როგორ შევარჩიოთ ბავშვის ფეხსაცმელი
დისტანციურად საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან
✧,,ამაზონი” უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.
- პირველი ფეხსაცმელი ბიჭუნებისათვის
- პირველი ფეხსაცმელი გოგონებისათვის
- სუპინატორები და სუპინატორიანი ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
- ფეხსაცმელი ახალშობილისათვის 6 თვემდე
ფეხსაცმელების განყოფილება ბიჭუნებისთვის
- სპორტული ფეხსაცმელი ამაზონზე
- სანდლები
- ჩექმები და ბატინკები
- ტყავის ფეხსაცმელი ბიჭუნებისათვის
- ფაჩუჩები
- საბო და შლიოპანცები
- კედები
ფეხსაცმელების განყოფილება გოგონებისთვის
- სპორტული ფეხსაცმელი ამაზონზე >>
- სანდლები
- ჩექმები და ბატინკები
- ტყავის ფეხსაცმელი
- ტყავის ფეხსაცმელი გოგონებისათვის
- ფაჩუჩები
- საბო და შლიოპანცები
- კედები ამაზონზე
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
ფეხსაცმელი ახალშობილისათვის
საჭიროა თუ არა ფეხსაცმელი წლამდე ასაკის ბავშვისათვის? – ამ კითხვაზე პასუხი ბევრ მშობელს აიტრესებს და ბევრს მიაჩნია, რომ ვინაიდან ბავშვი ჯერ კიდევ არ დადის, სრულიადაც არაა საჭირო მისთვის ფეხსაცმელი. სინამდვილეში ამ ასაკის ბავშვისათვის ფეხსაცმელს დამცველობითი ფუნქცია აქვს, – იგი იცავს პატარას ფეხებს მექანიკური დაზიანებისა და გაცივებისაგან.
პირველი ფეხსაცმელი
ფეხსაცმლის შერჩევა განსაკუთრებით აქტუალური ხდება სიცოცხლის პირველი 6 თვის შემდეგ, თუმცა რა თქმა უნდა ამ ეტაპისათვის ბავშვი ჯერ კიდევ არ დადის, ამიტომაც საბავშვო ფეხსაცმელიც განსხვავებულია იმ პატარების ფეხსაცმლისაგან, რომლებმაც უკვე გადადგეს პირველი ნაბიჯები. თუმცა არსებობს ძირითადი მახასიათებლები, რომლის მიხედვითაც უნდა შეირჩეს ბავშვის ფეხსაცმელი.
ფეხსაცმლის ტიპები დანიშნულების, სეზონის და ა. შ. მიხედვით
დღეს მრავალი დანიშნულების ფეხსაცმელი არსებობს, რომლის სწორი და დროული გამოყენება თქვენი ბავშვისთვის მნიშვნელოვანია, რათა პატარამ თავი მოხერხებულად და კომფორტულად იგრძნოს, ასევე მისი სწორი ს სწორი ტანმედეგობის ჩამოსაყალიბებლად.
ასევე დიდი არჩევანია გოგონებისათვის, რომლებიც პრინციპში არ განსხვავდება ბიჭუნების ფეხსაცმელების ტიპებისაგან.
ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია დაგეხმარებათ, დამატებით რა უნდა გაითვლისწინოთ ბავშვის ფეხსაცმელის შერჩევისას.
ბავშვის ფეხსაცმლის ზომა – პირველ რიგში აუცილებელია ფეხსაცმლის ზომის შერჩევა, ფეხსაცმელი ზუსტად უნდა იყოს მორგებული პატარას ფეხზე, არც დიდი და არც პატარა. მჭიდრო ფეხსაცმელი ტერფის დეფორმაციას იწვევს, ფართო კი არასწორი სიარულის მანერას აყალიბებს.
ზომის აღება – ბავშვი დავაყენოთ მყარ ზედაპირზე ისე, რომ მთლიანი ტერფით ეყრდნობოდეს მას, ფანქრით შემოვსაზღვროთ კიდეები, გავზომოთ მანძილი ქუსლის კიდიდან დიდი თითის წვერამდე და მივამატოთ ამ ციფრს ერთი სანტიმეტრი. ორ წლამდე ასაკის ბავშვებში ფეხსაცმლის სიგრძის გაზომვა და შესაბამისობის განსაზღვრა ბავშვის ტერფთან საჭიროა ყოველ ორთვეში ერთხელ, 3-6 წლამდე კი სამ თვეში ერთხელ.
ბავშვის ფეხსაცმლის ლანჩა უნდა იყოს ერთდროულად მყარი, დრეკადი, თუმცა არავითარ შემთხვევაში სრიალა და თუ მაინც სრიალა ფეხსაცმლის ყიდვა მოგიწიათ, შეგიძლიათ დააკრათ მას თხელი რეზინი ან პლასტირი
ბავშვის ფეხსაცმლის შესაკრავი – ბავშვის ფეხსაცმლის შერჩევისას, განსაკუთრებით სიცოცხლის პირველ წელს, გაითვალისწინეთ, რომ ფეხსაცმელი იოლად შესაკრავი იყოს, ე.გ ფხრიწებიანი შესაკრავით, რაც მოსახერხებელი იქნება თვითონ პატარასთვის
ბავშვის ფეხსაცმლის ქუსლი – აუცილებელია ფეხსაცმელს ქონდეს მყარი ქუსლი, შესაძლებელია გაერთიანებული ლანჩასთან, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ქუსლის სისქით უნდა აღემატებოდეს სხვა ნაწილებს და სიმაღლე არ უნდა იყოს არაუმეტეს 5-7 მმ-სა. ქუსლი უზრუნველყოფს მყარ საყრდენს, წონასწორობის შენარჩუნებაში ეხმარება ბავშვს და ხელს უწყობს სიარულის მანერის ჩამოყალიბებას.
ბავშვის ფეხსაცმლის მასალა – ყურადღება მიაქციეთ მასალას, რომლისგანაც დამზადებულია ფეხსაცმელი, უპირატერსობა მიანიჭეთ ნატურალურ ტყავს, რომელიც ელასტიურია, უზრუნველყოფს ჰაერის მოძრაობას და არეგულირებს ფეხსაცმლის შიგნით ტემპერატურას.
ბავშვის სუპინატორიანი ფეხსაცმელი – რაც შეეხება სუპინატორს, ის საჭიროების შემთხვევაში პედიატრმა და ორთოპედმა უნდა დანიშნოს და ამასთან ინდივიდუალურად უნდა დამზადდეს თქვენი პატარასათვის. და თუ მაინც გადაწყვიტეთ სუპინატორიანი ფეხსაცმლის ყიდვა, ეცადეთ რბილბორცვებიანი და ნასვრეტებიანი შეარჩიოთ.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.
- გაფრთხილება
- წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.