სიგმოიდოსკოპია

სიგმოიდოსკოპია

სიგმოიდოსკოპია — სწორი ნაწლავისა  და სიგმოიდური კოლინჯის შიგნითა ზედაპირის ენდოსკოპიური დათვალიერება. მისი  საშუალებით შეიძლება დადგინდეს რექტალური სისხლდენის, მუცლის ტკივილის, დეფეკაციის დარღვევის ეტიოლოგია  >>>

სიგმოიდოსკოპიასწორი ნაწლავისა და სიგმოიდური კოლინჯის შიგნითა ზედაპირის ენდოსკოპიური დათვალიერება, რომელიც ლორწოვანის მდგომარეობის შეფასებისა და  სხვადასხვა  პათოლოგიისა და დაავადების გამოვლენის საშუალებას იძლევა. სიგმოიდოსკოპიის დროს შეიძლება გამოვიკვლიოთ მსხვილი ნაწლავი, სიგმოიდური ნაწლავის დასწვრივ კოლინჯში გადასვლის ადგილი (ელენთის კუთხემდე) ჩათვლით. სიგმოიდოსკოპიის საშუალებით, შეიძლება დადგინდეს რექტალური სისხლდენის, მუცლის ტკივილის, დეფეკაციის დარღვევის ეტიოლოგია; ასევე –  კოლიტი, პათოლოგიური წანაზარდები და მსხვილი ნაწლავის კიბო. საჭიროების შემთხვევაში, პროცედურის მიმდინარეობისას ტარდება ისეთი მანიპულაციები, როგორიცაა ქსოვილების ბიოფსია, მედიკამენტების შეყვანა, ლაზერით ზემოქმედება, წანაზარდების მოშორება, ელექტროკოაგულაცია.

სიგმოიდოსკოპია ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა. სპეციალისტების აზრით, 50-55 წელს ზევით პირმა,  სასურველია სიგმოიდოსკოპია ყოველ 3-5 წელში გაიაროს, ეს ინტერვალი საკმარისია მსხვილი ნაწლავის სიმსივნის დროულად აღმოჩენისა  და ეფექტური მკურნალობისთვის. პოლიპის ავთვისებიან სიმსივნეში მუტაცია ხანგრძლივად მიმდინარეობს — არანაკლებ 3 წელი. სწორედ ამით აიხსნება პროფილაქტიკური (სკრინინგული) სიგმოიდოსკოპიის ჩატარების პერიოდულობა.

სიგმოიდოსკოპია ტარდება სიგმოიდოსკოპის მეშვეობით — დრეკადი ან უხეში 35-60 სმ სიგრძის მილი, აღჭურვილი გასანათებელი სისტემით. თანამედროვე ხელსაწყოების მუშაობა ბოჭკოვან ოპტიკაზეა დაფუძნებული, რაც საგრძნობლად ზრდის ხელსაწყოს დიაგნოსტიკურ შესაძლებობებს, გამოსაკვლევი ზედაპირის ხარისხიანი და გავრცობილი (გადიდების საშუალების ჩათვლით) ვიზუალიზაციის ხარჯზე.

პროცედურისთვის მომზადების სტანდარტში შედის გამოკვლევამდე 1-2 დღით ადრე ნაკლებშლაკებიანი დიეტის დაცვა და გამწმენდი ოყნების გაკეთება (როგორც წესი, კეთდება ორი, ერთი გამოკვლევის წინა საღამოს, მეორე – დილით ). სიგმოიდოსკოპიის ჩატარების დღეს საკვებში დასაშვებია — თხევადი ბულიონები, წვენები რბილეულის გარეშე, ჟელე, ჩაი, ურძეო ყავა.

სიგმოიდოსკოპიის ჩატარების წინ, უკეთესია წინასწარ გაიაროთ პროქტოლოგთან კონსულტაცია, გამოკვლევის წინ ნაწლავის დაცლის ინდივიდუალური სქემის შესარჩევად, რათა გამოვრიცხოთ არასწორი მომზადების ალბათობა და გავზარდოთ გამოკვლევის სიზუსტე და სანდოობა.

სიგმოიდოსკოპიის დროს, სიგმოიდოსკოპის მილი შეყავთ სწორ და სიგმოიდურ ნაწლავში 35 ს-მდე სიღრმეში. გამოკვლევის პროცესში ნაწლავის სანათურის გაგანიერებისა და უკეთესი ვიზუალიზაციის მიზნით, ნაწლავის სანათურში  მცირე პორციებით ჰაერი შეყავთ.

დრეკადი დიაგნოსტიკური სიგმოიდოსკოპიის ჩატარების დროს, საკმარისია ადგილობრივი ანესთეზია. ენდოქირურგიული ჩარევა ხორციელდება ადგილობრივი, ან ზოგადი ნარკოზის ქვეშ ( პაციენტის მდგომარეობისა და კლინიკური სიტუაციის გათვალისწინებით ). თუ სიგმოიდოსკოპიის ჩატარებისას აღმოჩნდა პოლიპები ან სიმსივნე, მაშინ ნაწლავების სრული გამოკვლევის მიზნით, დამატებით ინიშნება კოლონოსკოპია.

________________________________________

გადასვლა >>> ,,კოლოპროქტოლოგია

.