სლინგ შარფი

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

სლინგ-შარფები ,,ამაზონზე” >>

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ ნივთები ბავშვებისათვის

რა არის სლინგ-შარფი

სლინგ შარფი არის გრძელი შარფი 3-დან 6 მ-მდე სიგრძით და 50-80 სმ სიგანით.
მისი დახმარებით დედას შეუძლია ატაროს ბავშვი სხვადასხვა მდგომარეობაში – მუცელზე, თეძოზე, ზურგზე და წოლით მდგომარეობაში.
იგი არის ყველაზე ადვილი და ამავე დროს ყველაზე მოსახერხებელი საშუალება ბავშვის სატარებლად.

სლინგ-შარფი სლინგის უნივერსალური სახეობაა, მასში ძალიან მოსახერხებელია ნებისმიერი ასაკის ბავშვის ტარება – დაბადებიდან იმ დრომდე, სანამ მშობლებს არ მობეზრდებათ. მასში ბავშვი იკავებს ზუსტად ისეთ მდგომარეობას, როგორსაც დედის ხელებში.
ჩვეულებრივ სლინგ–შარფს ატარებენ ორივე მხარზე. მისი გამოყენებით მძიმე ბავშვის დიდი ხნით ტარებაც იოლია. თქვენ არ იღლებით, რადგან შარფი სწორად ანაწილებს ბავშვის წონას დედის მთელ ზურგზე. ბავშვიც ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს, რადგან სლინგ–შარფი რბილად და სწორად ეხვევა მას მთელს ზურგზე და დედასთანაც უფრო ახლოსაა.
სლინგ-შარფები იდეალურია ახალშობილებისათვის.

სლინგები დამზადებულია სპეციალური დიაგონალური ქსოვით შექმნილი ქსოვილისგან, რაც უზრუნველყოფს:

  • შესაძლებლობას დაარეგულიროთ ქსოვილის ყველა მონაკვეთი, რათა იდეალურად შეარჩიოთ სასურველი ფორმა ბავშვის მოსათავსებლად,
  • იგი კარგად იჭერს ახალშობილი ბავშვის თავის, კისრის და ხერხემლის ყველა ნაწილს.

არსებობს სლინგ–შარფის გაკეთების ბევრი მეთოდი. მისი სწავლა ძალიან იოლია. დღის განმავლობაში ერთხელ მოათავსებით ბავშვს სლინგ-შარფში და თქვენ შეძლებთ ატაროთ ბავშვი მასში მთელი დღის განმავლობაში, ხან ჩასვამთ, ხანაც ამოიყვანთ თქვენ პატარას.

სლინგ-შარფს არ აქვს ბალთები და რგოლები, რომლებიც შეაწუხებს პატარას, იგი რბილი ქსოვილისგანაა დამზადებული. გარდა ბავშვის სატარებლად, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ სლინგ-შარფი როგორც ბავშვის დასაწვენად, ასევე გადასაფარებლად. აღებულია http://www.happymum.ge/?product_cat=wrap-slings


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

სლინგ შარფი