ბავშვის სათამაშოები

ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ ბავშვის სათამაშოები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”.  იხილეთ ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები.

როგორ შევარჩიოთ ბავშვის სათამაშო?

♦♦♦  ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში”  ბავშვის სათამაშოები  – baby toys – >>>>>

როდესაც ბავშვი ფხიზლობს და არაა დაკავებული კვებით, ან სეირნობით, მას უნდა მივცეთ სათამაშოები. ასაკის მიხედვით სათამაშოები შეიძლება დავუკიდოთ საწოლზე, მივცეთ ხელში სათამაშოდ, დავუდოთ სავარძლის წინ მაგიდაზე.

თუ ბავშვი იატაკზე თამაშობს, სათამაშოებს უწყობენ სუფთა ადიელაზე, რომელზეც ზის ბავშვი. სათამაშო ბავშვის სწორ განვითარებაში ძალიან დიდ როლს ასრულებს. ჩვილ ბავშვს ისეთი სათამაშოები უნდა შევურჩიოთ, რომელიც ადვიალდ ირეცხება, არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს და თავისი ფორმით უსაფრთხოა ბავშვისთვის.

ბავშვის სათამაშოები უნდა იყოს ფერადი, კაშკაშა ფერების, რათა ადვილად იპყრობდეს ბავშვის ყურადღებას, ბავშვმა რომ პირში არ ჩაიდოს და არ გადაყლაპოს, ბავშვის სათამაშოები საკმაოდ დიდი ზომის უნდა იყოს.

ყველაზე უკეთესია შევიძინოთ რეზინის, ხის ან პლასტმასის სათამაშოები. ბავშვისთვის სათამაშოს მაგივრობა შეიძლება გასწიოს სხადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებმა: რკინის ჭიქა, ხის კოვზი, ქილის თავსახური და ა,შ. , რითიც ბავშვს ძალიან უყვარს გართობა.

ბავშვის სათამაშოები ყოველდღე უნდა გავრეცხოთ ცხელი, საპნიანი წყლით და სუფთა ტომარაში შევინახოთ.

არ უნდა დავუშვათ, რომ ბავშვის სათამაშოებს ხელი უფროს ბავშვებმა და უცხო პირებმა მოკიდონ, რადგანაც მათ ხელებზე ყოველთვის შესაძლოა იყოს მიკრობები. ჩვილი ბავშვი სათამაშოს პირში ჩაიდებს, ეს მიკრობები მის ორგანიზმში მოხვდება და ამ გზით შესაძლოა რაიმე დაავადებთ დასნებოვნდეს.

► როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?>>>  
► როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ? >>> 
►„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები

__________________________________________

გადასვლა >>> ,,ბავშვი