ირიგოსკოპია

ირიგოსკოპია 

ირიგოსკოპია – მსხვილი ნაწლავის რენტგენოლოგიური გამოკვლევა, მასში რენტგენოკონტრასტული პრეპარატის რეტროგრადული გზით შეყვანით. პაციენტის სხვადასხვა მდგომარეობაში ხორციელდება მიმოხილვითი და გამიზნული რენტგენის სურათების –  ირიგოგრამების, გადაღება>>>

ირიგოსკოპია (ლათ. Irigare — მორწყვა, ძვ.ბერძ. Skopeo — ვუყურებ, ვიკვლევ) — მსხვილი ნაწლავის რენტგენოლოგიური გამოკვლევა, რომელიც ხორციელდება მსხვილ ნაწლავში რენტგენოკონტრასტული პრეპარატის რეტროგრადული შეყვანით. გამოკვლევის მსვლელობისას  კეთდება რენტგენის სურათები (ირიგოგრამები).

ირიგოსკოპიის მსვლელობა

პაციენტის სწორ ნაწლავში შეჰყავთ კონტრასტული პრეპარატით (ყველაზე ხშირად ბარიუმის ფაფა) სავსე ოყნის წვერი, რის შემდეგ იწყება მსხვილი ნაწლავის ავსება, რენტგენოსკოპიის კონტროლის ქვეშ.  პაციენტის სხვადასხვა მდგომარეობაში  ხორციელდება მიმოხილვითი და გამიზნული რენტგენის სურათების გადაღება. შემდგომში,  ნაწლავების დაცლის შემდეგ, შეისწავლიან მისი ლორწოვანის რელიეფს. ამის შემდეგ კი, უფრო დეტალური ვიზუალიზაციისათვის, ბაბროვის აპარატის საშუალებით, უკვე შესაძლებელია ნაწლავების ჰაერით ავსება (ორმაგი კონტრასტირება).

ნაწლავის პერფორაციაზე ეჭვისას ან  მსხვილ ნაწლავთა გაუვალობისას, ბარიუმის ფაფის ნაცვლად გამოიყენება წყალშიხსნადი საკონტრასტო პრეპარატი. გამოკვლევის პროცედურა მიმდინარეობს ზემოთ აღწერილის ანალოგიურად; წყალშიხსნადი საკონტრასტო პრეპარატების გამოყენება უარყოფითად მოქმედებს მიღებული გამოსახულების ხარისხსზე.

ჩვეულებრივი ირიგოსკოპიის განსხვავება ორმაგი კონტრასტირებით ჩატარებულ ირიგოსკოპიისგან

ორმაგი კონტრასტირებით ჩატარებული ირიგოსკოპიის დროს, ნაწლავის ლორწოვანი იფარება ბარიუმის ფაფის სქელი ფენით, რის შემდეგაც ნაწლავის სანათურში დოზირებულად შეჰყავთ ჰაერი, რაც  ნაწლავის გაწელილი ლორწოვანის დეტალურად შესწავლის საშუალებას იძლევა. ორმაგი კონტრასტირება უკუნაჩვენებია: ნაწლავთა ინვაგინაციაზე ეჭვის დროს, ისეთი  პაციენტების გამოკვლევისას რომლებსაც აქვთ გადამეტებული სიგრძის კოლინჯი, ან დაუძლურებული პაციენტებისთვის, გამოხატული დივერტიკულოზის დროს. ჩვეულებრივი ირიგოსკოპიის ჩატარების დროს, ნაწლავის ლორწოვანი, ბარიუმის ფაფის თხელი ფენით იფარება, რის შემდეგაც, კონტრასტული პრეპარატის « გარღვევითთ», იზრდება რენტგენის გამოსხივების სიმახვილე.

მომზადება ირიგოსკოპიისათვის

მსხვილი ნაწლავის ლორწოვანის რელიეფის რენტგენოგრამის მისაღებად, გამოკვლევის წინ აუცილებელია მსხვილი ნაწლავის სრული დაცლა. ირიგოსკოპიის ჩატარებამდე 1-2 დღით ადრე პაციენტმა დიდი რაოდენობით სითხე უნდა მიიღოს  (უკუჩვენების არ არსებობისას, დღე-ღამეში -2ლ მდე). რაციონიდან უნდა გამოირიცხოს ბოსტნეული, ხილი, ასევე საკვები რომელიც ხელს უწყობს ნაწლავებში აირების წარმოქმნას (შავი პური, რძე და ა.შ.).

გამოკვლევის წინ პაციენტს ენიშნება საფაღარათო საშუალებები (მაგნიუმის სულფატი ან ციტრატი, აბუსალათინის ზეთი) ასევე ოთახის ტემპერატურის წყლით კეთდება განმეორებითი ოყნები. ოყნის ნაცვლად შეიძლება, დიდი რაოდენობით წყალში გახსნილი  ოსმოსური საფაღარათო საშუალებების გამოყენება (ფორტრანსი).

ირიგოსკოპიის ჩვენებები და გართულებების რისკი

ჩვეულებრივ, ირიგოსკოპია გამოიყენება მსხვილი ნაწლავის მდგომარეობის შესაფასებლად. ირიგოსკოპიის საშუალებით შესაძლებელია არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტისა და კრონის დაავადების დროს განვითარებული ცვლილებების ხარისხის შეფასება და დიაგნოსტირება, მსხვილი ნაწლავის სიმსივნის, ფისტულების, დივერტიკულების და განვითარების მანკის  ვიზუალიზაცია. ირიგოსკოპია — მეთოდი, რომელიც  მსხვილი ნაწლავის ზომების და მდებარეობის, ასევე მისი ფუნქციური თავისებურებების შეფასების  საშუალებას იძლევა.

კოლონოსკოპიასთან შედარებით, ირიგოსკოპია ნაკლებად ტრავმული მეთოდია, გართულბებიც იშვიათად ახასიათებს და  გამოკვლევის ღირებულებაც ნაკლებია. ირიგოსკოპია, კოლონოსკოპიისთვის «ბრმა» ადგილების (ლორწოვანის ნაოჭებში,  კოლინჯის კუთხეების მიდამოში, დაკლაკნილ სიმოიდურ ნაწლავში) პათოლოგიური ცვლილებების ვიზუალიზაციის  საშუალებას იძლევა. თუმცა, მსხვილი ნაწლავის პრაქტიკულად მთელ  სიგრძეზე განვითარებული ცვლილებების აღმოსაჩენად,  უპირატესობა, უმეტეს შემთხვევაში, კოლონოსკოპიას ენიჭება, რომელიც არა მარტო პათოლოგიური პროცესის აღმოჩენის საშუალებას იძლევა, არამედ მისი საშუალებით ქსოვილის  მორფოლოგიური გამოკვლევისთვის შესაძლებელია ჩატარდეს ბიოპსია, ასევე წარმონაქმნების მოცილება.

ირიგოსკოპიის დროს გამოსხივების დოზა, ნაკლებია ვიდრე მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფიის დროს. რენტგენის გამოსხივების ხანგრძლივობასა და დოზას  რენტგენოლოგი განსაზღვრავს. გაცილებით სერიოზული რისკია — მსხვილი ნაწლავის პერფორაცია, რაც ძალზედ იშვიათად გვხვდება.

________________________________________

გადასვლა >>> ,,კოლოპროქტოლოგია

.