ღამის ოფლიანობა ბავშვებში
დისტანციურად საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან
✧,,ამაზონი” უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.
ბავშვის მოვლის ნივთები ,,ამაზონზე”
საბავშვო ჭურჭელი
ბავშვის სავარცხელები
ბავშვის მაკრატელი
ბავშვის წყლის თერმომეტრი
საბავშვო კრემები
საბავშვო ზეთები
საბავშვო ტალკი (პუდრი)
საბავშვო ლოსიონები
მზისაგან დამცავი საშუალებები ბავშვებისათვის
ბავშვის ფრჩხილების მოვლის საშუალებები
საბავშვო საპნები
საბავშვო შამპუნები
საბავშვო აბაზანის ქაფები
ბავშვის თმის კონდიციონერები
ბავშვის კბილის პასტები (გელები)
ბავშვის კბილის ჯაგრისები
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ ნივთები ბავშვებისათვი
ღამის ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი) – მდგომარეობა, როდესაც აღინიშნება ღამის განმავლობაში ჭარბი ოფლიანობა. ბავშვებში ეს ხშირად ჩვეული მოვლენაა და არ საჭიროებს ჩარევას.
მიზეზი უმწიფარი თერმორეგულაციური სისტემა და ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი საოფლე ჯირკვლებია, თუმცა არ უნდა გამოგვეპაროს ოფლიანობის გამომწვევი ისეთი პათოლოგიები, რომლებიც სათანადო მკურნალობას საჭიროებს.
ღამის ოფლიანობის მიზეზები
ძილის დროს გადახურება – რაც განპირობებულია ოთახში მაღალი ტემპერატურით (>200С), ტენიანობით (არ უნდა აღემატებოდეს 40-70%-ს), ზედმეტად თბილი ტანსაცმლისა და გადასაფარებლის გამოყენებით.
ეცადეთ ბავშვის თეთრეული იყოს ნატურალური ქსოვილის და კარგი ჰიგროსკოპიული თვისებების. გადახურება წარმოადგენს ახალშობილთა უეცარი სიკვდილის ერთ-ერთ რისკ-ფაქტორს, ამიტომ ბავშვის ოთახში ტემპერატურა უნდა მერყეობდეს 16-210C-ს ფარგლებში
აგზნებადობა – თერმორეგულაციური სისტემა პირდაპირ კავშირშია ნერვული სისტემასთან, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ბავშვის აგზნებადობა, მომატებული შფოთვა ან ძლიერი ემოციები შესაძლებელია გახდეს ოფლიანობის მიზეზი.
განსაკუთრებით თუ პატარას რაიმე ნევროლოგიური დარღვევები აქვს. ასეთ შემთხვევებში ოფლიანობა განსკუთრებით გამოხატულია კისრისა და შუბლის მიდამოში.
უნდა აღინიშნოს, რომ იმავე მიზეზით შეიძლება გამოწვეული იყოს სხეულის ტემპერატურის მატება, რაიმე ხილული მიზეზის არარსებობისას. ძილის წინ თავი უნდა აარიდოთ ხმაურიან თამაშებსა და მკვეთრ შთაბეჭდილებებს.
ვირუსული დაავადებები – ღამის ოფლიანობა აღინიშნება ვირუსული დაავადების საწყის სტადიაზე და მწვავე რესპირატორული ინფექციების გადატანის შემდეგ შესაძლოა ერთი თვეც კი გაგრძელდეს.
რაქიტი – რიგ შემთხვევებში ოფლიანობა რაქიტის ერთადერთი ნიშანია. ასეთ დროს გამოიყოფა წებოვანი და არასასიამოვნო სუნის მქონე ოფლი.
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები – განსაკუთრებით თუ ოფლიანობასთან ერთად აღინიშნება წონაში კლება, აუცილებელია ენდოკრინოლოგის კონსულტაცია
სხვა შედარებით იშვიათი შესაძლო მიზეზები
გულის თანდაყოლილი პათოლოგიები, აპნოე ძილის დროს, ავტოიმუნური დაავადებები, ცერებრული დამბლა, ლიმფომა და სხვა. თუმცა ასეთ შემთხვევებში ოფლიანობასთან ერთად აღინიშნება სხვა სიმპტომებიც
აუცილებელია პედიატრის კონსულტაცია, თუ
- ოთახში სასურველი ტემპერატურაა, ბავშვს მსუბუქად აცვია და მაინც ოფლიანობს
- გადაჭარბებული ოფლიანობა დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება და ბავშვისათვის შემაწუხებელია
- აღინიშნება დამატებითი სიმპტომები (წონაში კლება, დიარეა, ცხელება და ა.შ), შეცვლილია ოფლის კონსისტენცია და ახასიათებს უჩვეულო სუნი
- დაწოლამდე ბავშვის კანი უკვე ტენიანია, რაც სავარაუდოდ პათოლოგიის არსებობაზე მიუთითებს. ბავშვი
ღამის ოფლიანობა ბავშვებში – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან
🩺 ღამის ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი) – მდგომარეობა, როდესაც აღინიშნება ღამის განმავლობაში ჭარბი ოფლიანობ
👶 ბავშვებში ეს ხშირად ჩვეული მოვლენაა და არ საჭიროებს ჩარევას
🔎 ღამის ოფლიანობის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს:
➡️ გადახურება ძილის დროს – განპირობებულია ოთახში არსებული:
📎 მაღალი ტემპერატურით (>20 С);
📎 ტენიანობით (არ უნდა აღემატებოდეს 40-70%-ს);
📎 ზედმეტად თბილი ტანსაცმლის გამოყენებით;
📎 ზედმეტად თბილი გადასაფარებლის გამოყენებით;
➡️ ვირუსული დაავადებები – ღამის ოფლიანობა აღინიშნება ვირუსული დაავადების საწყის სტადიაზე და მწვავე რესპირატორული ინფექციების გადატანის შემდეგ შესაძლოა ერთი თვეც კი გაგრძელდეს
➡️ რაქიტი – რიგ შემთხვევებში ოფლიანობა რაქიტის ერთადერთი ნიშანია. ასეთ დროს გამოიყოფა წებოვანი და არასასიამოვნო სუნის მქონე ოფლი
📌 სხვა შედარებით იშვიათ მიზეზებს მიეკუთვნება:
✅ გულის თანდაყოლილი პათოლოგიები;
✅ აპნოე ძილის დროს;
✅ ავტოიმუნური დაავადებები;
✅ ცერებრული დამბლა;
✅ ლიმფომა
❕ თუმცა ასეთ შემთხვევებში ოფლიანობასთან ერთად აღინიშნება სხვა სიმპტომები
👉 გაიგეტ მეტი ღამის ოფლიანობის შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან:
#ოფლიანობა #ღამისოფლიანობა #ღამისოფლიანობაბავშვებში #ჰიპერჰიდროზიბავშვებში #ოფლიანობისგამომწვევიმიზეზებიბავშვებში #გადახურება #აგზნებადობა #ჰიპერჰიდროზი #ჰიპერჰიდროზისმიზეზები #გადაჭარბებულიოფლიანობა #ჭარბიოფლიანობა #ჭარბიოფლიანობისმიზეზები #რაქიტი #ვირუსულიდაავადებები #გულისპათოლოგიები #აპნოე #ცერებრულიდამბლა #ლიმფომა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე
გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 , 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.
- გაფრთხილება
- წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
.