოს ბავშვს ძუძუ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას. ეს ხელს უწყობს ძუძუთი კვების დარეგულირებას და გახანგრძლივებას.
  • სლინგი — შეუცვლელია, როცა დედას სჭირდება საჭმლის გაკეთება, დალაგება ან სხვა სახლის საქმეების კეთება, ამ დროს კი ბავშვს უნდა ხელებზე ყოფნა.
  • ჩვილი ბავშვები, რომლებსაც რეგულარულად ატარებენ სლინგში, არ განიცდიან დაკარგვის ან მარტოობის გრძნობას, ამიტომაც ნაკლებს ტირიან და ადრე ხდებიან დამოუკიდებელნი.
  • სლინგი ფიზიოლოგიურია. სათანადო და რბილი მხარდაჭერის მეშვეობით, ბავშვის ხერხემალი ფორმირდება სწორად. დატვირთვის თანაბარი განაწილების მეშვეობით, დედას არ სტკივა წელი. სლინგი — მენჯ-ბარძაყის ძვლების დისპლაზიის პრევენცია.
  • სლინგის გამოყენება შეუძლია როგორც დედას, ისევე მამას. მამების უმეტესობას უყვართ თავისი შვილების ტარება სლინგში, ეს მოსახერხებელია, სასიამოვნო და სახალისოა.
  • სლინგში ყოფნისას, ბავშვი ხედავს მთელ მრავალფეროვნებას რომელიც არის მის გარშემო და არ შემოიფარგლება ლოგინიდან ან სასეირნო ეტლიდან განსაზღვრული სამყაროთი.
  • ბავშვი, რომელიც ტირის სლინგში მალე წყნარდება.
  • სლინგში ბავშვი იგივე მდგომარეობაშია, როგორც დედის ხელებში — ეს არის ყველაზე ბუნებრივი ბავშვის მდგომარეობა, ჩამოყალიბებული ადამიანის ევოლუციით, და ესეეგი ყველაზე უსაფრთხო ჯანმრთელობისთვის.
  • სლინგი გაძლევთ საშუალებას ატაროთ თქვენი შვილი სხვადასხვა ხერხით, თქვენი მოგზაურობის ხანგრძლივობიდან და ბავშვის წონიდან გამომდინარე.
  • სლინგი დამზადებულია მსუბუქი, მოსახერხებელი ქსოვილიდან, ის არაფერს არ იწონის, ის არის მოსახერხებელი „ჯიბის“ საბავშვო ეტლი.

♦♦♦ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” სლინგები განყოფილების ნახვა შეგიძლიათ აქ  >>>>

.


.

აღებულია http://www.happymum.ge/?page_id=2703

_______________________________________

გადასვლა>>> ,,ბავშვი” ; სლინგ-შარფებისლინგები რგოლებითმეი ტაი შოპერი – სლინგი ახალშობილისათვის