მშობელთა სტომატოლოგიური ჯანმრთელობა

მშობელთა სტომატოლოგიური ჯანმრთელობა: დედისა და მამის ჯანმრთელი კბილები

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით.
✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”
♦ ინტერნეტ-მაღაზიები


მომავალ მშობლებს ყოველთვის აღელვებთ ბავშვის, მათ შორის მისი კბილების ჯანმრთელობა. როგორ უნდა მოვემზადოთ სწორად ორსულობისთვის? მოქმედებს თუ არა დედისა და მამის მემკვიდრეობა ბავშვის სტომატოლოგიურ ჯანმრთელობაზე? როგორ უნდა მოვიქცეთ მშობიარობის შემდეგ? ჩამოთვლილ კითხვებზე პასუხის გაცემას ჩვენ შევეცდებით ამ სტატიაში.

მზადება ორსულობისთვის  

ორსულობის დაგეგმვისას მრავალი მშობელი ჩაფიქრდება ცხოვრების ჯანსაღ წესზე, მავნე ჩვევებზე უარის თქმაზე და მივიწყებული სტომატოლოგიური პრობლემების მკურნალობაზე. ეს სწორია!
დედამ, რომელიც ორსულობისთვის ემზადება, უნდა ჩაიტაროს ჰიგიენური გაწმენდა და უმკურნალოს არსებულ დაავადებებს.
მცდარია მოსაზრება, რომ ორსულობის დროს არ არის საჭირო ექიმთან ვიზიტი. პირიქით, სტომატოლოგთან ვიზიტი რეკომენდებულია ორსულობის მე-14-16 და 30-32-ე კვირებზე. ეს მნიშვნელოვანია დედისა და ბავშვისთვისაც.
სწორედ დედის სტომატოლოგიური ჯანმრთელობა მოქმედებს ნაყოფის კბილების ჩამოყალიბებაზე, ამიტომ კარიესის პროფილაქტიკა დედაში – ეს არის კარიესის პროფილაქტიკა მომავალ ბავშვში.
თუ თქვენ უკვე გაქვთ სტომატოლოგიური დაავადებები – მით უმეტეს უნდა მიმართოთ ექიმს. საქმე იმაშია, რომ კბილების ჩასახვა და მინერალიზაცია ხდება ბავშვის მუცლადყოფნის პერიოდის მე-6-7 კვირაზე. თუ ეს ეტაპი დაემთხვა მომავალი დედის დაავადებას, მომავალში ძალიან მაღალია სტომატოლოგიური დაავადებების განვითარების ალბათობა ბავშვში.
გარდა ამისა, დედის პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა ზრდის პათოლოგიის განვითარების რისკს ორსულობის პერიოდში – კბილის ნადებში არსებული ბაქტერიები გამოყოფენ ტოქსინებს, რომლებიც ხვდებიან დედისა და ბავშვის ორგანიზმში.

დედისა და მამის მემკვიდრეობითობა 

ცნობილია, რომ არსებობს კარიესის განვითარებისადმი გენეტიკური წინასწარგანწყობა. საქმე ეხება ნერწყვის შემადგენლობაში შემავალ განსაკუთრებულ მოლეკულებს – ოლოგისაქარიდებს. სწორედ ისინი ზოგიერთ ადამიანში ხელს უშლიან კბილებზე კარიესის გამომწვევი ბაქტერიების დალექვას. ზოგიერთში კი, პირიქით, ხელს უწყობენ ბაქტერიების მიმაგრებას კბილების ზედაპირზე. ეს გენეტიკურად არის განპირობებული.
კარიესის პირდაპირ გადაცემა მშობლებიდან შეუძლებელია. შეიძლება მხოლოდ კარიესისადმი წინასწარგანწყობის გადაცემა. თუ თქვენ ხშირად გაქვთ კარიესი, მაშინ იმის ალბათობა, რომ ბავშვსაც ექნება კარიესი, მაღალია. მაგრამ არ იდარდოთ. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 90% აქვს კარიესი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ გაქვთ სტომატოლოგიური დაავადებებისადმი გენეტიკური წინასწარგანწყობა, მთავარია გახსოვდეთ: ბევრი რამ დამოკიდებულია ქცევაზე, სწორ კვებაზე, კბილებისა და პირის ღრუს ჰიგიენასა და მოვლაზე.

მშობიარობის შემდეგ 

როდესაც ბავშვი დაიბადება, მშობლებს, ძირითადად, ცოტა თავისუფალი დრო რჩებათ. მაგრამ თუ თქვენ შეგაწუხათ კარიესმა, მაშინვე დაიწყეთ მისი მკურნალობა. არ დაუშვათ კარიესის განვითარება მშობიარობის შემდგომ პერიოდში – ეს საშიშია როგორც დედისა და მამისთვის, ასევე ბავშვისთვისაც, რომელიც სულ უფრო ხშირად ხვდება გარემოს მიკროორგანიზმებს. მშობლების კოცნაც კი ბავშვში მიკრობების შეღწევის პოტენციური წყაროა. დაიცავით ბავშვი – დროულად იზრუნეთ პირის ღრუს ხარისხიან მოვლაზე.

მშობლების ჰიგიენური ჩვევები 

როგორც უკვე ვთქვით, დიდ როლს თამაშობს ის, თუ როგორ ზრუნავენ მშობლები თავიანთ კბილებზე. როდესაც ბავშვი უკვე წამოიზრდება, იგი იღებს მშობლების ქცევებს, მათ შორის, მათ ჩვევებსაც. შესაბამისად, მშობლების ჰიგიენური ჩვევები ნიმუშია ბავშვების ქცევისთვის.

სამწუხაროდ, მშობლები ყოველთვის სათანადო ყურადღებას არ უთმობენ ამ თემას. არიან დედები და მამები, რომლებიც არა თუ თვითონ არ ზრუნავენ თავიანთი პირის ღრუს ჰიგიენაზე, არამედ ბავშვებსაც არ აიძულებენ კბილების გაწმენდას.

კვლევებით დადასტურდა, რომ მხოლოდ იმ ბავშვებს აქვთ პირის ღრუს კარგი ჰიგიენური მდგომარეობა, რომლებსაც მშობლები რეგულარულად, სულ მცირე დღეში ორჯერ უწმენდენ კბილებს კბილის პასტით. თუ ბავშვი კბილებს თვითონ იწმენდს, დღეში ერთხელ ან ორ დღეში ერთხელ, ადრეული კარიესის განვითარების რისკი ძალიან მაღალია.

მშობლების დამოკიდებულება ბავშვების სტომატოლოგიური ჯანმრთელობისადმი 

მშობლების უმრავლესობას ესმის, რომ მომავალი ბავშვის ჯანმრთელობა დამოკიდებულია მათ ჯანმრთელობაზე, ქცევებსა და ჩვევებზე. ამჟამად მშობლებს უფრო ხშირად მიყავთ ბავშვები რეგულარულ ვიზიტებზე. პრაქტიკულად გაქრა აზრი, რომ სარძევე კბილების კარიესს შეიძლება არ ვუმკურნალოთ. ნათელია, რომ მშობლებს შორის ადრეული კარიესის პრობლემების შესახებ ინფორმაციის დონე გაიზარდა და დედებისა და მამების დამოკიდებულება ბავშვების სტომატოლოგიური ჯანმრთელობის მიმართ უფრო სერიოზული გახდა. აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

გადასვლა >> 1. სტომატოლოგია; 2. ორსულობა. იხ. ასევე: ორსულობა და კბილები