ბავშვის გასეირნება

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ბავშვის სასეირნო ეტლები ინტერნეტ-მაღაზია “ამაზონზე”
თბილი საგარეო კომბინეზონები ,,ამაზონზე”
ბავშვის  თბილი ქუდები
ბავშვის წინდები
ბავშვის ფაჩუჩები
ბავშვის თათმანები
ბავშვის ადიალები
ბავშვის მაისურები
ბიჭების ბოდეები
გოგონების ბოდეები
ბავშვის საზაფხულო მზის ქუდები

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” 
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი
♦ ნივთები ბავშვებისათვის 

ჩვენ უკვე ვიცით რა აუცილებელია ჩვილი ბავშვისთვის სუფთა ჰაერი და მზის სხივები. ბავშვის ოთახის განიავება საკმარისი არაა.
ბავშვმა ყოველდღე უნდა ისეირნოს დედის ხელში, ან საბავშვო ეტლით.
სანამ ბავშვს არ შეუძლია სიარული, ყველაზე უკეთესია დღისით გარეთ, სუფთა ჰაერზე დავაძინოთ. სუფთა ჰაერი და მზის სხივები აძლიერებს ბავშვის ორგანიზმს და იცავს მას დაავადებებისგან, განსაკუთრებით კი რაქიტისგან. ბავშვი რომელიც მიჩვეულია ზამთარშიც და ზაფხულშიც გასეირნებას, გაცილებით იშვიათად ცივდება. ყოველდღიური გასეირნება აძლიერებს მადას და ბავშვის ნერვულ სისტემას. ის ნაკლებს ჭირვეულობს, უკეთ სძინავს.
ზამთარში თუ ძალიან ძლიერი ცივი ქარი არაა, 10-15 ° C ყინვაშიც შეგვიძლია ბავშვის გასეირნება.
ზამთარში შეგვიძლია ბავშვს რომ დავაძინებთ, ოთახში სარკმელი გამოვაღოთ, რაც მისთვის ძალზედ სასარგებლო იქნება. ამ დროს ბავშვს ისე უნდა ჩავაცვათ, როგორც გასეირნების დროს.
ბავშვის გაღვიძებამდე 15-20 წთ-ით ადრე, სარკმელი უნდა მივხუროთ, როდესაც ოთახი გათბება ბავშვს გადავხადოთ ადიელა, მოვხადოთ თბილი ქუდი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის გადახურდება, გაიოფლება და გაცივდება.

ბავშვის პირველი გასეირნება

ბავშვის გასეირნება შეიძლება დავიწყოთ 2 კვირის ასაკიდან.
დასაწყისში ბავშვი გაგვყავს 15-20 წთ, შემდეგ სეირნობის დროს თანდათან ვზრდით 1,5 – 3 სთ-მდე. ზამთარში ბავშვმა დღეში 2-ჯერ უნდა ისეირნოს, საერთო ჯამში არანაკლებ 3-4 სთ. წელიწადის თბილ დროს, სასურველია ბავშვი მთელი დღის განმავლობაში იყოს ჰაერზე.
ზამთარში ბავშვს თავზე თბილი ქუდი დააფარეთ, თბილი საგარეო კომბინეზონი («დათუნია») ჩააცვით, ან თბილ ადიელაში გაახვიეთ.
ნიკაპის ქვეშ უმჯობესია სუფთა ცხვირსახოცი დაუფინოთ, იმ შემთხვევისთვის თუ ბავშვს წამოაქაფებს, ან დორბლი ჩამოუვა. ბავშვს სახეს ნუ შეუფუთავთ, რათა არ შევუზღუდოთ სუფთა ჰაერის სუნთქვა. ზამთარში, ყინვაში, გასეირნების წინ, რეკომენდებულია სახეზე საბავშვო დამცავი კრემის წასმა.
თუ ბავშვს გასეირნების შემდეგ ხელები და ფეხები თბილი აქვს, ტუჩები და ლოყები- ვარდისფერი, ბავშვი არ გაიოფლა, – ე.ი. დედამ სწორად ჩააცვა.

გაზაფხულზე და შემოდგომით ბავშვის გასეირნებისას, საკმარისია ბავშვის თბილ ადიელაში გახვევა.
ზაფხულის ცხელ დღეებში კი შეგვიძლია ბავშვი მხოლოდ ბოდით, ან მაისურით გავიყვანოთ სასეირნოდ. თავზე აუცილებლად მზის ქუდი უნდა დავაფაროთ, რაც ბავშვს  და სიცხისგან დაიცავს.

პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.